სიახლეები

ეთიკა & ეფექტურობა ბრენდინგში
17 დეკემბერი 2021     1382

ეთიკა & ეფექტურობა ბრენდინგში

თქვენი ბრენდი მხოლოდ ლოგო არ არის.

როგორც ბრენდი, თქვენ ხართ გარკვეული იდეების, ხედვების და ნორმატიული დებულებების აქტუალიზაციის პროცესში ჩართული.

ეს შეიძლება ხდებოდეს როგორც ცნობიერად ასევე არაცნობიერად. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც დგამთ ცხოვრებაში არის თქვენი ღირებულებების გამომხატველი. ეს ფაქტორი ორგანიზაციაში შესვლისას არ ქრება.


სამუშაო პროცესი

ჩვენ ცხოვრების 7 საათზე მეტს (მინიმუმ) ვატარებთ საკუთარი სამუშაოთი დაკავებულები. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება დაღლას, საქმით დაკავებულობას ან სხვა მსგავს ფაქტორს ქონდეს ადგილი, თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე, სურვილებზე, მიზნებზე.

ბუნებრივია, ამ გადმოსახედიდან, რთული აღარ ჩანს იმის გაგება რომ თქვენი ბრენდი მხოლოდ გაუცხოებული კომპანიის იარლიყი არ არის. თქვენ ყოველ დღე ირჩევთ რომ იმუშაოთ სადაც მუშაობთ, შესაბამისად ეს გარკვეულ წილად მეტყველებს თქვენს ღირებულებაზე. ეს იმას არ ნიშნავს რომ თუ მსოფლიოში საუკეთესო კომპანიებში არ ვმუშაობთ უარესი ღირებულებები გვაქვს. პირიქით ყველაზე უარეს ტიპის კომპანიებში მომუშავე პრინციპული ადამიანებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. მთავარია თქვენი პრინციპები, ღირებულებები და არა ის სად, როდის და რა ვითარებაში ავლენთ მას.





იმ სამყაროში სადაც ყოველი ბრენდი 2 წუთში ერთხელ იცვლის იდენტობას რომ ადვილად მიყიდოს საკუთარ მომხმარებელს პროდუქტი ან სერვისი, ჩნდება აუცილებლობა რომ გარკვეული გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა გსურთ ცხოვრებაში. რადგან სწორედ ამ პასუხზე გაცემით შეძლებთ უკეთესად განსაზღვროთ როგორ დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაცია ამაში.

ბრენდი შესაძლოა ვერ ასახავდეს კონკრეტულად თქვენს პიროვნულ ფილოსოფიას, თუმცა ის რაც უშუალოდ თქვენზეა დამოკიდებული, ტავტოლოგიურად, ბუნებრივია, შეგიძლიათ შეცვალოთ.

მხოლოდ მსგავსი ანალიზის შემდეგ არის გამართლებული უშუალოდ ინსტრუმენტულ და ეფექტურ მეთოდებზე გადასვლა. ეს მეთოდები უნდა იყოს განზაღვრული რაიმე მიზნის ფონზე. თვით მეთოდებისთვის მიზნების შეცვლა ეს დეფინიციურად არაპრინციპულობა და მყარი ღირებულებების არ ქონაა. დამატებით დიზაინერების როლზე საზოგადოებაში, ბრენდირების პრობლემებზე და ეთიკურ პრინციპებზე ვისაუბრეთ რამდენიმე ბლოგში, რომლებსაც შეგიძლიათ გადახედოთ.


ინტრუმენტალური ნაწილი

როდესაც ამ ყველაფერს გაიაზრებთ შეგიძლიათ დაიწყოთ იმაზე ფიქრი თუ რა საშუალებებით შესაძლოა გახადოთ თქვენი ბრენდი უფრო წარმატებული. მაგრამ წარმატება პირდაპირ კავშირშია ეთიკასთან. Nike-ს ნაირი ბრენდი ითვლება წარმატებულად, თუმცა მას საშინელი ეთიკური დარღვევები აქვს. არ ღირს ისეთი ცხოვრება რომელიც პოპულარულობის გამო ბავშვების მონობას ამართლებს. შესაბამისად ასეთ ბრენდსაც ფასი არ აქვს.

თუ თვლით რომ თქვენს მომხმარებელს ღირებულ და სანდო პროდუქტს აწვდით, მაშინ ბრენდი უნდა იყოს კონსისტენტური, დამამახსოვრებელი და პორტატული იმისთვის რომ მიიზიდოს ის ხალხის ვისი დახმარებაც გსურთ.


რამდენად დასამახსოვრებელია თქვენი ბრენდი?

როდესაც ნებისმიერ გამვლელს ეკითხებით ნაცნობ ბრენდებზე ისინი ძირითადად ერთსა და იმავე კომპანიებს ასახელებენ. ეს გამოწვეულია იმით რომ ამ ბრენდებს აქვთ ან ჰქონიათ მნიშვნელოვანი გავლენა ამ ადამიანების ცხოვრებაში. რა თქმა უნდა ეს გავლენა ძირითადად ნეგატიურია (არაეთიკური შრომითი პროცესის, არალეგალური აქტივობების და ზოგადად უღირსი საქციელების გამო ამ ბრენდების მხრიდან).





თუმცა ზოგი ადამიანისთვის შესაძლოა საქველმოქმედო კომპანიები იყოს ცნობადი იმიტომ რომ მათ სწორედ ამგვარ ორგანიზაციებთან აქვთ ყველაზე ხშირად შეხება. მომხმარებლის მოზიდვა ცალმხრივი პროცესი არაა, მიუხედავად იმისა რომ თქვენზე არაა დამოკიდებული, თქვენ, ალბათ, მაინც შეგძლებიათ გარკვეული სიგნალების მიწოდება მათთვის.

თქვენ ინდუსტრიაში დამამახსოვრებლები გახდეთ რთულია, თუმცა როგორც შემოქმედებითობა ასევე თეორიული მსჯელობა (თუმცა პირველი მეორეს მცირე ნაწილია) შეგიძლიათ მოიშველიოთ იმისთვის რომ მეტად ცნობადი გახდეთ თქვენი მომხმარებლისთვის და ჩამოიყალიბოთ სანდო ურთიერთობა მათთან.

შენიშვნა: კონსისტენტური მესიჯის არჩევა გაგხდით უფრო ცნობად თქვენი სამიზნო აუდიტორიისთვის.


რამდენად პორტატულია იგი?

Firespring-ის მიხედვით პორტატულობა არის განსხვავება მცირე და მნიშვნელოვან ზრდას შორის.

იმ შემთხვევაში თუ თქვენი მომხმარებლები ახერხებენ რომ სხვა ადამიანებს შესთავაზონ სერვისები თქვენ გეძლევათ ძალიან დიდი შანსი რომ პოტენციური საყურადღებო ზრდა განიცადოთ.





ამ საკითხში აქტუალური ხდება კონსისტენტურობა, რადგან თუ სხვადასხვა მომხმარებლებს სხვადასხვა წარმოდგენები აქვთ ჩვენს პროდუქციაზე, სერვისებზე და ზოგადად ბრენდზე მაშინ რეალური შანსია იმის რომ მათში დაბნეულობა გამოვიწვიოთ.

შენიშვნა: შეგიძლიათ პატარ-პატარა ფრაზების ან ახსნების გამოყენება იმისთვის რომ გააგებინოთ აუდიტორიას ვინ ხართ და რა მიზნები გაქვთ. რაც უფრო ადვილს გახდის მათ მიერ დამატებით მესიჯინგს.


რამდენად კონსისტენტურია?

ბრენდინგის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ასპექტი ეფექტურობის მხრივ არის კონსისტენტურობა. მომხმარებლები რაც უკეთ გაიცნობენ თქვენს ორგანიზაციას მით უფრო დიდი შანსია რომ ნდობა მოიპოვოთ, წინა საფეხურებიდან გამომდინარე. ამიტომ რეკომენდირებულია მესიჯისნგის ინსტრუმენტად გამოყენება და მიზანმიმართული სიგნალების გაგზავნა მომხმარებლებისთვის.

თუ მომხმარებელი თქვენს საიტზე შემოდის მათ უნდა შეეძლოთ იმის გარჩევა რომ ეს თქვენი ბრენდია. თუ ეს ვერ მოხერხდება, დიდი ალბათობით, ვერც ყოველდღიური საქმიანობისას ვერ გაიხსნებენ ან ამოიცნობენ თქვენ ბრენდს.

შენიშვნა: ერთ-ერთი საუკეთესო გზა რომ ეს მოახერხოთ არის იმ პრობლემის იდენტიფიკაცია რომლის გადაჭრაც გინდათ, იმ მეთოდების რომლების გამოყენებაც შეგიძლიათ და რეზულტატების რომლებსაც სთავაზობთ მომხმარებლებს.



ნახატები: "Daniel Ito" (Behance)

იკა

იკა