სიახლეები

ქცევითი ეკონომიკა, ფსიქოლოგია & გრაფიკული დიზაინი
16 თებერვალი 2022     802

ქცევითი ეკონომიკა, ფსიქოლოგია & გრაფიკული დიზაინი

ჩვენ რამდენჯერმე ვისაუბრეთ უკვე ფსიქოლოგიის, ქცევითი ეკონომიკისა და გრაფიკული დიზაინის კავშირებზე. ნახსენებ ბლოგებში ავღწერეთ თუ რატომაა მნიშვნელოვანი თუნდაც ელემენტარული განათლება ამ დარგებში იმისათვის რომ თქვენი სამუშაო პროცესიც და შედეგებიც პოტენციურად გააუმჯობესოთ.

ქცევით ეკონომიკაში საკმაოდ ცნობილია ის ფაქტი რომ თუნდაც პატარა სტიმულები მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანის გადაწყვეტილებებზე. ეს ხშირად გამოიხატება თუნდაც ისეთ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც მიზნად ისახავენ ხალხის დახმარებას სხვადასხვა გზებით. მაგალითად, როდესაც ქეშ ბონუსებზეა საუბარი ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ამ ბონუსების აღებას იმიტომ რომ ან არ სმენიათ პროგრამის შესახებ, ან რთული გონიათ საბუთების შოვნა ან უბრალოდ ეზარებათ. როდესაც სახელმწიფო პირები ამ ნაბიჯებს აადვილებენ ბევრად მეტი ადამიანი იწყებს ბონუსების გამოყენებას.

გრაფიკული დიზაინერების როლიც ფუნდამენტურად არ განსხვავდება, იმ მხრივ რომ მიზანი აქაც ხალხის დახმარებაა. რა თქმა უნდა ბევრად მცირე დონეზე (ეს სფერო უფრო კომფორტულ გარემოს სთავაზობს მომხმარებელსა ვიდრე ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან დახმარებას), თუმცა თუ ჩვენს პრაქტიკაში ხშირად გამოვიყენებთ პატარ-პატარა სტიმულებს ბევრად გამარტივდება ის საქმე რასაც ვაკეთებთ, მიზანიც უფრო ადვილი მისაღწევი გახდება.


აბსტრაქტული გამოსახულება



სხვადასხვა მიდგომები

თუნდაც როდესაც ვიყენებთ რამდენიმე CTA-ს ერთის მაგივრად ძალიან ბევრი რამ იცვლება მიუხედავად იმისა რომ, ერთი შეხედვით, ბევრს არ უნდა წყვეტდეს.

ძირითადად დიზაინში სტერეოტიპულად მიღებულია რომ ბევრი CTA არ არის რეკომენდირებული. თუმცა როდესაც მომხმარებელს სურს რამდენიმე სერვისი აუცილებელია მიწოდებაც შესაბამისი იყოს.

დღეს ძალიან ბევრი მასალა არსებობს იმისათვის რომ ამ საკითხში დაგეხმაროთ. არაა საჭირო აუცილებლად გამოკითხვების ჩატარება დაიწყოთ იმისათვის რომ სხვადასხვა სტიმულების შესახებ მიიღოთ ინფორმაცია და შესაბამისად გამოიყენოთ ისინი.


აბტსრაქტული გრაფიკული გამოსახულება


თუ გამოკითხვების ან ტესტირების სურვილი და შესაძლებლობა გაგაჩნიათ ბევრად უკეთესია შედარებები გააკეთოთ ტიპურ დიზაინურ გადაწყვეტილებასა და თანამედროვე ინოვაციებს შორის.

თუმცა ამისთვის ჯობს დაიხმაროთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გამოცდილება აქვთ კვლევების ანალიზთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია ამა თუ იმ ცვლადმა არასწორი დასკვნები გამოგატანინოთ, ჩათვალოთ რომ მიზეზ-შედეგობრივი ან კორელაციური კავშირი არსებობს ორ ელემენტს შორის როდესაც, სიტყვაზე, მესამეა მედიატორი.

თუ მოახერხებთ ახალი დიზაინული ელემენტის პლიუსების დადასტურებას რეკომენდირებულია საიტში სხვადასხვა ასპექტში გამოიყენოთ ახალნაპოვნი ხელსაწყო.


ინტუიცია და კვლევები

დიზაინერების ძალიან დიდი ნაწილი, გამოცდილების მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად ეყრდნობა საკუთარ ინტუიციას. თუმცა ინტუიცია განპირობებულია იმ შეხედულებებით რომელიც ადამიანს გააჩნია ამა თუ იმ საკითხზე.



აბსტრაქტული ნახატი


ამიტომ მნიშვნელოვანია რომ კარგად გვესმოდეს ის პრინციპები რომლის მიხედვითაც ხშირად ინტუიტიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს დიზაინერული პროცესისას.

ამ სფეროში უფრო და უფრო რელევანტური ხდება ისეთი სტრატეგიების შემუშავება რომლებიც ითვალისწინებენ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ გავლენებს გრაფიკულ დიზაინზე. მითუმეტეს რომ ამ საქმიანობას დიდი პოტენციალი გააჩნია ეთიკური თვალსაზრისის მხრივ.

სხვადასხვა დისციპლინებიდან თეორიული ინსაითების გადმოღება როგორც კონკრეტული ორგანიზაციებისთვისაა უამრავი უპირატესობის მომტანი ასევე ზოგადად დიზაინერებისთვის.

იკა

იკა