გუნდურობის პლიუსები გრაფიკულ დიზაინში

გუნდურობის პლიუსები გრაფიკულ დიზაინში
15 თებერვალი 2022     2369

გუნდურობის პლიუსები გრაფიკულ დიზაინში

გუნდურობის პლიუსებზე საუბარი დიდხანს შეგვიძლია, როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერაშიც. მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე კაპიტალისტური სამყაროს დიდი ნაწილი პირდაპირ არ ამახვილებდა ამ უპირატესობებზე ყურადღებას, ნახსენები სისტემა ყოველთვის იყენებდა მათ, ეყრდნობოდა კიდეც.

დღესაც როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენივე სფეროში, წარმატებულ პროექტებზე პრაქტიკულად ავტომატურად ვსაუბრობთ გუნდებზე, რომლებიც ეფექტურად აწყობენ საკუთარ სტრუქტურას.

დღევანდელ პროექტ-მენეჯმენტში სტრუქტურები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თვალთახედვაა რომელიც კომპანიას და მის ინდივიდუალურ წევრებს გააჩნიათ.

რაც არ უნდა გონივრულად იყოს დაწყობილი გუნდის სტრუქტურა და განაწილებული კავშირები მის წევრებს შორის თუ ინდივიდუალურ ადამიანებს არ აინტერესებთ საქმე, ან მას ნაკლებად ღირებულად თვლიან, გუნდურობაზე საუბარი უადგილო ხდება.


სურათი გუნდურობაზე



კომუნიკაცია

იმისათვის რომ შეთანხმებულობა უფრო ეფექტური იყოს გუნდის წევრებს შორის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ეს პირველ რიგში გამოიხატება კომუნიკაციის საშუალებებით.

პირველ რიგში ბრენდინგი, კომპანიის მისია და მისი დამოკიდებულება სტაფის მიმართ უნდა იყოს გასაგები და გამართლებული. თუ თანამშრომლებს სამსახურში მხოლოდ ის ფაქტი დააინტერესებთ რომ ხელფასს აიღებენ თვის ბოლოს მაშინ, დიდი ალბათობით, კომპანია ბევრი რამ შეეშალა მათთან ურთიერთობისას.

გუნდურობისთვის აუცილებელია მინიმუმ ისეთი გარემოს შემქნა სადაც სხვადასხვა ჯგუფის წევრებს აქვთ ხელშეწყობა კომპანიის მხრიდან. თუ, როგორც ხშირად ხდება, კომპანია დაინტერესებულია მხოლოდ მოგებით და ნებისმიერი სხვა ინტერესი დაკავშირებულია ამასთან მაშინ სამუშაო გარემო არასასიამოვნო ხდება, გაუცხოება მძაფრდება, ასე შემდეგ.


მეთოდები & მიდგომები

კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი დეტალი სტაფისთვის დეტალური ახსნაა იმ მეთოდების და მიდგომების, რომლებიც მისაღებია კომპანიისთვის. ერთი სიტყვით, ის ეთიკური პრინციპები რომლებსაც ორგანიზაცია ღირებულად თვლის.



პაზლის სურათი


ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხშირი ცვლა გუნდებს შორის. რაც ბევრად ადვილი ხდება თუ ორგანიზაციაში წახალისებულია სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა. მეტი არაფორმალურობა ამ მხრივ ძირითადად უკეთეს მდგომარეობას გვთავაზობს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ფინანსური სტიმულები ამ მხრივ არაა რეკომენდირებული არა-ფინანსურთან შედარებით.


ორგანიზაციული კულტურა

ეს აბტრაქტული ტერმინი ზოგადად მოიცავს იმ სხვადასხვა მახასიათებლებს რომელსაც ორგანიზაცია იძენს დროის განვმალობაში; ამ მახასიათებლების მიმართებას ინდივიდუალური წევრების მიმართ.

ორგანიზაციული კულტურა მეტწილად განაპირობებს გუნდურობას და პირიქით. ეს ორ-მხრივი ურთიერთობა რთულია პირდაპირ შევცვალოთ თუ ამჟამინდელი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.


გამოსახულება გუნდურობაზე


ამიტომ კარგი იქნება ყურადღების დათმობა ისეთი პოლიტიკისთვის, რომელიც თითოეულ წევრს ჩართავს მართვის პროცესში. ბუნებრივია მათი პასუხისმგებლობები და მოტივაციები დაბალანსებული უნდა იყოს ისე რომ თითოეულ ინდივიდს ჰქონდეს გარკვეულ მტკიცე მიზეზები თუ რატომ მუშაობს ამ ორგანიზაციაში. რაც ბუნებრივია ძალიან იშვიათია თითქმის უნივერსალურად უარყოფითი ორგანიზაციული პოლიტიკის გამო.


შეჯამება

ამ ბლოგის მიზანი იყო ზედაპირულად განხილულიყო რამდენიმე მნიშვნელოვანი აბსტრაქტული პრობლემა გუნდურობასთან მიმართებაში.

ეს პრობლემები გვნახებს გუნდურობის იმ უპირატესობებს, რომლებიც ხშირად ცხადი არაა. მეტად რთულია შევამჩნიოთ დამსახურება როდესაც საქმე მშვიდად მიდის ერთი-ორი ცვლადის გამო, ვიდრე მაშინ როდესაც ზუსტად ამ ერთი-ორი ცვლადის არ-არსებობა განაპირობებს მნიშვნელოვანი პრობლემების წარმოშობას.

იკა

იკა