საიტის ანატომიის ანალიზი
18 ნოემბერი 2022     1247

საიტის ანატომიის ანალიზი

ნებისმიერი საიტის დაპროექტებისას წინასწარ უნდა განვიხილოთ თუ რა მოთხოვნებისთვის არის ის განკუთვნილი, რა მოლოდინებს უნდა ამართლებდეს და როგორ გააუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

სწორედ ამის შემდეგ, შეგვიძლია დავიწყოთ იმის განხილვა თუ როგორ უნდა იყოს საიტი სტრუქტურირებული. წინააღმდეგ შემთხვევებში, წააწყდებით ისეთ პრობლემებს რომლებიც ცხადყოფს იმ ფაქტს რომ თქვენ საიტს აკლია რაიმე ფუნდამენტალური ფუნქცია ან სხვამხრივ გაუმართავია.

საიტის ანატომიაში აქ უბრალოდ ვგულისხმობთ თუ როგორ არის შეკავშირებული თქვენი ვებ-გვერდები და მათი ელემენტები ისე რომ საბოლოო პროდუქტი წარმოადგენდეს ერთიან, თანმიმდევრულ ნამუშევარს. უშუალოდ კონკრეტულ ელემენტებზე და რჩევებზე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ბლოგი, სადაც განვხილეთ header-ები, ფონტის ტიპები და სკანირებადობა.


ფუნდამენტი: საიტის ნავიგაცია

მიზნებთან და მოთხოვნებთან პირდაპირ კავშირშია ნავიგაცია და საიტის map (რუკა). როდესაც გაანალიზებული გექნებათ თუ როგორ უნდა აკმაყოფილებდეს თქვენი საიტი სხვადასხვა კრიტერიუმებს, მაშინ მოახერხებთ ნავიგაციის სქემის, თუნდაც ზედაპირულად, წარმოდგენას.


ნოუთბუქის ფოტო


ნავიგაციის გამართული ჯაჭვი(ები) დაგეხმარებათ მოხმარებლებს შესთავაზოთ სასიამოვნო, სწრაფი და უპრობლემო გამოცდილება თქვენს საიტზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც საქმე საიტის ანატომიას ეხება.

იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის ბიზნესი გაქვთ შესაძლოა ნავიგაცია აბსოლუტურად განსხვავდებოდეს. მაგალითად, თუ თქვენმა მომხმარებლებმა ძირითადად უკვე იციან რას სთავაზობთ და უბრალოდ შესაკვეთად შემოდიან, მაშინ ნავიგაცია უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი. არანაირი ზედმეტი ვებ-გვერდები, popup-ები (თუ აქცია არაა) და მსგავსი ხელისშემშლელი ფაქტორები; კონცენტრაცია უნდა კეთდებოდეს აუცილებელზე.

თუკი პირიქით, თქვენი საიტი ორიენტირებულია სწორედ უცხო მომხმარებლებზე, მათ მიზიდვაზე და დაინტერესებაზე, ამ შემთხვევაში ნავიგაცია უფრო რელაქსირებული უნდა იყოს. ნაკლები სიმკაცრე, მეტი ვარიანტები, დიზაინერული ელემენტები, ლინკები საიტის სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, CTA-ები (ღილაკები, რომლებიც უბიძგებენ მომხმარებლებს მოქმედებისკენ) და სხვადასხვა მიდგომები.


ესთეტიური კომპონენტები: დიზაინი

რაც შეეხება დიზაინს, საქმე აქ ბევრად რთულადაა. პირველ რიგში, გარკვეულ მხრივ მაინც, საჭიროა ან საშუალო ადამიანის გემოვნებების ზოგად ჩარჩოში ჩაჯდეთ ან შეინარჩუნოთ უნიკალურობაც, კრეატიულობაც და პრაქტიკულობაც. ეს უკანასკნელი ვარიანტი იმდენად რთული შესასრულებელია რომ ხშირ შემთხვევაში არც ღირს მცდელობა.


ლეპტოპის სურათი


და თუ მაინც და მაინც გსურთ კრეატიულობისა და უნიკალურობის წინა პლანზე წამოწევა მაშინ ეს უნდა მოახერხოთ უშუალოდ გარკვეულ დეტალებში და არა ზოგადად ჰოლისტური გადმოსახედიდან.

ეს სფერო ისედაც ასე თუ ისე გაკაფულია, რაც ორგინალური გვგონია საქართველოში ნაკლებადაა უცხოეთში. ამიტომ, ჯობს ერიდოთ მსგავს რისკებს.

დამატებით, დიდი დრო დაუთმეთ თქვენ Hero სექციის შერჩევას, ანუ ვებსაიტის იმ სექციას, რომელიც ვიზიტორს შემოსვლისთანავე ხვდება. თუ რაიმე დეტალს ჩათლით რელევანტურათ ჯობს ამის მიხედვით აირჩიოთ საიტის ვარიანტი.


კავშირები: ლინკები, CTA-ები, ფორმები, ძებნა, მენიუ

მას შემდეგ რაც დიზაინის და ნავიგაციის ზოგადი იდეა გექნებათ მას შემდეგ შეგეძლებათ უკეთ განსაზღვროთ თუ სად და როგორ მოათავსოთ ეს სამეული. ყველაზე პირდაპირი და მარტივად გადასანაწილებელი ძირითადად ფორმებია. აქ უბრალოდ უნდა ერიდოთ ზემდეტ კომპონენტებს და რთულად გასაგებ მოთხოვნებს.





ლინკების გამოყენება ბევრად უფრო აქტუალური ხდება როდესაც საქმე გავქვს ბლოგებთან. ამიტომ, ზოგადად კარგი იდეაა ბლოგის ქონა - ლინკები და საკვანძო სიტყვები/ფრაზები დიდ როლს თამაშობენ SEO-ს კუთხით.

CTA-ები ყველაზე რთულად გასანაწილებელია. აქ ინდუსტრიის ცოდნა ძალიან დაგეხმარებათ. თუმცა ხშირ შემთხვევებში, ქართულ კომპანიებს ოპრესიული CTA-ები აქვთ; შესაბამისად, უკეთესია ბალანსი დაიჭიროთ მინიმალულ CTA-ებს და მუდმივ popup-ებს შორის. ასევე აქვს დიდი მნიშნელობა რამდენ ასეთ ღილაკს იყენებთ, ბევრი ვარიანტის შეთავაზება აბნევს ან ანელებს საშუალო მომხმარებელს.

ძებნას რაც შეეხება, აქ უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, title-ში გამოტანილი სახელები წინა პლანზე იქნება. ამიტომ ბლოგების, პოსტების და გვერდების სახელები უფრო ფრთხილად უნდა შეარჩიოთ.

მენიუ უნდა იყოს ხელსაწყო, რომელიც მომხმარებლებს აკავშირებს ყველაზე მნიშვნელოვან ვებ-გვერდებთან. გაითვალისწინეთ, რომ სიტყვები ყველაზე მნიშვნელოვანი დიდი ალბათობით სხვადასხვაა თქვენთვის და მათთვის. ეს საყურადღებოა იმიტომ რომ მენიუში ბევრი ბმულის დართვა ცუდი იდეაა, მათ მალევე უნდა იპოვონ რასაც ეძებენ. შესაბამისად, 10-15 სახელი უკვე დამაბნეველია. აღსანიშნია, რომ სხვადასხვა ტიპის მენიუები არსებობს ამიტომ არჩევანში შეზღუდულები არ ხართ და გაქვთ შესაძლობლობა უკეთ მოარგოთ რომელიმე ვარიანტი როგორც დიზაინს ასევე სასურველი ნავიგაციის ტიპს.

იკა

იკა