მარკეტინგი წლის დასაწყისში

მარკეტინგი წლის დასაწყისში
19 იანვარი 2022     2050

მარკეტინგი წლის დასაწყისში

მარკეტინგი ამ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან, ერთ მხრივ, გაქვთ საშუალება გადახედოთ იმ შეცდომებს რომლებიც დაუშვით თქვენი ბრენდის იდენტობის გამოხატვის პროცესში, მარკეტინგის კუთხით; მეორე მხრივ კი ამ შეცდომების გამოსწორების საშუალება გეძლევათ ისევე როგორც ღირებულებების და პრინციპების გადახედვის.

შესაძლოა ის მთავარი პრინციპები, რომლებიც გაქვთ ორგანიზაციასთან მიმართებაში შეუცვლელი იყოს თქვენთვის, თუმცა მათგან გამომდინარეობს ქვე-პრინციპები, რომლებიც ბუნევრივია არც ისე მნიშვნელოვანია.

შემდეგი რჩევები, რომლებსაც Firespring-ის მასალიდან განვავრცობთ, დაგეხმარებათ ეს ორივე გადმოსახედი გაითვალისწონოთ.


ინდუსტრია და კონკურენტები

სხვადასხვა საბაზრო კვლევების ჩატარება ისევე როგორც ზოგადად ინდუსტრიის შესწავლა, სხვადასხვა მიმოხილვების თუ რეპორტების საშუალებით, მნიშვნელოვანი იარაღია მარკეტინგის სფეროში.





განსაკუთრებით საინტერესოა თუ როგორ მოქმედებს კოვიდის სხვადასხვა ტალღები ხალხის მოტივაციებზე და როგორ აისახება ქცევითი ეკონომიკის პრინციპები თქვენს ინდუსტრიაში ამა თუ იმ პერიოდში.

ეს გაგიადვილებთ და აასწრაფებს საქმეს. გაგიადვილებთ იმიტომ რომ უკეთ გეცოდინებათ თქვენი ინდუსტრიის მახასიათებლები, ანუ დამატებითი დრო არ დაგჭირდებათ ყოველი პოტენციური პრობლემის გასაანალიზებლად რადგან ზოგადი სურათი გექნებათ. ხოლო საქმე ასწრაფდება იმიტომ რომ რაც მეტი ინფორმაცია გექნებათ მით უფრო ადვილი იქნება უშუალოდ მოქმედება.

ბაზრის გამოკვლევა ასევე დაგეხმარებათ თქვენი კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. ვის ეხმაურებიან და რა საშუალებებით? როგორი პირობები აქვთ და როგორი მარკეტინგული სქემა? მიაქციეთ ყურადღება იმ მნიშვნელოვნად პოზიტიურ და ნეგატიურ ელემენტებს მათ ორგანიზაციაში, რომლებიც მოქმედებენ ხალხზე. შეგიძლიათ მათი გამოცდილების ხარჯზე გარკვეულ წილად გააუმჯობესოთ თქვენი ბიზნესის სხვადასხვა ასპექტი.





ბრენდი & მიზნები

წლის ბოლოს შეგიძლიათ ასევე გადახედოთ ბრენდის იმ ნაწილებს, რომლებიც ტრენდულობასთანაა დაკავშირებული. შესაძლოა სხვადასხვა ვიზუალური ელემენტები მოძველდა ან უინტერესო ჩანს. სხვადასხვა პლატფორმებზე გაქვთ თუ არა საკუთარი ბრენდის კონსისნტენტური იმიჯი შექმნილი? არის თუ არა თქვენი ეთიკური შეხედულებები გადმოცემული ამა თუ იმ საშუალებებით?

2022 წელი ასევე გაძლევთ დროს რომ სხვადასხვა ინდუსტრიებში ჩაებათ. კონკრეტულად, დიზაინერებისთვის მარტივია საქვემოქმედო საკითხებში სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარება.

მითუმეტეს რომ ზოგმა მოლოდინმა შესაძლოა საერთოდ ვერ გაამართლა, ამიტომ გადაწყობა შესაძლოა მოგიხდეთ. თუ გადაწყვეტ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ქველმოქმედება ყოველთვის კარგი იდეაა.





თუ რაიმე სხვა მიზანს აირჩევთ აუცილებლად გადაამოწმეთ თანამშრომლების განწყობა ამ მისიის მიმართ. მათი იდეები თქვენი გეგმის/გეგმების შესახებ, კრიტიკა რომელიც ამ იდეებს და გეგმებს შეიძლება მოყვეს, ასე შემდეგ. ეს აგრძნობინებს მათ რომ მათი აზრი ფასობს ორგანიზაციაში, თქვენ - კი მოგცემთ საშუალებას გააუმჯობესოთ თქვენი მიზნები ან ის საშუალებები რომლებითაც გინდათ ამ მიზნებს მიაღწიოთ.

დამატებით, ეს ეხმარება თქვენს თანამშრომლებს იყვნენ ინფორმირებულები და ჩაბმულები სხვადასხვა პროექტებში, რაც ძალიან საყურადღებოა.


გუნდურობა და მხარდაჭერა

ძალიან იშვიათია, რომ რომელიმე ორგანიზაცია წარმატებული გახდეს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ადამიანის წყალობით. ის სახელები, რომლებიც ხშირად გსმენიათ (მაგ: ილონ მასკი, ბილ გეითსი, სტივ ჯობსი), უბრალოდ სახელებია. რეალურ საქმეს მათი თანამშრომლები აკეთებდნენ და არა ისინი, დამსახურებაც სწორედ მათია და არა ამ პოპულარული ადამიანების.

შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გუნდი თავისთავად ღირებულია, იმიტომ რომ თითოეული წევრებიც თავისთავად ღირებულნი არიან.

იკა

იკა