სიახლეები

Linkers & ლინკების გამოყენება
22 ნოემბერი 2022     169

Linkers & ლინკების გამოყენება

როგორც ხშირად ვახსენებთ, ლინკების სწორად გამოყენება გეხმარებათ თქვენი SEO მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. თუმცა, ამასთანავე არსებობს უამრავი სხვა პლიუსი რომელიც მოყვება ლინკების ისე მოხმარებას რომ თქვენი ონლაინ ბიზნესის ანალიტიკური მხარე გააუმჯობესოთ.

სწორედ ამაზე გვსურს ამჯერად ყურადღების გამახვილება. როგორც გვჩვევია მუდმივად ახალი პროექტებით ვაუმჯობესებთ ჩვენს პლატფორმებს, ამჯერადაც გთავაზობთ Linkers.dev-ს, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია იმისათვის რომ თქვენ უკეთ გამოიყენოთ სხვადასხვა ლინკები, რომლებსაც ვებ-გვერდებზე ხმარობთ.

დამწყები პაკეტები სრულიად უფასოა, ამიტომ შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ პლატფორმოს მოხმარება. იმ შემთხვევაში, თუ სხვა მოთხოვნებიც გაგიჩნდებათ, ცხადია, გვაქვს უფრო მასშტაბური პაკეტებიც.


დეკორატიული პლანშეტი


Linkers.dev მთავარი მიზანი

ეს პლატფორმა სწორედ იმისთვის შეიქმნა რომ თქვენ დაგეხმაროთ თუნდაც ასეთი მარტივი პროცესისგანაც გარკვეული ინფორმაცია მიიღოთ. myGO-ს გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია სამიზნო აუდიტორიასთან ურთიერთობა. შესაბამისად, ჩვენ ვცილობთ ყოველ ეტაპზე ეს ურთიერთობა დავხვეწოთ ისე რომ მეტი გავიგოთ ჩვენი მომხმარებლების მიზნებზე, სურვილებზე და მოთხოვნებზე.

სამიზნო აუდიტორიის კარგად ცნობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თქვენი ონლაინ ბიზნესის წარმატებასა და პოპულარიზაციაში. ეს როგორც მომხმარებლის მხრიდან აუმჯობესებს ურთიერთობას, ასევე ანალოგიურადვეა მფლობელის მხრიდან; პროცესი ხდება უფრო სწრაფი, დახვეწილი და შედარებით იშვიათი ხდება გაუგებრობისგან და დაბნეულობისგან გამოწვული პრობლემები, რომლებიც ამ სფეროში არც თუ ისე იშვიათია.

Linkers არის ერთგვარი მუდმივი წყარო იმისათვის რომ მიიღოთ ანალიტიკური მონაცემები თქვენს მომხმარებლებზე. ბუნებრივია უნდა მითითებული გქონდეთ რომ ამ ინფორმაციას ღებულობთ; თუ აპირებთ სხვა რაიმე მიზნისთის ამ მონაცემების გამოყენებას ასევე აუცილებელია მკაფიოდ მითითება თუ ზუსტად რაში გამოიყენება ისინი.


დეკორაცია, მაკი


წინააღმდეგ შემთხვევაში, გვაქვს საქმე როგორც ამორალურ საქციელთან ასევე არაეფექტურთანაც. მომხმარებლები ძალიან ადვილად და მალე კარგავენ ნდობას (არც უნდა იყოს ეს გასაკვირი), ამიტომ არც ღირს ცეცხლთან თამაში. რამდენად ხშირად გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც კომპანია ჩათვალეთ არასანდოდ და შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალეთ აზრი?


Linkers-ის უპირატესობები

ამ პლატფორმის ყველაზე ბაზისური ფუნქცია ლინკების შემოკლებაა, თუმცა ეს არაფერია იმ დამატებით ფუნქციებთან რომლებსაც გთავაზობთ. შემოკლებასთან ერთად შეგიძლიათ ლინკის სახელის, ტიპის და ქვეტიპის შეცვლა (ანუ დაჯგუფების ვარიანტიც არსებობს). ეს გაძლევთ საშუალებას ბრენდიგნზე ამ კუთხითაც იზრუნოთ და შემდეგ გააზიაროთ ან დააექსპორტოთ სასურველი არჩევანი.

Linkers ინტეგრირებულია შემდეგ პლატფორმებთან: Google Ads, Google Analytics, Google Ad Manager, Facebook, LinkedIn, Twitter, Pinterest, Bing, Quora, Adroll. რა თქმა უნდა, პირველი სამი ყველაზე მნიშვნელოვანია და თქვენი მარკეტინგული კამპანიებიც, დიდი ალბათობით, სწორედ ამ სამს დაეყრდნობა ყველაზე მეტად.


ნოუთბუქი, მაკბუქი


რაც შეეხება უშუალოდ მოწოდებულ სტატისტიკას გთავაზობთ ზოგად მიმიხილვას, ქვეყნებს, ქალაქებს, ენებს, ტექნიკურ მოწყობილობებს, ბრაუზერებს, პლატფორმებს და რეფერანტებს რომლებიც დაკავშირებულია რომელიმე კონკრეტული ლინკის გამოყენებასთან.

Linkers დამატებით იყენებს pixel-ებს, რომლებიც ხელსაწყოები იმისათვის რომ კონკრეტულ აუდიტორიებთან გრძელვადიანი კავშირი დაიჭიროთ. მაგალითად, თუ თქვენ რომელიმე ბლოგის ლინკს დაურთავთ pixel-ს მაშინ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ლინკს გამოიყენებს იქნება ცნობადი სწორედ მისი საშუალებით. შესაბამისად, სურვილისამებრ შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ რომელი პოსტებით ინტერესდება ამა თუ იმ pixel-ის გამომყენებელი მომხმარებელი. ან, გაქვთ საშუალება რომ კონკრეტული pixel-ების მქონ მომხმარებლებს, და მხოლოდ მათ, დაურეკლამოთ გარკვეული კონტენტი.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შეგიძლიათ გარკვეულ ლინკებს პაროლი დაადოთ, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს პოტენციალურ მომხმარებელთა რაოდენობას. ეს ლინკები, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პიროვნული მიზნებისთვის ასევე პროფესიულისთვისაც. პლიუს, გაქვთ საშუალება დროებითი ლინკებიც გამოიყენოთ თუ გსურთ რომ წვდომა მათზე ძალიან მწირე იყოს.

იკა

იკა