ვებსაიტების მნიშვნელოვანი პრობლემები

ვებსაიტების მნიშვნელოვანი პრობლემები
10 ნოემბერი 2022     1887

ვებსაიტების მნიშვნელოვანი პრობლემები

პრაქტიკულად შეუძლებელია რომელიმე ვებსაიტს არასდროს არ შეექმნას პრობლემები. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ კარგად გააზრებული და შესრულებული პროექტით შედარებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ აარიდებთ თავს. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც თქვენმა ვებსაიტმა უნდა დააკმაყოფილოს თუ გინდათ რომ სერიოზული შანსი ჰქონდეს მას პოპულარულობის.

გარდა იმისა რომ საჭიროა თითოეული კომპონენტის ანალიზი, რომელიც ხელს უშლის საიტს ფუნქციონირებაში ან მფლობელს მიზნის მიღწევაში, ასევე რეკომენდირებულია ამ კომპონენტების ჯამური, ჰოლისტური ანალიზი. შესაძლებელია, ცალ-ცალკე ეს პრობლემები არანაირ სირთულეს არ წარმოადგნდნენ, სამაგიეროდ ერთმანეთთან კავშირით, ვთქვათ, შეუძლებელი გახადონ შეუფერხებელი ნავიგაცია.

ჩვენ ამ ბლოგში ამ პრობლემებს განვიხილავთ ორი მხრიდან. პირველ რიგში მომხმარებლის და შემდეგ უშუალოდ მფლობელის. საბოლოოდ, კი შევაჯამებთ იმ დაახლოებით სურათს რომელსაც ამ ტიპის დიქოტომიური ანალიზი მოგვცემს.


სტატისტიკა 1


მომხმარებელის მხარე

ამ ბლოგს მომხმარებლის მხრიდან იმიტომ ვიწყებთ რომ პრიორიტეტული სწორედ იგია. თუ ამ მხრიდან სრული კრახი განიცადეთ გაუგებარია როგორ უნდა იყოს წარმატებული ბიზნესი თქვენი, როგორც მფლობელის, გადმოსახედიდან. ამ ანალიზის გასაუმჯობესებლად ემპირიულ მონაცემებს ვიყენებთ GoodFirms-ის გამოკითხვიდან. მისი ლეგიტიმურობის შესამოწმებლად შეგიძლიათ თვითონ იხილოთ იგი და გადაწყვიტოთ რამდენად არასანდოა ამ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სურათი.

პირველ რიგში, ყველაზე მარტივად აღსაქმელი ფაქტორი უნდა ავღნიშნოთ: ჩატვირთვის დრო. 3 წამზე მეტს თუ ხარჯავს თქვენი ვებსაიტი ჩასატვირთათ ჩათვალეთ რომ პოტენციალურ მომხმარებელთა 50% მეტი უკვე დაკარგეთ. ანალოგიურად, თუ თქვენი საიტი აშკარად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას რომელსაც უნდა ასრულებდეს (მაგ: შეყვანის ველი არ რეაგირებს) მომხმარებელი მალევე ტოვებს მას.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ნავიგაციაზე; საქმე აქაც საკმაოდ მარტივადაა. თუ თქვენს მომხმარებელს არ შეუძლია თქვენი საიტის გამოყენება ისე რომ არ დაიბნეს, გაღიზიანდეს ან დაიკარგოს, ე.ი. საიტი საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს. ნავიგაციასთან დაკავშირებულია სწორედ კონტენტის სტრუქტურაც, რომელიც აქ მითითებულია. არასწორად განლაგებული ელემენტები ცხადია ხელს შეუშლის მომხმარებელს თქვენი საიტის გამოყენებაში. მითუმეტეს თუ ძიების ფუნქცია არ გაქვთ (რაც ყველა საიტისთვის საჭირო ნამდვილად არაა).


სტატისტიკა 2


მფლობელის მხარე

როდესაც მომხმარებლის მხარეს არსებული კრიტერიუმები საკმარისად დაკმაყოფილებულია, გარკვეული დროით მაინც, შეგვიძლია უშუალოდ გადავიდეთ მფლობელების მოთხოვნებზე.

არ იქნება გასაკვირი რომ ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა კონვერსიებს - ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამით განსაზღვრავს საკუთარი ორგანზაციის წარმატებას. კონვერსიებთან დაკავშირებით ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ბლოგები, ამიტომ აქ დიდ დროს არ დავუთმობთ.

მეორე ფაქტორიც ძირითადად პირველთან გადაჯაჭვულად აღიქმება: bounce მაჩვენებელი. Bounce-ზე და მსგავს ინდიკატორებზეც ნასაუბრები გვაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს ორივე ფაქტორი სხვა მრავალი ელემენტის შეჯამების შედეგია. მხოლოდ კონვერსიების და bounce-ის კუთხვით საიტის სისუსტეების განსაზღვრა შეუძლებელია.

დაბალი ხარისხის UX და დაძველებული ვებსატიც, ძირითადად, ერთად გვხვდება. თუ საიტს ფუნქციური პრობლემები აქვს იშვიათად რომ სიტყვა მოძველებული იხმარონ, ძირითადად ეს ფუნქციების არ არსებობას ან დიზაინს ეხება, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს.

რაც შეეხება SEO-ს, მისი როლი ზოგადად ბევრს არ ესმის კარგად. შესაბამისად, არცაა გასაკვირი რომ პროცენტულად შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგრამ, SEO, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს თამაშობს საიტის პოპულარიზაციაში. სწორედ ამიტომ ისეთი ხელსაწყოები როგორიცა mySEO-არის რეკომენდირებულია.


სტატისტიკა 3



შეჯამება

ორი სიტყვით, მომხმარებელი როდესაც შემოდის თქვენს საიტზე სწრაფად და უპრობლემოდ უნდა შეეძლოს საკუთარი მიზნის მიღწევა, ისე რომ დიზაინმა ცუდი შთაბეჭდილება არ დატოვოს. რამდენად ხშირად დაგრჩენიათ უარყოფითი შთაბეჭდილება იმ საიტზე რომელიც კარგად გამოიყურება და თქვენს მოთხოვნებს საიმედოდ ასრულებს? ამ პატარა შეჯამებაში, ბუნებრივია, უამრავი კომპონენტი მოიაზრება. თუმცა, მომხმარებლის მხრიდან ესაა მთავარი და თუ საიტის ინფრასტრუქტურა ამაზე არაა მორგებული ეს ყველაფერი კონვერსიებზე და bounce-ზეც აღიბეჭდება.

იკა

იკა