Wik.ge - საიტების დამზადების პლატფორმა

Wik.ge - საიტების დამზადების პლატფორმა
02 ნოემბერი 2022     1358

Wik.ge - საიტების დამზადების პლატფორმა

myGO გთავაზობთ მორიგ სიახლეს!

ამჯერად, ეს ეხება ახალ პლატფორმას, Wik.ge-ს, რომელიც ორიენტირებულია ხელმისაწვდომი საიტების შემოთავაზებაზე, ისევე როგორც მათთვის სხვადასხვა ფუნქციების დამატებაზე, დიზაინერული ელემენტების გაფორმებაზე და ასე შემდეგ. ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ აირჩიოთ პოტენციური ვებ-გვერდის სასურველი შაბლონი და სურვილისამებრ მისცეთ მათ განსხვავებული ფორმები.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი რაც შეიძლება გაადვილებულია მომხმარებლის კომფორტისთვის, იმდენად რომ პროგრამირების რომელიმე ენის ცოდნა საერთოდ არ არის საჭირო იმისათვის რომ ვებსაიტი დაამზადოთ. ამასთანავე, უნდა ავღნიშნოთ რომ თქვენი ვებსაიტები ჩვეულებრივ იქნება ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისთვის რომლებიც მობილურ ტელეფონს იყენებენ; რადგან ჩვენი ვებსაიტები აბსოლუტურად არის ადაპტირებული სხვადასვხა ტიპის მობილურ მოწყობილობებზე.


Wik-ის უპირატესობები

დამატებით, Wik-ს აქვს ისეთი პლიუსები როგორებიცაა QR კოდების დამზადება 5 წუთში, vCard-ების გაკეთება, სურათების ბიბლიოთეკა (რომლის მიზანია დაგეხმაროთ გადაწყვეტილების უფრო სწრაფად მიღებაში), Plugins (Google Analytics, Disqus, WhatsApp, Facebook Pixel, Tawk.to), სპეციალურად გამოყოფილი ბლოგი, თემები (რომლებიც შეგიძლიათ აირჩიოთ ისე რომ საიტის სტრუქტურა არ შეიცვალოს) და სხვა მრავალი. ეს ყველაფერი იმისათვის რომ ჩვენ მომხმარებლებს შეეძლოთ ბიზნესისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ვებსაიტის სწრაფად, კომფორტულად და ხელსაყრელად შექმნა.


რეგისტრაცია, ვებ-გვერდის გაკეთება,


ასევე, ჩვენი ყოველი ვებსაიტი ადაპტირებულია საძიებო სისტემებთან (Google, Bing, Yandex), რაც რა თქმა უნდა ბევრ რამეს აადვილებს. თუ თქვენ გსურთ უცხოელი მომხმარებლების მიზიდვა - არც ესაა პრობლემა. Wik გთავაზობთ რამდენიმე (ულიმიტო) ენის გამოყენების შესაძლებლობას (ამასთანავე RTL მხარდაჭერასაც).

შეგიძლიათ თქვენთვითონვე გადაწყვიტოთ თუ რომელი ხელსაწყოა მეტად საყურადღებო და პაკეტები სწორედ ამის მიხედვით აარჩიოთ. პაკეტების შეძენა შეგეძლებათ რეგისტრაციის საკმაოდ მარტივი ფორმის შევსების შემდეგ.

ზოგადად, სამართავი პანელიდან უამრავი სხვადასხვა დეტალის შეცვლის საშუალება გაქვთ, თუ ამას მოისურვებთ. მაგ: სლაიდების, სურათების, ვიდეოების მართვა; სხვადასხვა ინფორმაციის მარტივად დამატების, წაშლის, რედაქტირების ვარინატები, ფონტების ცვლილება, გვერდების დამატება და წაშლა, ფერების შერჩევა, ა.შ.

კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ატრიბუტი არის Server1-ის სერვერული მხარდაჭერა, რომელიც, ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის, აბსოლუტურად უფასოა.

კონკრეტულად პოტენციური ვარიანტები შეგიძლიათ იხილოთ აქ, მაგ: (#1, #2, #3).


ფერები, ფონტები, თემები,


ჩვენი გუნდის პრიორიტეტები

ჩვენი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტის მიწოდება როგორიც მათ სურთ. ბუნებრივია, ყველა ადამიანს სხვადასხვა სურვილები, მიზნები, ინტერესები, იდეები, სქემები, შესაძლებლობები და გემოვნება აქვს. შესაბამისად, ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია ამ ყველაფრის ნაზავის იერარქიულად აღქმა და გაანალიზება, ისე რომ საბოლოო პროდუქტი ასახავდეს ამ კრიტერიუმებს და ფაქტორებს.

რასაკვირველია, ეს ითვალისწინებს იმასაც რომ, თუ სურვილი გაქვთ, თქვენთვითონვე აირჩიოთ პრაქტიკულად ყოველი კომპონენტი საიტის, დომენიდან დაწყებული მეტწილად უმნიშვნელო დიზაინერული ელემენტებით დამთავრებული.

უშუალოდ დომენებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ დროებითი დომენით ისარგებლოდ, სანამ პირდაპირ სასურველ დომენს არ დაარეგისტრირებთ. ნებისმიერი ცვლილებაც რომელსაც შეიტანთ ვებსაიტში ჩვეულებრივ შენახული იქნება.

myGO-ს 8 წლიანი გამოცდილება გვეხმარება იმისათვის რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაბამისი პროდუქტები შევთავაზოთ სათანადო გზებით და მეთოდებით.


The Roadmap

2023 წლის მეორე კვარტალი:

- მომხმარებლებს ექნებათ საშუალება შექმნან ონლაინ მაღაზიები


2023 წლის მეოთხე კვარტალი:

- ქართული ბარათების გადახდების მიღების ინტეგრაცია(Visa, Mastercard, Amex) 

- ქართული ბანკების განვადების plugin-ის ინტეგრაცია

იკა

იკა