გრაფიკული დიზაინის პრინციპები

გრაფიკული დიზაინის პრინციპები
21 მარტი 2022     2482

გრაფიკული დიზაინის პრინციპები

ზოგადად დიზიანის და მისი ელემენტების წარმოება მაღალ დონეზე მოითხოვს გარკვეული პრინციპების შემუშავებას, რომლებსაც დროის განვმალობაში დაუბრუნდებით, დახვეწავთ და უკეთესებით შეცვლით.

თუმცა ამავდროულად არსებობს პრინციპები, რომლებიც არ ძველდება ან არ ღირს რომ გამოვცვალოთ. ეს პრინციპები გვეხმარება კონკრეტულ სიტუაციებში ალტერნატივების შემუშავებაში.

ხშირია, რომ კლიენტები დიზაინერებს საკმარისად ვერ აღუწერენ საბოლოო პროდუქტის სურათს ან აქვთ საკმაოდ უცნაური სურვილები. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ როდესაც ასეთ სიტუაციებში ვხვდებით მოვერიდოთ მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევას.


პრინციპი #1 - სიმარტივე

პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი მომხმარებელი იპოვოთ, რომელსაც არ ურჩევნია მარტივად და სწრაფად იპოვოს ის რასაც ეძებს თქვენს საიტზე.


მონახაზი ნავიგაციის


როგორც დიზაინის ელემენტები (ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, სურათები, დაყოფები, ა.შ) ასევე ფუნქციონალური ნაწილებიც (CTA-ები, სქროლინგი, ა.შ) უნდა იყოს რაც შეიძლება გამარტივებული.

ამისთვის შეგიძლიათ გატესტოთ თქვენი ვებსაიტი სხვადასხვა მომხმარებელზე და მიაქციოთ ყურადღება იმ გზას, რომელსაც ისინი ირჩევენ ნავიგაციის დროს.

თუ თქვენ ხშირად ხედავთ თქვენ საიტს ალბათ უკვე მიჩვეული ხართ მის დიზაინს - შესაბამისად მარტივად შეიძლება გამოგრჩეთ მისი მინუსები.


პრინციპი #2 - თანმიმდევრულობა და სიცხადე

თუ თქვენი საიტის "ანატომია" ხმარობს გარკვეულ მეთოდებს, ეს მეთოდები ქაოტურად არ უნდა ცვალოთ. სიტყვაზე თუ თქვენ წითელ ლინკებს (ვთქვათ, სტანდარტული ლურჯის გარდა) გადაყავს მომხმარებელი კონკრეტულად Google-ზე, მაშინ რომელიმე პოსტში ის სხვა საიტზე აღარ გადაიყვანოთ.


ჩანახატი & ეკრანი


როდესაც გარკვეულ ქვე-პრინციპებს შეიმუშავებთ აღარ დააღვიოთ ისინი. თქვენი მომხმარებელი ეძებს პროდუქტს ან სერვისს და არა პაზლს.

თუ გსურთ, რომ რომელიმე ლინკი გამოიყენონ (ან ზოგადად CTA) შეეცადეთ მასზე ყურადრება გაამახვილოთ. თუ ზოგადი CTA არის გამოიყენეთ bold და მოათავსეთ ცენტრში (ეს უბრალოდ მაგალითად, ზუსტი მეთოდი სიტუაციის მიხედვით უნდა აარჩიოთ). თუ ლინკზეა საუბარი ერთი სიტყვის მაგივრად რამდენიმეს გაუსვით ხაზი. სიტყვებს, რომლებიც აგებინებს მომხმარებელს თუ რას იპოვის ლინკზე გადასვლის შემდეგ.


პრინციპი #3 - მთლიანობა

ხშირად ვხვდებით ქართულ ვებსაიტებს, რომლებიც უფრო სხვადასხვა ელემენტების ნაზავია ვიდრე ერთობლივი პროექტი. უცხოულ ვებსაიტებზეც არაა იშვიათი ლამაზი ნაწილების ერთად დაგროვება იმის მაგივრად რომ გარკვეული პატერნები ჩამოყალიბდეს, რომლებიც ერთი საერთო პატერნის ჰარმონიული ნაწილები იქნებიან.


სტატისტიკის აბტრაქტული ნახატი


პრინციპი #4 - ნავიგაცია

შეგიძლიათ ვიზუალური ელემენტები ისე განალაგოთ, რომ მომხმარებლის ყურადღება სხვადასხვა ნაწილებზე გადაიტანოთ სურვილისამებრ. მაგალითად: კონტრასტის შექმნით, ნეგატიური სივრცის გამოყენებით, სიმეტრიის დარღვევით, ასე შემდეგ.

იკა

იკა