რჩევები ხელმისაწვდომობაზე

რჩევები ხელმისაწვდომობაზე
18 იანვარი 2022     2788

რჩევები ხელმისაწვდომობაზე

ჩვენ ერთი ბლოგი უკვე შემოგთავაზეთ ვებ ხელმისაწვდომობაზე, სადაც ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ასპექტი წარმატებული ონლაინ ბიზნესისთვის.

როგორც იქ მოგახსენეთ: რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება თქვენი ვებ გვერდი მით უფრო ნაკლები პრობლემა იქნება სხვადასხვა სიტუაციობრივი თუ პიროვნული ფაქტორები, რომლებიც ხშირად გაღიზიანებას ან ინტერესის დაკარგვას იწვევენ.

დამატებით თქვენ შესთავაზებთ თქვენს მომხმარებლებს ისეთ პირობებს, რომელსაც საქართველოში პრაქტიკულად არ არსებულია. ამით, გექნებათ საშუალება გამოხატოთ ინოცატიურობა და ორიგინალურობა, პირველ რიგში კი - ეთიკურობა.

ასევე შეგახსნებთ, რომ: ინტერნეტ ხელმისაწვდომობის ბიურომ (The Bureau of Internet Accessibility) გამოაცხადა რომ ვებ კონტენტის ხელმისაწვდომობის გაიდლაინების (WCAG-ის) ახალი სეტი 2022 წელს გამოდის.


ვებ ხელმისაწვდომობის ლოგოები, აიქონები სხვადასხვა ფერებში


ეს უახლესი ხელსაწყოები დაგვეხმარება უკეთესი საიტის შემუშავებაში, ხოლო მომხმარებლებს უფრო მეტს საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება რჩევებს, Morweb-ის Candace Bozek გვეხმარება თქვენი ყურადღება კონკრეტულ დეტალებზე გადავიტანოთ. პირველ რიგში



1. გამოიყენეთ კონტრასტული ფერები და მარტივად საკითხავი ფონტები

ხელმისაწვდომი საიტის დამზადება დიზაინით იწყება. კონტრასტული ფერები კი დაეხმარება ხალხს უკეთესად გაარჩიონ სხვადასხვა ელემენტები და უკეთ ისარგებლონ თქვენი კონტენტით. განსაკუთრებით როდესაც მათ მხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვები აქვთ.

ყველაზე მაღალი კონტრასტი თეთრსა და შავ ფერებს შორისაა. თუმცა შავ ფონზე თეთრი ფონტით დაწერა ძალიან ცუდი იდეაა, რადგან კითხვა ბევრად რთული ხდება. "ხელნაწერი" ფონტების გამოყენება ასევე პრობლემურია იმავე მიზეზის გამო. ზოგადად ძალიან ექსტრავაგანტული ფონტის გამოყენებას ერიდეთ.

რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავს იმას რომ ორიგინალური ვერ იქნებით. არც ისე რთულია ბალანსის დაჭერა ორ რადიკალურ მხარეს შორის.


2. ჰედერების გამოყენება

ჰედერების ხშირი და სწორი გამოყენება აძლევს მომხმარებელს საშუალება ზუსტად ის ნაწილები წაიკითხონ თქვენი კონტენტის, რომლებიც აინტერესებთ.


იგივე აიქონები ნაკლებად მინიმალისტურ სტილში


ჰედერის თეგები კი ქრონოლოგიურად უნდა იყოს დალაგებული (h1, h2, h3, ა.შ). მთლიანად ტექსტის სტრუქტურა შესაბამისი პრინციპებით უნდა იყოს აგებული.

ჰედერები კარგია არა მხოლოდ ხელმისაწვდომობისთვის არამედ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციისთვისაც (SEO). თუ საძიებო სისტემები უკეთ არკვევენ რაზე ორიენტირებულია თქვენი კონტენტი მაშინ თქვენი რანჟირებაც უკეთესია. Google-ი, მაგალითად, უკეთ არკვევს თქვენი ჰედერების მიხედვით ამ ინფორმაციას.


3. ალტ-ტექსტები

ალტერნატიული ტექსტი ან ალტ-ტექსტი არის ფრაზა ან სიტყვა, რომელიც დაკავშირებულია ვებსაიტის HTML კოდთან იმისთვის რომ აღწერილი იყოს სურათის შიგთავსი. ალტ-ტექსტი გამოსადეგია იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გაქვთ ადამიანებთან, რომლებსაც ვიზუალური შეზღუდვები აქვთ.

Morweb-ს, ისევე როგორც MyGO-ს და Server1-ს, საკუთარი CMS აქვს, მაგალითად, რომელიც მარტივად გამატებინებთ ალტ-ტექსტს ნებისმიერ სურათზე.

დაიმახსოვრეთ, რომ ალტ-ტექსტი განკუთვნილია იმ ხალხისთვის, რომელიც ვერ ხედავს თქვენ სურათს ამიტომ შესაბამისი აღწერა ცუდი იდეა არაა. ვებსაიტები, რომლებსაც ალტ-ტექსტი არ აქვთ ან ზერელე განმარტებებით შემოიფარგლებიან მნიშვნელოვან სეგმენტს და ასპექტს უგულებელყოფენ.

ალტ-ტექსტები საკვანძო ფრაზების კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც ასევე დაგეხმარებათ SEO-ში და აგრძნობინებს თქვენს მომხმარებელს, რომ სერიოზულად უდგებით საქმეს.


4. ვიდეო აღწერები

WCAG 2.1 გაიდლაინის მიხედვით, ალტერნატივები უნდა წარადგინოთ ნებისმიერი მედიის კონტენტისთვის, რომლის ხმარებასაც დრო მიაქვს. დამატებით, ვიდეოებს არ აქვთ ალტ-ტექსტი, ამიტომ კარგი იდეა რომ მთლიანი ვიდეოს მოკლე აღწერა დაურთოთ თან ფაილს.

თუ ტიტრების თან დართვა არ შეგიძლიათ თქვენ-თვითონვე არსებობს რამდენიმე ონლაინ ხელსაწყო რომელიც ამაში დაგეხმარებათ.



5. footer-ები და ლინკები

ფუტერების ჩამატება მომხმარებელს აძლევს საშუალებას რომ უფრო სწრაფად და კომფორტულად იხმაროს საიტის ნავიგაცია საჭირო ინფორმაციის საპოვნელად.


ვებ ხელმისაწვდომობის პოპულარული ლოგო, რომელზეც პატარა ადამიანია ასახული


თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ყველანაირი ინფორმაციის აქ დატევა. შეგიძლიათ მხოლოდ მნიშნელოვან გვერდებზე გაამახვილოთ ყურადღება იმის მიხედვით, თუ რა საქმიანობას ეწევა თქვენი კომპანია.

უსინათლო ადამიანებისთვის ტრადიციული ტიპის ნავიგაცია საკმაოდ არასასიამოვნოა ამიტომ ეს მათ დაეხმარებათ საიტი ისე გამოიყენონ როგორც მათთვის უფრო ხელსაყრელია.


6. ხელმისაწვდომობის widget-ი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი რამ ამ კუთხით არის ვებსაიტისთვის widget-ის გამოყოფა, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას:

  • გაზარდოს ან შეამციროს ფონტის ზომი
  • ფონტი გადაცვალოს non-serif-ში
  • დააჰაილაითოს/გამოყოს ლინკები
  • ვებსაიტი greyscale-ში გადაიყვანოს

ეს პარამეტრები აძლევს მომხმარებელს საშუალებას რომ მათი UX თქვენს საიტზე სურვილისამებრ შეცვალონ.


შეჯამება

ვებ ხელმისაწვდომობა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის უბრალოდ ტრენდია. ხელმისავწვდომობა ონლაინ ბიზნესების და ოპერირების ქვაკუთხედია. ფუნქციონალურად კი - სტანდარტები სწორედ ამ კუთხით იცვლება, ამიტომ ადრე თუ გვიან მოგიწევთ გადაწყობა.

იკა

იკა