ახალი წელი - ახალი საიტი

ახალი წელი - ახალი საიტი
11 იანვარი 2022     2543

ახალი წელი - ახალი საიტი

პირველ რიგში, MyGO გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

შემდეგი წლის განვმალობაში უამრავი ახალი დიზიანერი შეეცდება საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან თუნდაც სხვის ბიზნესში წვლილის შეტანას.

შედარებით გამოცდილ მომხმარებლებს გეცოდინებათ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ახალი ან მიმზიდველი საიტით შეუძლებელია.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლების გათვალისწინებაც აუცილებელია ონლაინ-ბიზნესებთან მიმართებაში. ინტუიტიურია რომ პირდაპირ მსგავსად ვიაზროვნოთ:





ეს მიდგომა ბუნებრივია სატირულია და არანაირ რეალურად ბაზას არ გვაძლევს. თუმცა უცნაურად ხშირია ასეთი იმედების დამყარება საკუთარი ბიზნესის მიმართ.


ნაბიჯი #2

ბევრისთვის, Fat Beehive-ის Alan Martin-ის მიხედვით, ნაბიჯი მეორე სწორედ ახალი ვებსაიტის დამზადებაა, თუმცა როგორც ზოგადი განათლება, მხოლოდ საიტიც უძლურია იმ მიზნებთან მიმართებაში, რომლებიც ტიპურად აქვთ ონლაინ ბიზნეს მფლობელებს. ნაბიჯი მესამე, მოგება, თითქმის ყოველთვის დამოკიდებულია იღბალზე და ისეთი ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ პოპულარიზაციას.


ახალი ვებსაიტის დატვირთვა

აშკარაა რომ მხოლოდ ვებსაიტი ვერ მოგიტანთ პოპულარულობას. თუ ხალხი პირველ რიგში ვერ ახერხებს თქვენი ვებსაიტის შესახებ რაიმეს გაგებას მაშინ ვერც თქვენი კონტენტით დაინტერესდება და ვერც დიზაინით. ეს ერთი მცირე ნაბიჯი არაა; ონლაინ-ბიზნესის ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ ამ ზღურბლის გადალახვაა. შესაძლოა საქართველოში ყველაზე მიმზიდველი საიტი გქოდნეთ, ყველაზე საინტერესო კონტენტით და გამართული ფუნქციონალით, თუმცა თუ მის შესახებ არავის სმენია ეს ყველაფერი დამალული რჩება.

ინტერნეტში დაახლოებით 2 მილიარდი ვებსაიტია. აქედან ტიპური მომხმარებელი ხშირად ხმარობს მხოლოდ რამდენიმეს. შეიძლება პესიმისტურად ჟღერდეს, თუმცა უნდა იცოდეთ დაახლოებით რა პროცესების გავლა დაგჭირდებათ.






შემთხვევით ერთ-ერთი მათგანის პოვნა ძალიან იშვიათია. თუ თქვენ საიტს პოულობთ დიდი ალბათობით ამ ასპექტებისგან ერთ-ერთია რელევანტური:

  1. ხალხმა უკვე იცის თქვენი საიტის შესახებ და პირდაპირ წერს URL-ს ბრაუზერში (პირდაპირი ტრაფიკი)
  2. ხალხი გპოულობთ Google-ით (საძიებო ტრაფიკი)
  3. ხალხი გპოულობთ სხვა საიტიდან, რომელიც გლინკავთ (რეფერენტული ტრაფიკი)


აქედან II და III განპირობებული შეიძლება იყოს თვითონ ვებსაიტისგან თუმცა პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მოკლედ II-ს შემთხვევაში ვებსაიტი უნდა იყოს SEO-ს პრინციპებზე აგებული, საძიებო სისტემებისთვის გამართული კოდით და გათვლილი სტრეტეგიით საკვანძო პრაზებისთვის.

თუ თქვენი საიტი მნიშვნელოვნად დაეხმარება სხვადასხვა ადამიანებს მაშინ III-ც საყურადღებო ფაქტორი ჯობს გახადოთ. გარანტიები არ არის თუმცა უფრო ეფექტური მიდგომაა.

რაც შეეხება I-ს, ბრენდინგი, მარკეტინგი და კომუნიკაციური უნარები გადამწვეტ როლს თამაშობენ (ისევ იღბალთან ერთად). თუ გამოცდილება გაქვთ ოფლაინ მარკეტინგში, ეს გამოცდილება აქაც გამოგადგებათ. სოციალური მედია და ფასიანი რეკლამები ერთ-ერთი გზაა რომ ამ მხრივ წინ წაწიოთ თქვენი ბიზნესი.

Facebook & Instagram გაძლევთ საშუალებას რომ პირდაპირ სამიზნო აუდიტორიას მიაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია საკუთარ სერვისებზე, რომლებიც წესით მათ ინტერესებთან უნდა იყოს დაკავშირებული. Google, კი - გაძლევთ საშუალებას გარკვეულ საძიებო ფრაზებს მარკეტინგული ელემენტი დაუმატოთ და ამით მოახდინოთ თქვენი ბიზნესის პოპულარიზაცია.

ასეთი მარკეტინგული მიდგომა, იღბალთან ერთად, ირიბად დაგეხმარებათ II & III პუნქტებთან მიმართებაშიც. თქვენი საიტის სახელის ხშირად გამოყენება ნიშნავს უფრო მეტ ტრაფიკს და ინტრა-საიტული ლინკები ყოველთვის ეფექტური გზაა რომ Google-ს რანჟირებაზე პოზიტიური ზეგავლენა გქონდეთ.


ახალი ვებსაიტის პლიუსები

ალბათ, უკვე, ფიქრობთ იმაზე ღირს თუ არა ახალი ვებსაიტის დამზადება. თუ თქვენ წარმატებულად ართმევთ იმ სამივე ნახსენებ პუნქტს, ესეც არაა საკმარისი კონვერტაციისთვის. დამატებით საჭიროა რომ მომხმარებელს, მინიმუმ, დამაკმაყოფილებლად ეჩვენოს თქვენი ვებსაიტი. რაც საკმაოდ რთულია როცა საქმე გვაქვს ძველ ვებსაიტებთან.





ახალი საიტები იწვევენ დამატებით ნდობას, განსაკუთრებით მაშინ როცა საქმე ფინანსურ ტრანზაქციებს ეხება. დამატებით, სასიამოვნო ნავიგაცია გაძლევთ საშუალებას რომ მომხმარებელი სურვილისამებრ მიმართოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტენტისკენ.

ეს რა თქმა უნდა ბევრად უფრო მარტივად ჟღერს ვიდრე რეალურად არის. ზოგადად ჯობს UI დიზაინის საუკეთესო პრაქტიკები გამოიძიოთ და მიყვეთ, კონტენტის ტონი და სტრატეგია შესაბამისად აარჩიოთ. თუმცა ყველაზე საყურადღებო მაინც გატესტვაადა მისთვის გამოყოფილი რესურსები.

რომ შევაჯამოთ, ახალი ვებსაიტი თავისთავად არ ითვალისწინებთ უკეთეს შედეგებს; თქვენი ბიუჯეტიც უნდა ასახავდეს ამ პრინციპს.

ამიტომ ჯობს ახალი-წელი უფრო სტრატეგიული მიდგომით დაიწყოთ!

იკა

იკა