Alexa myGO

სიახლეები

11 რჩევა ლოგოს რედიზაინზე
20 დეკემბერი 2021     878

11 რჩევა ლოგოს რედიზაინზე

ჩვენ ლოგოებზე უკვე შემოგთავაზეთ ერთი ბლოგი, რომელიც ითვალისწინებდა 6 რჩევას მათ შესახებ. ამჯერად, Wiredimpact, გვათავაზობს 11 მიზეზს თუ რატომ შეიძლება იყოს რეკომენდირებული ლოგოს რედიზაინი.

მიუხედავად იმისა რომ ლოგო თითქოს პატარა დეტალია, ის, გარკვეულ წილად, პირველი ელემენტია რომელსაც ადამიანები თქვენი ორგანიზაციის გახსენებისას ასოცირებენ მასთან. მითუმეტეს რომ ნებისმიერი აქტივობისას თქვენ ლოგო მუდამ ხილული და გამოკვეთილი გაქვთ.

თუ თქვენ გაინტერესებთ უკეთესია რედიზაინი თუ არა ეს რამდენიმე შეკითხვა დაგეხმარებათ უკეთესად გაიაზროთ თქვენი სიტუაცია.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:


არის ჩემი ლოგო სუფთა, ზედმეტი ელემენტების გარეშე?

გაითვალისწინეთ რომ შესაძლოა თქვენი ლოგოს ზომაში შემცირება დაგჭირდეთ (ჰედერზე რომ დაეტიოს). ლოგო ზედმეტი ცვლადებით არასასიამოვნო აღსაქმელია და რთულია მისი დეტალების გარჩევა მცირე ფორმით.





ადვილი წასაკითხია ტექსტი ლოგოზე?

დააკვირდით როგორც ფერს, ასევე ფონტს. ზედმეტად ღია ფერი არ ჩანს გამოკვეთილად თეთრ ფონზე. სქრიფთ სტილის ან დეკორატიული ფონტები უფრო რთული გასარჩევია მცირე ზომებში.


იყენებს ლოგო 3 ფერს ან ნაკლებს?

ლოგოს დიზაინისთვის უფრო მარტივი მიდგომა უკეთესია. რამდენიმე ფერის ერთ ლოგოში აღრევა შესაძლოა კონკრეტულ ვარიანტებში ლამაზად ჩანდეს, მაგალითად It Gets Better Project, თუმცა მეტი ფერი ნიშნავს მეტ კომპლექსურობას, რაც ამცირებს "სისუფთავის" ფაქტორს.





მოძველებულია თუ არა ის?

თუ ლოგო ბუნებრივად ჩაჯდებოდა 90-იანების სტილში, მაშინ, დიდი ალბათობით, დროა ის განაახლოთ. შესაძლოა ის მიზანმიმართულად იყოს ამ სტილზე დაფუძნებული თუმცა თანამედროვეობის კომპონენტი უკეთესია თან ახლდეს.


არის თუ არა ლოგო რეპრეზენტატიული?

ლოგო უნდა იყოს თქვენი ორგანიზაციის მახასიათებლების რეპრეზენტატორი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები მის ხედვაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, თაობებთან მიმართებაზე, მისიაზე და ზოგად ბუნებაზე.


შექმნილია თუ არა ის პროფესიონალი დიზაინერის მიერ?

თუ პასუხი არის არა მაშინ ჯობს რეალურად გადახედოთ იმ ვარიანტს რომ დაიქირაოთ პროფესიონალი დიზაინერი. მიუხედავად იმისა რომ საკუთარი ნამუშევარის გამოფენის იდეა და ზოგადად DYI რეკომენდირებული დამოკიდებულებაა, ასეთი მნიშვნელოვანი ასპექტისთვის არაა ზედმეტი გარკევული თანხის გამოყოფა. მითუმეტეს, რომ პროფესიონალი დიზაინერი უზრუნველყოფს შემაკავშირებლობას მთლიან ბრენდთან მიმართებაში.






ლოგო აღნიშნავს თუ არა თქვენს სახელს?

თუ ლოგო შეიცავს აკრონიმს, მაშინ ეს აკრონიმი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ორგანიზაცია. თუ მთლიანი სახელით ხდება იდნეტიფიკაცია მაშინ ის გამოიყენეთ. ის ცვლადების გამოყენება რომელსაც ელის მომხმარებელი ზოგადად არაა ცუდი იდეა.


ზომის ცვლილებისას იცვლება თუ არა ხარისხი?

უმნიშნელო ცვლილება შესაძლოა არ იყოს პრობლემური თუმცა დიდი სხვაობა უკვე სერიოზული პრობლემაა. AI ან EPS ვექტორ ფაილის ქონა სკალირებისთვის არაა ურიგო. ვექტორული ფაილები შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ სურვილისამებრ ისე რომ ხარისხი არ დაკარგოთ. JPG-ზე, მაგალითად, მსგავსი რამ არ მოქმედებს, სურათი ხდება ბუნდოვანი.


გაქვთ თუ არა გამჭირვალე ფონის ვერსია?

თუ დიზაინერს მსგავსი ვერსიის შემოთავაზება შეუძლია, ბუნებრივია, ეს დიდი პლიუსია რადგან თქვენი ლოგო უფრო მოხდენილად ჩაჯდება სხვადასხვა საიტების დიზაინში. ისე რომ არ შეიქმნება უცნაური კონტრასტი.


თუ გაქვთ მთლიანად შავი ან თეთრი ვერსიები?

მთლიანად შავი ვერსიები ხელსაყრელია თუ პრინტინგ პროცესი თქვენთვის მნიშნელოვანია. ხოლო მთლიანად თეთრი კარგად ჩანს მუქ ფონზე; მაგ: სურათი, footer-ი.





გაქვთ თუ არა ლოგოს რამდენიმე ვარიაცია?

მიუხედავად იმისა რომ ეს ყველა ორგანიზაციისთვის საჭირო არაა მაინც ბონუსია რამდენიმე ვერსიის ქონა. ფონების, აპლიკაციების, ვებსაიტების და სურათების ცვლილებასთან ერთად შეგეძლებათ უფრო თანმიმდევრული დიზაინის ჩასმა.

იკა

იკა