ციფრული მარკეტინგი & მისი გავლენა

ციფრული მარკეტინგი & მისი გავლენა
14 თებერვალი 2022     2205

ციფრული მარკეტინგი & მისი გავლენა

ციფრული მარკეტინგის გავლენა უფრო და უფრო ძლიერი ხდება სხვადასხვა ინდუსტრიებში. რაც განსხვავებულ ინდუსტრიებში გამოიხატება ახალ-ახალი ინოვაციებით.

რაც მომხმარებელს დროის განვმალობაში უცვლის წარმოდგენებს იმის შესახებ თუ რას უნდა ელოდეს ამა თუ იმ კომპანიისგან კონკრეტულ სექტორში ან ინდუსტრიაში.

იმის გათვალისწინებით რომ მარკეტინგი აგებულია მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობაზე სადაც საჭიროებების და მოთხოვნილებების თანხვედრის მცდელობებს აქვს ადგილი, არაა გასაკვირი რომ ციფრული მარკეტინგი უფრო და უფრო საყურადღებო თემა ხდება.

თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილებები თითქმის არასდროს არაა ბუნებრივი. ძირითად შემთხვევებში ესა თუ ის ინდუსტრია ქმნის მოთხოვნილებებს R&D-ს (Research & development), რეკლამირების, მანიპულაციის და სხვა მსგავსი საშუალებებით.



გრაფიკული გამოსახულება


ურთიერთობა ორ მხარეს შორის

აუტომაციას და ალგორითმების შემუშავებას ძირითადად მოყვება ისეთი შედეგები, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციის კომპრომიზაციასთან.

ამის მაგალითად შეგვიძლია ისეთი ვებსაიტები ავიღოთ, როგორებიც Facebook, Google & Amazon-ია.

იმედენად ხშირად ვაწყდებით სიახლეებს ამ თემასთან დაკავშირებით რომ ბევრისთვის ეს უკვე მონოტონური, ბანალური რამაა.



აბსტრაქტული გამოსახულება


თუმცა საქმე ასე მარტივად ბუნებრივია არ არის. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იქნეს, ვთქვათ, სესხების დადასტურების ან უარყოფისას, პროდუქციის მიყიდვისას, არჩევნების დროს, ა.შ.

ზოგისთვის გამოსავალი ამ სიტუაციიდან ერთგვარი თანხმობის თხოვნაა, თუნდაც თანხის შეთავაზება იმისათვის რომ ინფორმაცია მიიღონ. აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვაწყდებით. ეს გარიგება შესაძლოა ბევრი ადამიანისთვის მომგებიანი ჩანდეს მათი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე. მაგრამ ის იდეა რომ მსგავს კომპანიებს ზუსტად ყველაზე ღარიბ ოჯახებზე ექნებათ ყველაზე მეტი ინფორმაცია ძალიან სახიფათოდ ჟღერს.


სხვადასხვა გზები

ციფრული მარკეტინგის პლიუსები ასეთი ურთიერთობის ფონზე არც ისე პოზიტიურად ჩანს. თუნდაც ის ფაქტი რომ კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს რაც შეიძლება კომფორტული გარემო შეუქმნან (პერსონალიზაციის და რეკომენდაციების საშუალებით), უფრო ამაღელვებლად ჩანს ვიდრე სასიხარულოდ.

ტრანზაქციების გამარტივება, რომლებსაც ძირითადად წინ ახლავს წესები & პირობები, ისევ ცვლის ურთიერთობაში ძალაუფლების ბალანს იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც ღებულობენ/ყიდულობენ ინფორმაციას.


აბსტრაქტული ნახატი


ამ ინფორმაციის ეთიკურად მოხმარება კი მეტწილად მათ ეთიკურ პრინციპებზეა დამოკიდებული. გიგანტურ კომპანიებს, ასე თუ ისე, აქვთ საშუალებები რომ აარიდონ სერიოზულ რისკებს თავი ინფორმაციის კომპრომიზაციის შემდეგ. მაგ: Facebook-ს და Google-ს ძალიან დიდი პრობლემა შეექმნათ ამ კუთხით თუმცა სერიოზულ იურიდიულ სასჯელს მთლიანად აარიდეს თავი.


ახალი საშუალებები - ახალი პრობლემები

როდესაც ადამიანებს უჩნდებათ სხვადასხვა სურვილები ისინი, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ სხვადასხვა გზები იპოვონ ამ სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს ელემენტარული დებულება ეხება ციფრული დიზაინის სფეროსაც. სურვილების დაკმაყოფილების შედეგად, მაგალითად აპლიკაციის მოხმარებასთან ერთად, ვაწყდებით პრობლემებს, მაგალითად ინფორმაციის გაყიდვასთან ან დაკარგვასთან.

ამ პრობლემებზე პასუხის გაცემით ჩვენ, ბუნევრივია, შევქმნით ახალ პრობლემებს. თუმცა მნიშნელოვანია რომ საზოგადოებამ საკუთარ თავს გაუჩინოს ისეთი პრობლემები, რომლებიც ნაკლებად საზარალოა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის რომლებსაც ეს ნახსენები საზოგადოება ყველაზე ნაკლებად ეხმარება.

იკა

იკა