ROI-ს გამოყენებითი მინუსები

ROI-ს გამოყენებითი მინუსები
23 თებერვალი 2022     2374

ROI-ს გამოყენებითი მინუსები

დღევანდელ ბიზნეს სამყაროში ROI გადამწყვეტ როლს თამაშობს როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. თითქმის ყოველთვის ეს ფოკუსი კომპანიის მფლობელის ინტერესების გამო კეთდება.

თუმცა უფრო და უფრო ხშირია მენეჯერული კლასისგან იმ იდეაზე საუბარი რომ ბიზნესის წარმატება დაიყვანება სწორედ ამ და მსგავს მახასიათებლებზე. ხშირად კონცენტრაცია ზუსტად ROI-ზეა იმის გათვალისწინებით რომ ეს კონცეფცია საკმაოდ მარტივი გასაგებია.

ROI არის პროდუქტის ამჟამინდელი მონეტარულ ღირებულებას გამოკლებული ინვესტიციის ხარჯი და შემდეგ გაყოფილი იმავე ინვესტიციის ხარჯზე.

უფრო მარტივად: თუ თქვენ დააბანდეთ 500 ლარი რაიმე ტექნიკურ ინვენტარში და ის ახლა 1000 ლარი ღირს, მაშინ ფორმულა შემდეგნაირი იქნება: 1000-500 / 500. ეს ნიშნავს რომ ROI ამ შემთხვევაში უდრის 1-ს, ან პროცენტულად - 100%-ს.


კალენდარის სურათი


მარტივი წესია რომ ROI-ის "გამოთვლისას" პოტენციური შედეგი პოზიტიური უნდა იყოს. ანუ 0-ზე მეტი. თუმცა ძირითადად 1-ზე მეტზე მახვილდება ყურადღება.


ROI-ს ტექნიკური მინუსები

ამ ფორმულიდანვე მარტივად ჩანს ROI-ს ერთ-ერთი უმთავრესი ტექნიკური მინუსი: დრო. თუ თქვენ 500 ლარი, ერთ შემთხვევაში, დააბანდეთ ინვენტარში და ეს საკუთრება 1000 ლარამდე იმავე თვეში ავიდა მაშინ ROI იდენტური იქნება იმ სიტუაციის როდესაც ამ 1000 ლარამდე საკუთრება 25 წელიწადში ადის.

აქ უკვე ბევრად იხლართება საქმე, რადგან დროს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა მონაკვეთში. მაგალითად 3 თვე როდესაც პროდექტის დედლაინი შორსაა აბსოლუტურად სხვა შინაარსისაა იმ სიტუაციასთან შედარებით როდესაც დედლაინი სწორედ 3 თვეშია.

ROI-ს ამ მინუსთან გასამკლავებლად ბიზნესში ხშირად ხმარობენ RoR-საც, რომელიც ითვალისწინებს დროსაც. თუმცა თუ დიდხნიან პერიოდებზე ვსაუბრობთ, მაშინ ინფლაციასთან გამკლავებაც გვიწევს. თუ ინფლაციასაც გავუმკლავდით პრობლემებს ვაწყდებით მსყიდველობითუნარიანობასთან (Purchasing power), რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან თუმცა არ განისაზღვრება მთლიანად მისით.


საათის სურათი


მოკლედ, როდესაც ასეთ მარტივ ეკონომიკურ ფორმულებს ვუღრმავდებით ძალიან ხშირად გვიწევს იმდენ ცვლადთან გამკლავება რომ ეკონომიკური განათლება საჭირო ხდება.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ვერ უმკლავდება ისეთ საკითხებს, რომლებსაც ეკონომიკური განათლება თავს ართმევს.


ინსტრუმენტალური მინუსები

ROI-ს უმთავრესი მინუსი მის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ანუ საუბარია არა თავისთავად პრობლემებზე არამედ იმაზე თუ როგორ იყენებენ ორგანიზაციები ROI-ს ან სხვა მსგავს მაჩვენებელს.

ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სერვისის ან პროდუქტის ეთიკურად შეთავაზება. რთულია ამ დეფინიციით დავინახოთ თუ რატომაა საერთოდ საჭირო მოგების მაქსიმალიზაციის მცდელობა (Profit maximization).

თუმცა რადგან კაპიტალისტური სისტემის ქვეშ კონკურენციაა მთავარი კავშირის ტიპი ერთ ინდუსტრიაში მყოფ ორგანიზაციებს შორის არაა გასაკვირი რომ მოგებას მთავარი ყურადღება ეთმობა.

შედეგი არის მონოპოლიზაცია, უფლებების დარღევევა, დეფექტური პროდუქციის შეთავაზება, არასაჭირო მოთხოვნების წარმოება, ა.შ.


დოლარების წვა



ROI-ს როლი

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ცხადად ჩანს რომ სისტემური სტიმულების მიუხედავად მოგებაზე ორიენტირება ინდივიდების მიერ არის არჩეული ყოველ ორგანიზაციაში.

იმის გათვალისწინებით რომ დევიაცია ნორმიდან საკმაოდ იშვიათია და ძირითადად კარგავს დევიანტურ ხასიათს ასიმილაციის გამო, არაა გასაკვირი რომ კონკრეტული ინდივიდები სწორედ იმას ირჩევენ რასაც მათი კონკურენტები.

თუმცა, თუ გვაქვს სურვილი რომ ჩვენმა ორგანიზაციამ რაიმე ღირებული საქმე გააკეთოს აუცილებელია პრიორიტეტი მიენიჭოს უფრო ღირსეულ მიზნებს და მისიებს.

იკა

იკა