სიახლეები

გრაფიკული დიზაინი & კომუნიკაცია
07 აპრილი 2022     765

გრაფიკული დიზაინი & კომუნიკაცია

კომუნიკაცია ონლაინ ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილია. მისი როლი იკვეთება მაშინ როდესაც საჭირო ხდება მოთხოვნის და მიწოდების შერწყმა, რაც ნიშნავს რომ ის პრაქტიკულად ყოველი ბიზნეს გადაწყვეტილებისას გასათვალისწინებელია.

კომუნიკაცია არ ითვალისწინებს მის მხოლოდ მარტივ გაგებას. ანუ იმ იდეას რომ კომპანია უშუალოდ აქვეყნებს რაიმე განცხადებას ან დებს პოსტს.

ბრენდინგის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი სწორედ მისი გამოყენებაა ღირებულებების კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებით ისეთ დროს როდესაც ხალხს მცირე დეტალებითაც გამოაქვთ დასკვნები.

წინა ბლოგში ჩვენ უკვე განვიხილეთ პერსონალიზაციის მნიშვნელობა. განსაკუთრებით როდესაც თქვენი ორგანიზაცია კარგად გარკვეულია ინდუსტრიის მახასიათებლებში და უკეთ ესმის მისი სამიზნო აუდიტორია.


ცარიელი გვერდი


ასეთ შემთხვევებში სწორი ტონის შერჩევაც კი საყურადღებო ფაქტორი ხდება. შესაბამისად რაც უკეთ გესმით თქვენი სამიზნო აუდიტორიის თვისებები მით უფრო ადვილი ხდება კომუნიკაციის წამოწყება და ონლაინ ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბება.


სწორად შერჩეული დიზაინი

იმის მიხედვით თუ რა მიზნები აქვს თქვენ ორგანიზაციას და დემოგრაფიულად როგორ იყოფა თქვენი სამიზნო აუდიტორია შეგეძლებათ სხვადასხვა ასპექტებში უფრო შესაბამისად შეარჩიოთ დიზაინერული ელემენტები.

ვიზუალური ელემენტების გამოყენება კომუნკაციისთვის ადამიანის არსებობის ისტორიაში მუდამ საინტერესო და საყურადღებო როლს თამაშობდა (Ozdamli and Ozdal 2018).

Karen J. Murchie სტატიაში ამავე თემაზე ხაზგასმულია რომ ჩვენი გონება, ზემოთნახსენები ფაქტორის გამო, საკმაოდ სენსიტიურია სურათების და ტექტის განაწილების კუთხით (Leborg 2006). მაგალითად: ორი ტექსტის ბლოკის პარალელურად, გვერდი-გვერდ განაწილება, შედარებისთვის კარგი იდეაა რადგან ეს აძლევს თვალს საშუალებას სწრაფად გადაიტანოს ყურადღება ერთი ობიექტიდან მეორეზე; ისე რომ აშკარად აღქმულია ხაზგასმული სხვაობა.


მიკროფონი


ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვრილ-წვრილად და ორგანიზირებულად მიწოდება იმისათვის რომ დაღლა შევამციროთ. ანუ თუ მომხმარებელი დაინტერესებულია ჩვენი ბიზნესით მეტწილად იმიტომ რომ ინფორმაციის წყაროს წარმოვადგენთ მაშინ აუცილებელია, იმისათვის რომ მას ინტერესი არ დავაკარგინოთ, ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნეს (Lidwell et al. 2010)

ამ სტრუქტურის დამატებით მოწასრიგება შესაძლებელი იერარქიული ხასიათის მინიჭებით, რაც ფონტის ან ფერის შეცვლით შეიძლება გამოიხატებოდეს. ეს მომხმარებელს ეხმარება მარტივ ნავიგაციაში, რაც მათთვის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი კომპონენტია ვებსაიტში (Saltz 2009).


დამატებითი დეტალები

დიზაინერული ელემენტებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერები, ფონტები, ანიმაციები და გრაფიკული გამოსახულებები იმისათვის რომ გარკვეული ტონი ქონდეს თქვენ კონტენტს.


ესტეთიური სურათი


შეგიძლიათ საერთოდ უარი თქვათ გარკვეულ ანიმაციებზე, ფერებზე და ფონტებზე იმისათვის რომ უფრო პროფესიონალური იმიჯი ქონდეს ვებსაიტს და არა casual.

ხელმისაწვდომობა და გრაფიკული დიზიანის ასპექტების ეფექტურად გამოყენება ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებულია იმის გათვალისწინებით, რომ სამიზნო აუდიტორიის საკმაოდ დიდ ნაწილთან ეფექტური კომუნიკაცია სწორედ ხელმისაწვდომობის სტანდარტების დაცვითაა შესაძლებელი.

ამ ელემენტარული საწყისებით შეგიძლიათ სხვადასხვა პრინციპები გამოიმუშავოთ იმისათვის რომ განსხვავებულ სიტუაციებში კომუნიკაცია მოახერხოთ თქვენს მომხმარებლებთან.

იკა

იკა