კომპანიის შესახებ

ანამედროვე ქართულ ბაზარზე სტაბილური და წარმატებული მომსახურეობით ცნობილი კომპანია „მაიგოუ“ უკვე 6 წელზე მეტია რაც უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს კლიენტებს. 2014 წლიდან ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე ზრუნვა და ამისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის შეთავაზება ონლაინ ბაზრის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული მიმართულებით წარმატებული სვლის პროცესში „მაიგოუ“ უკვე იქცა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტის ავტორად. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად და ეფექტურად მოვარგოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სერვისი თუ მომსახუროება მომხმარებლების ინტერესებსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობა სწორი სტრატეგიის შემუშავების, კომპანიის პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებისა და თქვენს მიერ არჩეული ყველაზე ამბიციური მიზნების უმოკლეს ვადაში მიღწევის ტოლფასია.

 

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია

 

ჩვენი მისია

"მაიგოუ"  უდიდესი მონდომებითა და სტაბილურობით ანხორციელებს ინტერნეტ სივრცეში ბიზნესისა და მომხმარებლისათვის ყველაზე სანდო პარტნიორად ქცევის პროცესს. ჩვენი მიზანია ნებისმიერი კლიენტისათვის ვიქცეთ ციფრული კომუნიკაციის კომფორტისა და ხარისხის შემქმნელ კომპანიად. სწორედ ამიტომ მივისწრაფვით ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ ყველაზე ეფექტური და გამოცდილი ხერხებით.

 

ჩვენი ხედვა

"მაიგოუ" დამკვიდრდეს ისეთ განვითარებულ კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა თუ ინსტრუმენტების შექმნასა და მიწოდებაზე ნებისმიერი გემოვნების მქონე კლიენტისათვის.

 

ჩვენი ფასეულობები

პასუხისმგებლობა - ჩვენთვის დამკვეთის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ჩვენთან თანამშრომლობა, პროექტის დათქმულ ვადებში დასრულებისა და მაღალი ხარისხის გარანტიაა.

შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენი დამკვეთის წარმატება - ჩვენი წარმატებაა. ჩვენ ვქმნით შესაძლებელს თქვენი მოლოდინები ვაქციოთ რეალობად.

კეთილსინდისიერება - ჩვენთან ურთიერთობა ყოველთვის ღია და გამჭვირვალეა.