აუდიტორიის დაინტერესების გზები
18 აპრილი 2022     2137

აუდიტორიის დაინტერესების გზები

ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის საჭიროა მიწოდების და მოთხოვნის არსებობა. ამის გათვალისწინებით საჭიროა რომ თქვენი სამიზნო აუდიტორიის შიდა სეგმენტები რაც შეიძლება მეტად დააინტერესოთ.

ეს მოგცემთ დამატებით საშუალებებს სხვა სეგმენტებთან დასაკავშირებლად, პოტენციურად გაგიზრდით პროექტების სიას და ბუნებრივია დაგეხმარებათ კონვერსიების გაზრდაში.

განსაკუთრებით თუ თქვენი პროდუქტი/სერვისი რეალურად ღირებულია, ბუნებრივია გაგიჩნდეთ სურვილი რომ ის რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოთ.

აქ რამდენიმე ხელსაწყოს შესახებ ვისაუბრებთ, რომლებიც სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებიან.


აუდიტორია



სოციალური მედია

იმის გათვალისწინებით რომ ყოველ პლატფორმას საკუთარი თავისებურებები აქვს შეგიძლიათ რომ სხვადასხვა კრეატიული საშუალებებით შეეცადოთ თქვენს სამიზნო აუდიტორიას დაუკავშირდეთ.

ეს, ამავდროულად, აგაცილებთ თავიდან რუტინულ სამუშაოს. თან გექნებათ შესაძლებლობა რომ პატარ-პატარა ექსპერიმენტები და ტესტები ჩაატაროთ იმისათვის რომ უკეთ გაერკვეთ სამიზნო აუდიტორიის ინტერესებში.

თუ რამდენიმე პლატფორმაზე აქტიურობა ზედმეტად ბევრ დროს ითხოვს შეგიძლიათ რამდენიმეზე გაამახვილოთ ყურადღება ან თქვენი პოსტები განრიგის მიხედვით გამოაქვეყნოთ.

ზოგადად რეკომენდირებულია (თუ ეს არაა შეუსაბამო იმ საქმისთვის რასაც აკეთებთ) რაც შეიძლება აქტიური იყოთ თქვენს მომხმარებლებთან კომუნიკაციაში.


მიკროფონი



ბლოგები

ბლოგებიც დაახლოებით იმა როლს თამაშობენ, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. პირველი ბუნებრივია ისაა რომ ბლოგ პოსტები უკეთესი ადგილია ვრცელი ტექსტებისთვის. ვრცელი ტექსტები კი დაგეხმარებათ თავი უკეთ გააცნოთ საკუთარ აუდიტორიას.

ბლოგები ამავდროულად წარმოადგენენ საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის (SEO) ხელსაწყოს, რომლის გამოყენება (სურათებით, ვიდეოებით, საკვანძო სიტყვებით/ფრაზებით) მნიშველოვნად დაეხმარება თქვენს ორგანიზაციას.

ამავდროულად ბლოგინგიც საკმაოდ არა-რუტინული სამუშაოა და თქვენს თანამშრომლებზეც პოზიტიურად აისახება.

დამატებით, ბლოგ პოსტები გაძლევთ საშუალებას რომ თქვენი აუდიტორია საქმის ყურში ამყოფოთ სხვადასხვა სიახლეებთან მიმართებაში რაც უფრო ახლო ონლაინ ურთიერთობას აყალიბებს თქვენს მომხმარებლებთან.


დარტსი



იმეილები

თქვენს საიტზე საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ განათავსოთ ველი იმეილის მისათითებლად. იმეილზე ცალკე სტრატეგია დაგჭირდებათ იმისათვის რომ დააინტერესოთ მომხმარებელი. ბლოგ პოსტის ზომის ტექსტებს არავინ წაიკითხავს, ხოლო twitter-ის ზომის კი აბსოლუტურად უადგილოა იმეილში, ჯობს ისევ ნახსენებ პლატფორმაზე განათავსოთ.


რეკლამები

ამ ეტაპისთვის უკეთესია ორგანიზაცია იმდენად განვითარებული იყოს რომ მატერიალი ქონდეს სარეკლამოდ. დარეკლმება შეგიძლიათ როგორც კონკრეტულ პლატფორმაზე ასევე საძიებო სისტემებში (თუმცა ბუნებრივია აქ თითქმის ყველა შემთხვევაში მხოლოდ Google იგულისხმება).

რეკლამირება კარგი იდეაა იმ შემთხვევაში თუ კონტენტის ფუნდამენტი უკვე არის საიტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რესურსები იკარგება არასწორი დროის შერჩევის გამო.

იკა

იკა