სიახლეები

სხვადასხვა ხელსაწყოები ფანდრეიზინგისთვის
12 აპრილი 2022     796

სხვადასხვა ხელსაწყოები ფანდრეიზინგისთვის


ჩვენ ერთი-ორი ბლოგი უკვე შემოგთავაზეთ ქველმოქმედებაზე და მასთან დაკავშირებულ SEO-ზე და ზოგადად გრაფიკულ დიზაინზე. ამჯერად ზოგადად ფანდრეიზინგზე ვამახვილებთ ყურადღებას.

ფანდრეიზინგისთვის აბსტრაქტულ დონეზე სამი რამაა საჭირო: კონკრეტული მიზანი, კონკრეტული სამიზნო აუდიტორია და ამ ორის დაკავშირება.

პრაქტიკაში ბუნებრივია ეს ბევრად რთულია. თუმცა შესაძლებელია პროცესის გამარტივება დახვეწილი ონლაინ რიტორიკით ისევე როგორც პოტენციური სამიზნო აუდიტორიის მახასიათებლების შესწავლით.


დეკორატიული; იდეები


თუ თქვენი კონტენტი ზოგადად მორგებულია ამა თუ იმ აუდიტორიაზე და ფანდრეიზინგიც სწორედ მათზეა გათვლილი ეს გაძლევთ უამრავ საშუალებას, რომ მათ ინფორმაცია მიაწოდოთ, შეხედოთ როგორი რეაქცია აქვთ, რა მოსწონთ, რა არა, ა.შ.


პლატფორმების გამოყენება

თითოეულ პლატფორმას თავისი ინსტრუმენტალური პლიუსები და მინუსები აქვს. მაგალითად, Twitter-ზე შესაძლებელია მოკლე ტექსტების განთავსება, Tiktok-ისთვის ვიდეოებია საჭირო, Instagram-ისთვის სურათები. Facebook-ზე და Linkedin-ზე შესაძლებელია უფრო დიდი ტექსტის გამოყენება, უკანასკნელზე უფრო ოფიციალურ ტონში შეფუთულად.

იმის მიხედვით, თუ რა უპირატესობები აქვს თქვენს გუნდს ან მის კონკრეტულ წევრებს, ისევე როგორც კამპანიის რომელ ფაზაში ხართ, ზოგი პლატფორმა უკეთესია.


დეკორატიული ნახატი



სიახლეები

პლატფორმებზე აქტიური მუშაობა გაძლევთ საშუალებას, რომ სამიზნო აუდიტორიას სიახლეები იმ ფორმაში და იმ ინტენსივობით მიაწოდოთ, რომელიც მომხმარებლებს არ მოაბეზრებს თავს.

თუ საშუალება გაქვთ შეგიძლიათ სხვა კომპანიებიც ან ინდივიდებიც დაიხმაროთ კონკრეტულ საკითხებში. ან პირდაპირ რჩევა კითხოთ კომპეტენტურ პირებს.

თუ ლოიალური მომხმარებლები გყავთ შესაძლოა პირდაპირ მეილების გაგზავნა ძალიან კარგი იდეა აღმოჩნდეს. ოღონდ მნიშვნელოვანია რომ ზედმეტი მეილები არ გააგზავნოთ - ხშირად გამაღიზიანებელია.


დონორები

ძირითადად როდესაც ორგანიზაცია აწარმოებს სხვადასხვა ფანდრეიზინგულ პროექტებს, ისინი, ასე თუ ისე, კონცენტრირდებიან რამდენიმე დაკავშირებულ საკითხზე.


დეკორატიული ჩანახატი


შესაბამისად, თუ დონორებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების და გაუმჯობესების საშუალებები არის და ორგანიზაცია მათ იყენებს, ადვილია რომ სამიზნო აუდიტორიისგან გარკვეული კოლექტივი შეიქმნას, რომელიც საყრდენს თუ არა ერთგვარ სასიამოვნო სურპრიზის როლს წარმოადგენს.

უპასუხეთ მათ მესიჯებს, მიწერეთ იმეილები, თუ საჭიროა პროექტების დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ, აჩვენეთ მათი დონაციის/პროექტის შედეგები, შეეცადეთ კარგად შეისწავლოთ მათი ჩვევები, ინტერესები, ა.შ.

თუ თქვენი მიზნები ღირებულია, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ რომ ერთგული აუდიტორია შეინარჩუნოთ წლების განვმალობაში.

იკა

იკა