UX და სხვადასხვა ხელსაწყოები
14 აპრილი 2022     2264

UX და სხვადასხვა ხელსაწყოები

ონლაინ სივრცესა და ყოველდღიურ ცხოვრებას შორის განსხვავებები განსაკუთრებულად ცხადია, როდესაც საუბარი გვაქვს მომხმარებლის დამოკიდებულებაზე.

ონლაინ სივრცეებში მათ არ მოეთხოვებათ დამატებითი მოთმინება, ყურადღება ან ინტერესი. ნებისმიერ დროს, პრაქტიკულად ნებისმიერი მიზეზის გამო თქვენ შეიძლება დაკარგოთ პოტენციური მომხმარებელი.

ამის მიუხედავად, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი იმისათვის რომ დამატებით რისკებს ავარიდოთ თავი.


საიტის სქემის ჩანახაზი


გამოკვლევა

ამ ეტაპზე დიდ დროს აღარ დავხარჯავთ, რადგან დანარჩენ ბლოგებშიც აღნიშნული გვაქვს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ასპექტი. ვერც თქვენ და ვერც თქვენი გუნდი ვერ მოახერხებს საიტის მოხმარების სიმულირებას მათი გამოცდილების გამო.

ზოგადად საიტის map-იც, მისი ნავიგაციაც და ზოგადი ორგანიზაციაც სტრუქტურულად სწორედ ამ გამოკვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს.


ესთეტიკა და გამოყენებადობა

უფრო და უფრო მეტი ვებსაიტი ცდილობს დიზაინერული ელემენტებით მოხიბლოს საკუთარი მომხმარებელი. მაგრამ იმის მიუხედავად რომ დიზაინი საიტის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მომხმარებელზე საყურადღებო შთაბეჭდილებას ტოვებს, ამას მხოლოდ რამდენიმე წამი ეთმობა.


ჩანახატი #2


დანარჩენი წვლილი გამოყენებადობამ უნდა შეიტანოს. საიტი პირველ რიგში უნდა იყოს ადვილი სახმარი. ამის მარტივი მაგალითია ფორუმები (ძველი reddit-ი მათ შორის ყველაზე პოპულარული). მიუხედავად იმისა რომ მათი დიზაინი ჩვეულებრივ დაბალი დონისაა, საიტის მოხმარება ძალიან იოლია. შესაბამისად მომხმარებელი მეტ ყურადღებას უთმობს დანარჩენ დეტალებს.


პატერნები

მომხმარებლისთვის ნავიგაცია უფრო მარტივი და ინტუიტიური ხდება როდესაც საიტის სთავაზობს მას რამდენიმე ვიზუალურ (ამავდროულად, თუნდაც ანიმაციურ) პატერნებს. თუნდაც კონკრეტული ფერების CTA-ების გამოყენება უფრო ასწრაფებს მათ ნავიგაციას. მაგ: წითელი ფერი უარყოფით ღილაკებზე, მწვანე თანხმობაზე, ა.შ.

ამავდროულად, მნიშვნელოვანი ეს პატერნები არ დაარღვიოთ და აარიდოთ თავი მომხმარებლის გაღიზიანებას.


სამუშაო პროცესის სურათი



რეგულარული ცვლილებები

სანამ უშუალოდ გადავალთ ამ პუნქტზე ერთი მნიშნელოვანი რამ არის აღსანიშნი. UX-ის ოპტიმიზაციაზე თავიდანვე ზრუნვა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ უსასრულო განახლებები იმისათვის რომ მიიღოთ მაღალი ხარისხის ვებსაიტი.

თუმცა მაღალი ხარისხის ვებსაიტებიც სარგებლობენ ტესტირების უპირატესობებით. თქვენი სტატისტიკის გამოყენებით შეგეძლებათ პატარ-პატარა ცვლილებები შეიტანოთ (დიდი ცვლილებები ძირითადად აღიზიანებთ მომხმარებელებს) საიტში.

UX ოპტიმიზაციას დიდი დრო და მოთმინება სჭირდება, ამიტომ აუცილებელია მუდმივად ინფორმაციის შეგროვება როგორც თქვენს სამიზნო აუდიტორიაზე ასევე უშუალოდ საიტზე და მის მიმართებაზე ამ აუდიტორიასთან.

იკა

იკა