Cardano Blockchain ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად
16 სექტემბერი 2022     1503

Cardano Blockchain ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად

Cardano Foundation-მა საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობა გამოაცხადა. Cardano-ს ბლოკჩეინის ტექნოლოგია გამოყენებული იქნება იმისათვის, რომ ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მაღალი იყოს.

ფონდი შეიმუშავებს კრეატიულ და ეფექტურ სერტიფიცირებისა და მიკვლევადობის სისტემას Scantrust-თან, შვეიცარიულ პროდუქტებთან და შეფუთვის პლატფორმასთან ერთად. საპილოტე პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში ბოლნისში მომავალ გაზაფხულზე ჩამოსხმულ 100 000 ბოთლ ღვინოს მოიცავს. მომხმარებელს შეეძლება შეამოწმოს მისი ავთენტურობა უნიკალური QR კოდის დახმარებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ამბობს, რომ Cardano-ს ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობის მასშტაბურ გამოყენებას. გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ასევე დაამყარა თანამშრომლობა ნორვეგიულ ბლოკჩეინ კომპანიასთან WiV Technology-თან, რათა მისი ღვინისთვის შეუცვლელი ტოკენები გამოეყო.

ბლოკჩეინის საშუალებით ღვინის ფალსიფიკაციის აღმოფხვრის იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2018 წელს, სარისკო კაპიტალის ფირმა Medici Ventures-მა შეიძინა წილი ღვინის კონტროლის კომპანია Vin-X-ში.



წყარო U.Today.

დეა

დეა