სიახლეები

გრაფიკული დიზაინი, ეთიკა, ორგანიზაციები
11 აპრილი 2022     488

გრაფიკული დიზაინი, ეთიკა, ორგანიზაციები

ჩვენ რამდენჯერმე უკვე შემოგთავაზეთ პატარ-პატარა გამარტივებული შესავლები დიზაინის ფილოსოფიაში, გრაფიკული დიზაინის ეთიკაში და მსგავს საკითხებში.

რაც დრო გადის ეს საკითხები უფრო და უფრო რელევანტური ხდება. როგორც ყოველთვის პირველ რიგში ეთიკით დაინტერესებული ხალხი ამახვილებს სხვადასხვა პრობლემურ გადაწყვეტილებებზე ყურადღებას და შემდეგ ხალხი ნელ-ნელა იმეორებს გარკევულ არგუმენტებს; ან ყოველ შემთხვევაში დასკვნებს.

განსაკუთრებით საყურადღებოა კონკრეტული ინდივიდის მიმართება მის ორგანიზაციასთან. ძირითადად ეს საკითხი საკმაოდ პოლიტიკური თემაა.

ტიპურად ერთი მხარე უგულებელყოფს მსხვილმასშტაბიანი კომპანიების კატასტროფულად უარყოფით გავლენას მის სტაფზე, მეორე კი თვლის რომ ეს ყველაფერი სისტემურად განსაზღვრულია და ეთიკური ქმედება შეუძლებელი ხდება ამ ორგანიზაციების ჭრილში.

რა თქმა უნდა ეს ორი ვარიანტი არაა ყოვლისმომცვლელი მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამ ჩარჩოებში ჯდება.


დეკორატიული სურათი


გრაფიკული დიზაინერებიც, ბუნებრივია, ასეთ ვითარებებში მუშაობენ და მათი, როგორც სხვა ყველა მშრომელის, შრომითი პროცესი ცხარედ გარჩეული საკითხია.


პროფესიული სტანდარტები

რა თქმა უნდა არის გარკვეული ბარიერი, რომლის გადაკვეთაც არასდროს ღირს. თუ ორგანიზაცია რაიმე უმნიშვნელო სერვისს სთავაზობს კლიენტებს, აქვს საშინელი პირობები და ადვილად იძვრენს პასუხისმგებლობებიდან თავს, უკეთესია თქვენი დრო დაუთმოთ სხვა საქმეს ან კომპანიას.

აქვტიური წინააღმდეგობა ბევრად უფრო ეფექტურია როდესაც ორგანიზაცია მნიშვნელოვან ან იშვიათ პროდუქტს/სერვისს სთავაზობს მომხმარებელს და ამავდროულად გარკვეული შესაძლებლობები არის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ.

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტი ამ კუთხით პროფ-კავშირში გაწევრიანებაა. პროფ-კავშირები კომპანიის სტაფს სთავაზობს ისეთ უპირატესობებს, როგორებიცაა: მომატებული ხელფასები, დამატებითი ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში, კოლექტიურ მოლაპარაკების, ხელშეკრულების წარმოების და შეთანხმების დადების უფლება, წარმომადგენლების მეთვალყურეობა, ა.შ.


დეკორატიული; კოდის წერა


პროფ-კავშირების ამის გარდა უამრავი პლიუსები აქვს, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხდება როდესაც საქმე ეხება ორგანიზაციის გაუმჯობესების მცდელობებს.


ულტიმატუმები

თუ ისეთ ორგანიზაციაში მუშაობთ სადაც თქვენი საქმიანობა უშუალოდ ამორალური არ არის თუმცა გარკვეული ელემენტები ეწინააღმდეგება თქვენს ხედვებს, მორალურ ღირებულებებს და პრინციპებს შეგიძლიათ გარკვეული ვარიანტების ცდა: ალტერნატივების შეთავაზება, თანამშრომლების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, მენეჯერთან მოლაპარაკება, პროფკავშირის ჩარევა, კონტრაქტის პირობების გამოყენება (თუ გაქვთ), ა.შ.

რა თქმა უნდა ყველაზე კარგი ვარიანტი წინასწარ ხელშეკრულებაზე შეთანხმებაა მაგრამ თუ ეს ვარიანტი არაა და თქვენთვის ღირებულია ეთიკური პრინციპები - როდესაც ორგანიზაციისთვის არ არის, ადრე თუ გვიან სამსახურის დაკარგვის ალბათობა ძალიან მაღალი იქნება.

უფრო და უფრო ხშირი ხდება სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ხალხს ეხმარებიან ერთი სამუშაოდან მეორეზე მარტივად გადავიდნენ. თუმცა საქართველოს დაბალ გადაახადებზე ფოკუსირების გამო ეს რეალური ვარიანტი ჯერ არ არის. ამიტომ ამის გაკეთება თქვენვე მოგიწევთ.

დღეს დისტანციური გასაუბრებები უფრო და უფრო ხშირია რაც საშუალება მოგცემთ კრიტიკულ სიტუაციებიდან სერიოზული ზარალის გარეშე მოახერხოთ გამოსვლა.


ორგანიზაციის არჩევანი

მიუხედავად იმისა რომ უმუშევარ ადამიანებს არ აქვთ ბევრი ალტერნატივა საკუთარ დასაქმებასთან დაკავშირებით, მაინც არის ვარიანტები სამსახურის შეცვლის ან თუნცა დამატებითი პროექტები აღების.


დეკორატიული ნიმუში


ისეთი კომპანიების პრიორიტიზირება, რომლებიც უფრო ეთიკურად აკეთებენ საკუთარ საქმეს ბუნებრივია საუკეთესო ვარინატია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ მათ ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ დახმარება ამ საკითხში.


ღირებული სამუშაო

გრაფიკული დიზაინი არ ეჭიდება ეგზისტენციალურად გადამწყვეტ საკითხებს. თუმცა, ამავდროულად ის უფრო და უფრო რელევანტური ხდება რადგან პრაქტიკულად ადამიანების 60%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათთვის სწორი ინფორმაციის სწრაფად და ხელსაყრელად მიწოდება არაა უმნიშვნელო საქმე.

თუმცა არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც აბსოლუტურად უმნიშვნელო საქმით არიან დაკავებულნი. ამ შემთხვევაში რთულია დავინახოთ თუ რატომ უნდა შეეცადოს ესა თუ ის დიზაინერი ამ ორგანიზაციის გამოსწორებას.



დამატებითი ლიტერატურა

იკა

იკა