SEO & ქველმოქმედება

SEO & ქველმოქმედება
25 იანვარი 2022     2984

SEO & ქველმოქმედება

როდესაც საქვემლოქმედო ფონდებზე იწყება საუბარი, ან ზოგადად ქველმოქმედებაზე, ხშირად ვაწყდებით ირონიულ, ცინიკურ დამოკიდებულებას მათ მიმართ.

მეტწილად ეს განპირობებულია იმ შეხედულებით რომ საქველმოქმედო ფონდები რეალურად არ ასრულებენ იმ საქმეს რაც ევალებათ, ე.ი კორუფციასთან გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. ზოგადად, ადამიანს რომ გულახდილად უნდოდეს ქველმოქმედებით დაკავება ის მარტივად გამონახავდა მეტწილად სანდო ორგანიზაციებს.

მაგალითად, შეგვიძლია Food for life ავიღოთ. კომპანია პასუხისმგებელია მოწყვლადი ჯგუფებისთვის საკვების მიწოდებაზე. კონკრეტულად კი ვეგანურ საკვებზეა საუბარი. ამ მხრივ შეგიძლიათ ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი გამორიცხოთ.


Food for life ლოგო


ასევე აღსანიშნავია Animal Welfare Fund, რომელიც ძალიან ტრანპარენტულია და ცხოველების უფლებების დაცვა აქვს მიზნად არჩეული.

ამ ორგანიზაციების მიგნება არც ისე რთულია თუ იცით როგორ იპოვოთ ისინი და ზოგადად გაქვს სურვილი რომ დრო (თუნდაც 5 წუთი) დახარჯოთ მათზე.

თუმცა ეს მხოლოდ გარკვეული საშუალებებითაა შესაძლებელი ინტერნეტ ხანაში.


SEO & სამიზნო აუდიტორია

როდესაც ესა თუ ის ინტერნეტ მომხმარებელი ეძებს Google-ში (ან თუნდაც სხვა საძიებო სისტემაში) თქვენი საიტი ისე უნდა იყოს სტრუქტურირებული (On-page SEO & off-page SEO) რომ საძიებო სისტემამ თქვენი ვებსაიტის პრიორიტიზირება მოახდინოს.

პირველ რიგში, ამ მხრივ, საჭიროა უკეთესად გაერკვეთ იმაში თუ ზუსტად რას ეძებს თქვენი სამიზნო აუდიტორია, როგორი სიტყვებით, წყობით, ა.შ.

კარგი SEO ნიშნავს მომატებულ ალბათობას რომ თქვენს საიტს გადააწყდებიან შესაბამისი მოთხოვნილებების მქონე ადამიანები. რაც ბუნებრივია, როგორც ბრენდის, რეპუტაციის და ასევე ორგანიზაციის განვითარებაში დაგეხმარებათ.

ინსტრუმენტალურად, რაც არ უნდა კარგად გქონდეთ ბიზნესი დალაგებული თუ ეს საკითხი უგულებელყოფილია სამწუხაროდ თქვენი ონლაინ ბიზნესიც ზუსტად ამ ბედს გაიზიარებს.


გულის სურათი


განსაკუთრებით, თუ თვლით რომ კორუფცია საქველმოქმედო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ფაქტორია და მომხმარებლები ხდებიან უფრო ცინიკურები სწორედ პოპულარული საქველმოქმედო ფონდების გამო, მაშინ თქვენთვის საყურადღებო უნდა იყოს თქვენი ბიზნესის უკეთესი რანჟირება.

ერთ მხრივ, შეგიძლიათ უფასო Google Search Console ხელსაწყო გამოიყენოთ იმისათვის რომ გაარკვიოთ თუ რომელი ფრაზების ძიებით აწყდებიან თქვენი მომხმარებლები თქვენს საიტს.

მეორე მხრივ, ეს ხელსაწყო ვერ გაგაგებინებთ თუ რომელი საკვანძო ფრაზები უნდა გამოიყენოთ. ამისთვის გასათვალისწინებელია თქვენი მომხმარებლების მახასიათებლები. მაგ: თუ თბილისში გაქვთ საქველმოქმედო ფონდი დიდი ალბათობით შესაძლოა მათ ლოკაციით სცადონ პოვნა რეზულტატის ან თუნდაც დაურთონ სიტყვა "თბილისი" ან "საქართველო" საძიებო ველს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მომხმარებლები იშვიათად წერენ მთლიან წინადადებებს და ზოგადად SEO-სთვის უკეთესია საკვანძო სიტყვების კომბინაციები ვიდრე გრძელი ფრაზები.


უფასო ხელსაწყოები

ეს ონლაინ ხელსაწყოები (FatBeehive-ის რჩევით) დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ თქვენი ვებსაიტები, რაც SEO-ში პირდაპირ თუ ირიბად გეხმარებათ

Pagespeed - ზომავს თქვენი აპლიკაციის თუ დესკტოპ ვერსიის სხვადასხვა მახასიათებლებს და გაწვდით ინფორმაციას იმაზე თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ თქვენი საიტი.

Google trends - გთავაზობთ ინფორმაციას საკვანძო სიტყვებზე და ფრაზებზე. როგორც მათი მოხმარების სიხშირეს, ასევე დაკავშირებულ ტერმინებს. მოკლედ, დაგეხმარებათ გაარკვიოთ ღირს თუ არა რომელიმე საკვანძო სიტყვის/ფრაზის გამოყენება.

Keywordtool.io – მარტივი თუმცა გამოსადეგი ხელსაწყო რომელიც მოგაწვდით სხვადასხვა იდეებს საკვანძო ფრაზებზე.


გათიშული ვებ-გვერდები

სერვერის ხარისხი მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზე თუ რამდენად კარგ მდგომარეობაშია თქვენი ვებ-საიტი ნებისმიერ დროს.


გლობუსის მხატვრული რენდირება


გათიშული ვებ-გვერდები ძირითადად ნდობის დაკარგვას ითვალისწინებს. ამ ინდუსტრიაში, ალბათ ნაკლებად, ხალხს მეტად აინტერესებს თქვენი საქმე ვიდრე თქვენი საიტის გამართულობა. თუმცა ზოგმა შიეძლება იფიქროს რომ ეს არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს ამიტომ რეკომედნირებულია ამ პრობლემისთვის თავის არიდება.
გათიშული ლინკებიც პრობლემაა. ზოგადად თუ თქვენი მომხმარებელი ხშირად მალევე ტოვებს საიტს (ანუ bounce მაჩვენებელი მაღალია) ეს ცუდად მოქმედებს რანჟირებაზე.

ამას შეგიძლიათ 301 პერმანენტული გადამისამართებით გაუმკლავდეთ როდესაც გვერდს შლით ან URL-ს ცვლით. ჯობს ამ ნაბიჯს არ გადაახტეთ რადგან მომავალში პრობლემებს შეგიქმნით.

იკა

იკა