Alexa myGO

სიახლეები

რჩევები უკუკავშირზე
21 თებერვალი 2022     368

რჩევები უკუკავშირზე

დიზაინის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ნაწილი უკუკავშირია რომელიც გვაძლევს პროდუქტის გაუმჯობესების საშუალებას.

გრაფიკული დიზაინის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე პროდუქტი იზომება იმით თუ რამდენად მოსწონს მომხმარებელს ის საბოლოო ეტაპზე.

თუმცა თუნდაც იმის გამო რომ კოდირება ითვალისწინებს ბევრ სხვადასხვა წინაპირობას და შეზღუდვას ხშირად მომხმარებელს უჭირს დიზაინერის მეთოდების და შედეგების გაგება.

უარეს შემთხვევებში პრობლემები ჩნდება იმის გამო რომ მომხმარებელს საბოლოო პროდუქტის ზოგადი სურათი არ აქვს წარმოდგენილი; შესაბამისად ხშირად იცვლის აზრს


საათის სურათი


ამ ბლოგის მიზანია როგორც დიზაინერებს ისე მომხმარებლებს დამატებითი ხელსაწყოები შესთავაზოს იმისათვის რომ კომუნიკაცია ორ მხარეს შორის უფრო ეფექტური გამოდგეს, შესაბამისად მიღებული შედეგი დამაკმაყოფილებელი იყოს.


კონკრეტულობა & დრო

ნებისმიერი კრიტიკის შეთავაზებისას ან პასუხისას აუცილებელია მომხმარებელმაც და დიზაინერმაც რაც შეიძლება კონკრეტულად აღწერონ საკუთარი გადმოსახედი.

"უბრალოდ ესე არ მომწონს" ან "ამის გაკეთება შეუძლებელია" იშვიათადაა დამაკმაყოფილებელი ორივესთვის. რომც ერთი მხარე მზად იყოს ენდოს მეორეს, ეს ნდობა ჯობს ურთულესი სიტუაციებისთვის გამოვინახოთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრად ადვილია მომხმარებელი დაეჭვდეს კომპეტენტურობაში ან დიზაინერმა იფიქროს რომ მომხმარებელი ძალიან ართულებს სამუშაო პროცესს.


ყურადღების სიმბოლო


ასევე აუცილებელია კრიტიკისთვისაც და ცვლილებებისთვისაც სწორი დრო გამონახოთ. პროექტის ერთი ეტაპის ან ბოლომდე დასრულებისას არაადეკვატურია მომხმარებელს გავუმჟღავნოთ საყურადღებო პრობლემაზე ინფორმაცია. ამისი დრო ბევრად ადრეა. თუმცა ბუნევრივია არსებობს გარდაუვალი სიტუაციები.

ამ შემთხვევებშიც ბევრად უკეთესია ზუსტად ავუღწეროთ მომხმარებელს აქამდე რატომ არ ვუთხარით პრობლემის შესახებ. თუ ჩვენი მიზეზები საკმარისად კარგია და მომხმარებელი შეგნებული მაშინ პრობლემის წონა ბევრად უნდა შემსუბუქდეს.

იგივე ეხება მომხმარებლის მხარესაც. მნიშვნელოვანი ცვლილებების მოთხოვნა როდესაც საქმის დიდი ნაწილი დასრულებულია ხშირ შემთხვევაში ძალიან ართულებს სიტუაციას. პირველ რიგში იმიტომ რომ კოდი უკვე დაწერილია და პასუხიც შესაბამისი იქნება. მეორე რიგში ეს პოტენციურად ძაბავს ორ მხარეს შორის ურთიერთობას.


დამატებითი რჩევები

  • როდესაც კომუნიკაციის დროს გაუგებრობებთან გვაქვს საქმე აუცილებელია რომ პირად მახასიათებლებზე არ დავიყვანოთ საქმე. ანუ, გინდ მომხმარებლის გინდ დიზაინერის მხრიდან თუ კრიტიკაა საჭირო ის მიმართული უნდა იყოს თვითონ პროდუქტის მიმართ და არა ადამიანის. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილია ურთიერთობა სწარაფდვე გაფუჭდეს.


ხუთი ვარსკვლავი


  • უკეთესი იქნება თუ რჩევების მიცემისას ორივე მხარე გამოიყენებს მაგალითებს. მოგწონთ რომელიმე დიზაინერული ელემენტი სხვა საიტიდან? ჯობს პირდაპირ საიტის სახელი უხსენოთ დიზაინერს ვიდრე აბსტრაქტულად აღწეროთ რაც გინდათ. თვლით რომ მომხმარებლის მტკიცე გადაწყვეტილება გამოიწვევს საყურადღებო პრობლემებს? მაშინ ჯობს მიუთითოთ სხვის ან საკუთარ გამოცდილებაზე და აღწეროთ შესაძლო ვარიანტები.


  • შესთავაზეთ მეორე მხარეს ალტერნატივები. თუ რომელიმე ელემენტი ძალიან არ მოგწონთ და ამავდროულად ისეთი შედეგი გამორიცხულია როგორიც გსურთ, უმჯობესია ამ დანაკლისზე ფიქრს, დიზაინერს ალტერნატიული ვარიანტების შესახებ მოუყვეთ. დიზაინერის მხრიდანად მსგავსი მიდგომა ბევრად გაადვილებს კომუნიკაციას. ადამიანებს ზოგადად მოსწონთ, ამ პროცესში, რომ არჩევანის საშუალება აქვთ. ისევე როგორც დიზაინის რეკონფიგურაციის. თუნდაც მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს გარკვეული ვარიანტების შეთავაზება მაინც რეკომენდირებულია.

იკა

იკა