Alexa myGO

სიახლეები

16 რჩევა მობილურ აპლიკაციებზე
28 დეკემბერი 2021     196

16 რჩევა მობილურ აპლიკაციებზე

მობილური აპლიკაციების რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის ერთად დახვეწა საკმაოდ რთულია. თეორიულად გამართული უნდა იყოს როგორც UX, ფუნქციონალი, დიზაინი.

თუმცა ამ ყველაფრისთვის თავის მოყრა ბევრად მარტივი ჩანს ფურცელზე ვიდრე რეალობაში. მაგრამ საქმე არც ისეა რომ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყოს.

MyGO-ს აქვს 7 წელზე მეტი გამოცდილება სწორედ ამ საკითხში. ზუსტად ამიტომ ვთვლით რომ კარგი იქნება ამ გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა საშუალებებით.

ამჯერად, weareimmediate-ის Lori Shecter-ის ბლოგი გვსურს განვავრცოთ.

კარგი დიზაინის საკმაოდ სასიამოვნო რამაა, თუმცა UX მაინც უფრო მნიშვნელოვანია. დაბალი ხარისხის UX ითვალისწინებს თქვენი მომხმარებლების გაღიზიანებას, რაც ძირითადად მათ ატოვებინებს აპლიკაციას.





ამ სფეროში საუბარი "ზედმეტ" სიმარტივეზე უფრო ძნელია ვიდრე სხვა ნებისმიერში. მოხმარებლები მიეჩვივნენ რომ აპლიკაცია პრაქტიკულად ნებისმიერ სამუშაოს ასრულებს, რომელიც აუცილებლად არ ითვალისწინებს ინტერაქციას მომხმარებელთან.

შესაბამისად ნებისმიერი ინტერაქცია რეკომენდირებულია იყოს მარტივი.

პირველი რჩევაც სწორედ ამაზეა.


1. გაამარტივეთ რაც შეგიძლიათ: მინიმალისტური დიზაინი აადვილებს ნავიგაციას და იმ ინფორმაციის პოვნას, რომელიც მომხმარებელს აინტერესებს. ამასთანავე უფრო ადვილია კონცენტრირება და გარკვეული მიზნის მიღწევა აპლიკაციის საზღვრებში.


2. QA, QA, QA: დატესტეთ ყველაფერი, საჭიროა ყურადღებიანი მონიტორინგი და ამ პროცესის რამდენადაც შესაძლებელია ხშირად გამეორება. თუ აპლიკაცია არ მუშაობს გამართულად მომხმარებლები მას უფრო იშვიათად იყენებენ, მათი რიცხვი კი კლებულობს.


3. მინიმალისტური დიზაინი: გამარტივებული თუმცა ამავდროულად მიმზიდველი ღილაკების და აიქონების დიზაინი ყურადღებას იქცევს როცა საჭიროა. ამავდროულად კი მთლიანად აპლიკაციას უფრო სასიამოვნო შესახედს ხდის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ შემთხვევებში, როცა საქმე CTA (call-to-action) ღილაკებს ეხება საქმე. მათი გამოყენების სიხშირე პირდაპირ დაკავშირებულია ბიზნესის პოპულარიზაციასთან.


4. ზედმეტი აიქონები და ღილაკები: არ იხმაროთ იქ სადაც საჭირო არაა. ზედმეტად დამაბნეველია და ყურადღებას ფანტავს. მითუმეტეს, რომ შესაძლებელია მომხმარებელმა შემთხვევით დააჭიროს ერთ-ერთს ან გამორჩეს უფრო მნიშნელოვანი აიქონები და ღილაკები.


5. ყველაზე მნიშნელოვანი აიქონები და ღილაკები: უნდა იყოს მარტივად საპოვნელი და სახმარი. ანუ, ტიპურად, მარჯვენა მხარეს.






6. ცერა თითი: დიზაინი გააკეთეთ ერთი ხელისთვის. შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციები (მაგ: Invision) გამოიყენოთ იმისთვის რომ გადაამოწმოთ ერთ ხელზე ხმარების ოპტიმიზაცია.


7. ფონური სურათები: მათ დიდი მნიშვნელობა არ აქვთ, თან აპლიკაციის სისწრაფეს ანელებენ.


8. დრო: საშუალოდ მომხმარებლები დაახლოებით ორ წუთს ატარებენ აპლიკაციაში. შეგიძლიათ ტესტირებისას ეს დრო აითვალოთ ხოლმე. მინიმალურ ბარიერად დაისახეთ იმისთვის რომ მომხმარებელმა იპოვოს ის რასაც ეძებს, შეასრულოს რაიმე ოპერაცია; მოკლედ, დარჩეს კმაყოფილი.


9. აპლიკაციის ლოიალურობა: თითიეულ ცალკეულ სფეროს (მაგ: სპორტს, კულინარიას, გეიმინგს) აქვს სპეციფიური აპლიკაციები, რომლებიც ამა თუ იმ ფუნქციას ასრულებენ. ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს. დიდი ალბათობით, all-in-one როლი დაკავებულია, ამიტომ შეეცადეთ გარკვეული სერვისი, აპლიკაციის ფარგლებში, უფრო ეფექტურად და საინტერესოდ იყოს შეთავაზებული მომხმარებლისთვის ვიდრე სხვა აპლიკაციებში.


10. რამდენიმე შეხება: აარიდეთ თავი ისეთ ფუნქციებს, რომლებიც რამდენიმე თითის დაჭერას ითვალისწინებენ ან გარკვეულ ხელის მოძრაობას.


11. სქროლი: ხშირ შემთხვევაში ზედმეტია. კონტენტი, რომელიც სქროლის მიღმაა ხშირად მის მიღმა რჩება. ეს არ ითვალისწინებს მთელი კონტენტის ერთად თავ მოყრას. შესაბამისად ყურადღება უნდა გამახვილდეს კომპაქტურობაზეც.


12. ნავიგაციის და კონტენტის ღილაკები: უნდა იყოს დასაწყისში. ეს საკმაოდ ელემენტარულია, თუმცა გარკვეული კომპანიები მაინც უშვებენ ამ შეცდომას.






13. ღილაკების ზომა: შეეცადეთ შედარებით დიდი ღილაკები იხმაროთ, რომ არ გახდეს რამდენჯერმე დაჭერა საჭირო. ან საერთოდ სხვა ღილაკზე დაჭერის ალბათობა შეამცირეთ; ეს მომხმარებელს საკმაოდ აღიზიანებს.


14. ამბიდექტრული კონტროლი: ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ მარჯვენა ხელიან ადამიანებზე მაგრამ თუ თქვენი აპლიკაცია მხოლოდ მათზეა მორგებული ნავიგაცია ძალიან არასასიამოვნო ხდება მემარცხენეებისთვის. ამიტომ შეეცადეთ ბალანსი დაიჭიროთ.


15. სივრცე: ღილაკები ზედმეტად ახლოს ჯობს არ იყოს, არც ლინკები ან ტექსტი. პირველ შემთხვევაში შეცდომებთან გვაქვს საქმე, მეორეში ხშირად ერთ ლინკად აღქმასთან ხოლო მესამეში უბრალოდ რთული ხდება კითხვა.


16. ნაკლები ტექსტი: არავის (ფილოსოფოსების გარდა) უყვარს ტექსტის კედლების კითხვა. გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები თუ საჭიროა.

იკა

იკა