Storytelling დიზაინში

Storytelling დიზაინში
16 ნოემბერი 2022     1217

Storytelling დიზაინში

მომხმარებლების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა არის იმ ღირებულებებზე, იდეებზე და ისტორიებზე საუბარი, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. არსებობს მილიონობით ონლაინ ბიზნესები, საქართველოში - ათასობით; ასეთ სიტუაციაში თქვენი კვალის დატოვება ძალიან რთულია თუ ორგანიზაციას რაიმე მტკიცე იდეები არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ბევრად ადვილია უბრალოდ ბრენდის პოპულარიზაცია, კონვერსიების მომატება, ა.შ.

თუმცა, ბევრ ადამიანს სურს საკუთარი სამუშაო გარემო, მისი ორგანიზაცია, ორგანიზაციის კულტურა ასახავდეს რაიმე უფრო მნიშვნელოვანს ვიდრე მონეტარული ღირებულებაა. როგორც მომხმარებელიც, თუ რომელიმე ბრენდს ენდობით, ალბათ ზუსტად იმიტომ რომ ან ასეთი, ან მსგავსი ფაქტორები გამოარჩევს მას სხვებისაგან.

Storytelling არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ თქვენს სამიზნო აუდიტორიას გააცნოთ თქვენი ორგანიზაცია, თქვენს თანამშრომლებს ჩამოუყალიბოთ გარკვეული წარმოდგენა კომპანიის შესახებ, ხოლო უცხო მომხმარებლები კი დააინტრიგოთ. მაგრამ, ეს ნიშნავს გარკვეული მიზნების არჩევას, ეთიკურ მიდგომას და რეალური პასუხისმგებლობის აღებას თქვენი მომხმარებლების მიმართ.


დეკორატიული ლეპტოპი


სქემატიზმი storytelling-ში

დასაწყისისთვის, საჭიროა გაიაზროთ თუ ზუსტად რისი გადმოცემა გსურთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. სხვადასხვა ტიპის მეთოდოლოგიაა რეკომენდირებული განსხვავებულ სიტუაციებში. როდესაც ექსპოზიციის ტიპს და თემას ვირჩევთ შეგვიძლია უკვე გამოვრიცხოთ რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ საკმაოდ მძიმე ხასიათის ისტორიის მოყოლა, ბუნებრივია რომ დიზაინული ელემენტები და თხრობის სტილი უნდა შეიზღუდოს და მოერგოს ამ კონკრეტულ მასალას.


ჩვენს შესახებ

ამ ტიპის გვერდი დაგეხმარებათ მოკლედ შეაჯამოთ ის რაც გეთქმით თქვენი ორგანიზაციის შესახებ. აქ შეგიძლიათ მოკლედ მიმოიხილოთ კომპანიის ისტორია, თქვენი ფავორიტი პროექტები, მიზნები რაც დასახული გაქვთ, თქვენი გუნდის წევრები, ა.შ.

მოკლედ, ეს გვერდი გაძლევთ საშუალებას ახალ ვიზიტორებს დიდი დრო არ დააკარგვინოთ ბლოგების ქექვაში და პირდაპირ უთხრათ თქვენი სათქმელი.

შესაბამისად, გირჩევთ დააკვირდეთ პატარა დეტალებსაც კი, რომლებიც ამ გვერდზე გაქვთ გამოყენებული. სიტყვების სიმწირის გამო აზრის გადმოცემის ხარისხიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება.


წიგნების სურათი


შეეცადეთ ამ ყველაფერს მომხმარებლის გადმოსახედიდან შეხედოთ. თუ უცნობი კომპანიის საიტზე შედიხართ რა დაგაინტერესებდათ ან რა დატოვებდა პოზიტიურ შთაბეჭდილებას?


ბლოგები და პროექტები

კიდევ ერთი გზა რომლითაც შეგიძლიათ გააცნოთ თავი თქვენს მომხმარებლებს არის ზოგადად პოსტების განთავსება. ეს შეიძლება იყოს ან ბლოგი, ან სოციალური მედიის პოსტი ან ზოგადად პროექტის აღწერა. შეეცადეთ მეტად კონკრეტულები იყოთ თქვენს გადმოცემაში.

დამატებით, ჯობს აირჩიოთ იდეების არტიკულირების სტილი. შეგიძლიათ დაეყრდნოთ უფრო დეტალურ, მონაცემობრივ ანალიზებს, სხვა შემთხვევაში უფრო ხატოვან, მეტად სასიამოვნო წასაკითხ განხილვებს. რა თქმა უნდა, ბალანსის დაჭერაც შესაძლებელია ამ ორ სტილს შორის. არ დაგავიწყდეთ რომ ვიზუალური ელემენტები უნდა ემთხვეოდეს თქვენი თხრობის სტილს.

მაგრამ, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს თუ აუდიტორია საერთოდ ვერ ახერხებს თქვენ საიტამდე მოღწევას. ამისთვის საძიებო სისტემებში თქვენი კონტენტის სასურველი რანჟირებაა საჭირო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ SEO-ზე და ცოტა ხნის წინ ახალი პლატფორმაც, mySEO-ც, შევქმენით, რომელიც ავტომატურად გაწვდით რეპორტებს სხვადასხვა SEO მახასიათებლებზე.


დიზაინი და ვიზუალური დეტალები

ეს ასპექტი, ბუნებრივია, ვერ გამოხატავს ვერც თქვენ ღირებულებებს და ვერც იდეებს, მაგრამ დიზაინერული ელემენტებით შეგიძლიათ გაადვილოთ კითხვის პროცესი, დაანახოთ მომხმარებელს დაახლოებით როგორი მიდგომა გაქვთ (მაგ: მეტად პროფესიული თუ ლაღი), დაეხმაროთ გარკვეული ინფორმაციის დამახსოვრებაში (რაც გამოგადგებათ ბრენდინგში).


დეკორატიული ფონი და წიგნი


თუ რამდენ სურათს ან ვიდეოს დაურთავთ გარკვეულ გვერდს, პოსტს ან ბლოგს ეს უკვე კონტექსტუალურია. ვთქვათ, თუ ბლოგი ტრენდებზეა დიზაინში მაშინ ბევრი სურათი რეკომენდირებულია, თუ თეორიაზე სურათები ჯობს ან ინფორმაციის გადმოსაცემათ გამოიყენოთ ან დეკორატიულები დაურთოთ.


არარეკომენდირებული მიდგომები

ერიდეთ ზედმეტად არაფორმარულ საუბარს მომხმარებლებთან, ისევე როგორც საკუთარი კომპანიის ზედმეტად პოზიტიურად შეფასებას. თუ გსურთ რომ მათ მიანიშნოთ თქვენს კომპეტენციაზე მაშინ მიმართეთ თქვენი პროექტებისკენ ან ანახეთ რელევანტური ბლოგი (აუცილებლად რელევანტური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უადგილო რეკლამის შთაბეჭდილება რჩება) .

ასევე, ერიდეთ ზედმეტ, კონტექსტიდან ამოვარდნილ დეტალებს, არ წეროთ ზედმეტი ჟარგონებით; როდესაც გიწევთ გამოყენება, ან ახსენით ტერმინები ან ჩალინკეთ განმარტებები. იმ შემთხვევბში როდესაც უშუალოდ ისტორიას ყვებით მოერიდეთ მხოლოდ ფაქტობრივ გადმოცემას და ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ თქვენს წარმატებებზე - ასეთი ისტორიებით გადავსებულია ინტერნეტი და დიდ ინტერესსაც არ იწვევენ.

და ბოლოს, იფიქრეთ კონკრეტულ, სპეციფიურ სეგმენტებზე და წარმოიდგინეთ როგორ აღიქვამენ ისინი თქვენ პოსტებს, ნაწერებს, ა.შ. მხოლოდ ერთ-ორ ნაწილზე ყურადღების გამახვილება დაგაკარვინებთ პოტენციალური მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს.

ადრე თუ გვიან თქვენი ბლოგ პოსტებიც დაძველდება ამიტომ გექნებათ შესაძლებლობა იმავე თემაზე ახალი მიდგომით და ინფორმაციით წეროთ. ასეთ შემთხვევებში, ერთი-ორი საკვანძო მონაცემის ან იდეის გამოყენება არაა ცუდი იდეა. რეგულარული მომხმარებლებისთვის ჯობს ყოველთვის გქონდეთ რაიმე დამაინტრიგებელი.

იკა

იკა