სიახლეები

SEO-ს ანალიზი
04 ნოემბერი 2022     193

SEO-ს ანალიზი

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაზე (SEO), რაც გასაკვირი არ უნდა იყოს იმის გათვალისწინებით რომ თქვენი ონლაინ-ბიზნესის წარმატება პრაქტიკულად სრულიადაა მასზე დამოკიდებული. ჩვენი ბლოგის ახალი მომხმარებლებისთვის 2 სიტყვით ავხსნით თუ რას მოიცავს SEO.

SEO არის ის ფაქტორი რომელიც განაპირობებს თქვენი ვებსაიტის ხილვადობას როდესაც ადამიანები ეძებენ რაიმეს Google-ში, Bing-ში, DuckDuckGo-ში ან რაიმე მსგავს საძიებო სისტემაში. ის თუ რომელ გვერდზე, რომელ რიგში გამოჩნდება თქვენი საიტის მთავარი, ან ერთ-ერთი, გვერდი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად აკმაყოფილებს ის ამა თუ იმ საძიებო სისტემის კრიტერიუმებს. კონკრეტულად, Google ხშირად უსვამს ხაზს ამ კრიტერიუმების მნიშვნელობას მათი მეთოდოლოგიის ახსნისას.


სხვადასხვა კომპონენტები

ერთი მარტივი რამ SEO-ს შესახებ არის ის რომ რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილება უბრალოდ არ კმარა. თქვენი ვებსაიტი უნდა წარმოადგენდეს ერთ, მთლიან, გამართულ მექანიზმს. შესაძლოა ერთი გაპარული შეცდომაც ძალიან უარყოფითად აისახოს თქვენს რანჟირებაზე. ისეთი ხელსაწყოები, როგორიც mySEO.dev არის დაგეხმარებათ ამ კომპონენტების მონიტორინგში.

პერსონალური კომპიუტერი, მაუსი, მაკი

დასაწყისისთვის, თუ ბლოგი გაქვთ, შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ საკვანძო სიტყვებზე/ფრაზებზე. ისინი წარმოადგენენ ერთგვარ ხელსაწყოებს იმისათვის რომ კონკრეტული სიტყვების მოძიებისას ადამიანები წააწყდნენ თქვენს ვებსაიტს. ბუნებრივია, შესაბამისი საკვანძო ფრაზების გამოყენებისთვის საჭირო კონტექსტუალური ინფორმაცია, ისევე როგორც ზოგადად რელევანტური ბაზრის მახასიათებლებში ჩახედულობა და სამიზნო აუდიტორიასთან მჭიდრო კავშირი.

აგრეთვე, ყურადღება დაუთმეთ სურათების ფორმატს/ზომას (ზედმეტად დიდი ანელებს საიტს, ზედმეტად პატარა უხარისხო ჩანს), alt tag-ებს, რომლებიც სურათებს ერთვის, მეტა-აღწერებს, header-ების განლაგებას, აშ.

ასევე საჭიროა შინაგანი და გამავალი ლინკების მოწესრიგება. ერთი მხრივ იმიტომ რომ საიტი გამართულად იყოს SEO-ს კუთხით, მეორე მხრივ კი იმის გამო რომ დაინტერესებულ მომხმარებელს შემთხვევით გაფუჭებული ლინკი არ დაუტოვოთ. მნიშვნელოვანი ყველა მსგავსი ლინკი ამოიღოთ საიტიდან.


დრო და სისწრაფე

ალბათ უკვე იცით რომ საიტის ჩატვირთვის და ნავიგაციის სისწრაფე ერთ-ერთი მთავარი საკითხია SEO-სთან მიმართებაში. თუ უფრო დეტალური განხილვის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩვენი ბლოგები წაიკითხოთ FID-ზე, CLS-ზე & LCP-ზე ან თუნდაც ამ საკითხების მოკლე შეჯამებაზე.


ჩანაწერი, სქემა


ორი სიტყვით, თუ თქვენი საიტი ნელია არც კარგად დაირანკება და თუ რამენაირად მომხმარებელი მოაღწევს საიტამდე, დიდი ალბათობით, იგი დიდხანს არ გაჩერდება.


შეჯამება

იმედია ეს მცირე მიმოხილვა გასაგებად აჯამებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საიტის ანატომია. ონლაინ-ბიზნესის მიზანი უნდა იყოს ერთი ჰოლისტური პროდუქციური ჯაჭვის წარდგენა მისი მომხმარებლებისთვის. უფრო მარტივად - მომხმარებლებს რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა უნდა შეუქმნათ ნებისმიერ ასპექტში თქვენთან ურთიერთობისას. ეს, რა თქმა უნდა, თვითონ ბიზნესის ხარისხზე აისახება, ისევე როგორც მის ეფექტურობაზე.

იკა

იკა