რჩევები ვებსაიტის ეფექტურობაზე
21 დეკემბერი 2021     2764

რჩევები ვებსაიტის ეფექტურობაზე

ვებსაიტის ეფექტურობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფატქორია თქვენი ონლაინ ბიზნესის პოპულარიზაციაში. იმისთვის რომ გაიმარტივოთ სვხადასხვა პროცესები რეკომედირებულია გარკვეული რუტინული მიდგომების დანერგვა. Morweb გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით,


1. გამოაქვეყნეთ ახალი, ტრენდული სიახლეები

იმისთვის რომ თქვენს მომხმარებლებს ჰქონდეთ გარკევული მუდმივი ინტერესი თქვენი პროექტების მიმართ ჯობს პერიოდულად მაინც შეახსენოთ მათ თავი სხვადასხვა სიახლეებით. თუნდაც ბლოგი არის ერთ-ერთი საშუალება რომ გარკვეული კომინუკატორული მედიუმი დაამყაროთ თქვენ ორს შორის.

ახალი კონტენტის გამოქვეყნებით თქვენ შეგიძლიათ:

  • ერთგული მომხმარებლები დაინტრიგებულები დატოვოთ, ისევე როგორც ინფორმირებულები. ამიტომ მნიშვნელოვანია გარკვეული ინფორმაციის განთავსება.
  • დააინტერესოთ ახალი მომხმარებლები. განსაკუთრებით თუ SEO-ს პრაქტიკა თქვენთვის საყურადღებოა. SEO მოგცემთ საშუალებას რომ უფრო აქტუალური გახადოთ საიტი და პოტენციური მომხმარებლები მოიზიდოთ.
  • გარკვეული სიგნალები გაუშვათ. ახალ-ახალი კონტენტის გამოქვეყნება ანიშნებს თქვენს მხარდაჭერებს რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მისია და სერიოზულად უდგებით ონლაინ ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებს.







2. უზრუნველყავით თქვენი ვებ-გვერდის უსაფრთხოება

მომხმარებლის ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მარტივი გზა არის მათი ინფორმაციის კომპრომიზაცია. თუ თქვენი ვებ-გვერდი ითვალისწინებს სხვადასხვა მომხმარებლების მონაცემების შენახვას მაშინ აუცილებელია შესაბამისი პასუხისმგებლობით მიუდგეთ მათ დაცვასაც.

არსებობს სხვადასხვა გზები, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგალითად, Server1 გთავაზობთ SiteLocks, რომელიც მსოფლიო ლიდერია ვებ-გვერდის უსაფრთხოებაში, ისევე როგორც დამატებით მნიშვნელოვან პლიუსებს საიტის დაცვასთან მიმართებაში.


3. KPI-ს რეგულარულად გაზომვა

KPI (key performance indicators) ერთგვარი რაოდენობრივი აღწერაა იმ მდგომარეობის რომელშიც თქვენი ბიზნესია. რა თქმა უნდა ხარისხობრივ ანალიზს ამით ვერ გააკეთებთ თუმცა ეს ინდიკატორები მნიშვნელოვნად დაგეხმარებიან შეისწავლოთ ტრაფიკი იმისთვის რომ უკეთესად დაისახოთ ქვე-მიზნები.





KPI-ს ზომავს შემდეგ ფაქტორებს:

  • გვერდების რანჟირება: გვერდები რომლებიც რანჟირებულია გარკვეული საკვანძო სიტყვებით იმისთვის რომ თქვენი ბიზნესის ხილვადობა გაუმჯობესდეს.
  • საიტის გვერდების ნახვები: რამდენი მომხმარებელი შემოდის თქვენს საიტზე
  • გატარებული დრო: დახარჯული დრო ამა თუ იმ გვერდზე, საიტზე.


თქვენი ორგანიზაციის მიზნების უკეთ გაგება დაგეხმარებათ სხვადასხვა სტრატეგიების შემუშავებაში მისი წარმატებისთვის. თუ ვთქვათ საკმარისი რაოდენობის გვერდების ნახვები არ გაქვთ მაშინ დროა გამოიკვლიოთ საუკეთესო SEO პრაქტიკები იმისთვის რომ მოახდინოთ საიტის პოპულარიზაცია, თუნდაც სოციალური ქსელის ან იმეილის საშუალებით.


4. გადაამოწმეთ რომ ყველა ლინკი და საკონტაქტო ინფორმაცია სწორადაა მითითებული

ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი პრობლემა მომხმარებლისთვის არის იმ ტიპის ლინკი, რომელსაც მითითებულ ადრესატამდე არ გადაყავს. შესაბამისად, საყურადღებო საკითხია ყველა ლინკის გადამოწმება, ისევე როგორც საკონტაქტო ინფორმაციის პერიოდული განახლება თუ საჭიროა.

შეგიძლიათ შემდეგი სექციები გადაამოწმოთ:


  • თქვენი "კონტაქტის" გვერდი
  • თქვენი "ჩვენს შესახებ" გვერდი







იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გვერდზე შემოდიან, უნდა შეეძლოთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება თქვენთან პირდაპირი დაკავშირებით ან ლინკების ნავიგაციით. გადაამოწმეთ რომ თქვენი კონტენტი მარტივი აღსაქმელი და გასაგებია ისევე როგორც ის რომ თქვენს მომხმარებლებს სთავაზობთ საჭირო ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ.


5. განაახლეთ CMS როცა საჭიროა

მიუხედავად იმისა რომ თქვენი საიტის განახლება და უზრუნველყოფა მთავარი პრიორიტეტებია, ამ ყველაფერს ვერ მოახერხებთ საჭირო CMS-ის (კონტენტ მენეჯმენტის სისტემის) გარეშე. CMS ქვაკუთხედია თქვენი საიტის უზრუნველყოფის იმის გათვალისწინებით რომ ამ პროცესს ან უწყობს ხელს ან აფერხებს.

საჭიროა თქვენი CMS-ის ყურადღებით განხილვა როდესაც საიტის მხარდაჭერის გეგმას ქმნით. სწორი CMS ბევრად გაგიადვილებთ ვებსაიტის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ყოფნას თუ თქვენ სტაფს გამოცდილება არ აქვს პროგრამირებაში.

იკა

იკა