საიტის გაუმჯობესების გზები
24 ნოემბერი 2022     1291

საიტის გაუმჯობესების გზები

რაც დრო გადის მით უფრო დაძაბულ კონკურენციას ვაწყდებით ონლაინ ბიზნესის სფეროში. მუდმივად პროცენტულად მატულობს იმ ორგანიზაციათა ნაწილი, რომლესაც ესმის თუ დაახლოებით რას ნიშნავს გამართული ვებსაიტი და როგორ ხერხდება მისი პოპულარიზაცია.

ამიტომ, მნიშვნელოვანი ხდება ყოველ მცირე დეტალში პატარ-პატარა უპირატესობების გამოძებნა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს დეტალები ბევრად უფრო ხელმისაწვდომია თუ თქვენ ზოგადად ონლაინ ბიზნესის სხვადასხვა კომპონენტები გამართულად გაქვთ მორგებული ერთმანეთზე.

შეეცადეთ საკუთარ ორგანიზაციას შეხედოთ გარკვეული მთლიანი, სრული სერვისის შემთავაზებლებს. ასეთ შემთხვევაში, უფრო ადვილია დანახვა თუ რა პრობლემები აქვს თქვენს კომპანიას უშუალოდ სერვისის მიწოდებაში.

ჩვენ ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტორს, რომლებსაც პრაქტიკულად ყოველთვის უნდა აქცევდეთ დიდ ყურადღებას იმისთვის რომ სერიოზული პრობლემები არ შეუქმნათ თქვენს ორგანიზაციას.


დეკორატიული სქემა


რეკლამირება

რეკლამირება არ გამოიხატება მხოლოდ Google Analytics-ში კონვერსიების პროცენტების დათვლით და არც იმით რომ ბრენდს ცნობადი სახელი აქვს. რეკლამირების წყარო და საშუალებაც არის მომხმარებელი, რომლის ინტერესებზეც თქვენი კომპანია უნდა ზრუნავდეს თუ მას აქვს სერიოზული პრეტენზიები წარმატებულობაზე. როდესაც თქვენი სამიზნო აუდიტორია გენდობათ (აქ ნდობაში, ბუნებრივია, პროფესიულ ნდობას ვგულისხმობთ) ბევრად უფრო ადვილი ხდება მათი დაინტერესება თქვენი საქმიანობით. დამატებით, სამუშაო პროცესიც მეტად საინტერესოა როდესაც გუნდმა იცის რომ მის სამიზნო აუდიტორიასთან სასიამოვნო ურთიერთობა აქვს.

სოციალური მედიის პოსტებით, ბლოგებით და სხვადასხვა სახის სიახლეებით შეგიძლიათ დაიწყოთ აუდიტორიის მოზიდვა. შემდეგში მათ კომენტარებზე ან მესიჯებზე პასუხით შეგიძლიათ გააგრძელოთ. ასევე მორიგი ვარიანტია იმეილების გაგზავნა. მაგრამ, უნდა ავღნიშნოთ რომ ზედმეტი პოსტები ან იმეილები თითქმის ყოველთვის ცუდი იდეაა ამიტომ გარკვეული ზომიერება უნდა შეინარჩნოთ.

ზომიერებაა რეკომენდირებული სოციალური მედიის პლატფორმების არჩევისასაც. ორგანიზაციები ცდილობენ ყოველ ვებსაიტზე ქონდეთ აქტიური feed რაც არამარტო ღლის და რუტინულს ხდის პოსტების განთავსებას არამედ უინტერესოა თვითონ მომხმარებლებისთვისაც. ამიტომ, ჯობს აირჩიოთ მაქსიმუმ 4-5 და ამ კონკრეტულებზე გააკეთოთ აქცენტი.

მარკეტინგთან დაკავშირებით კიდევ უნდა ვახსენოთ ის რომ არაა საჭირო ყოველი კამპანიის ყოველი მცირე დეტალი გათვალოთ და ამ გადმოსახედიდან უყუროთ საკითხს. საკმაოდ მნიშვნელოვანია მუდმივი მცდელობები სხვადასხვა მედიუმებით რომ დააინტრიგოთ ან დააინტერესოთ ადამიანები.


ბრენდინგი

მარკეტინგის ერთ-ერთი განშტოება სწორედ ბრენდინგია. რესურსების დათმობას ამ სფეროსთვის რამდენიმე საყურადღებო პლიუსი აქვს. პირველ რიგში, აღსანიშნია ცნობადობა. ბრენდირებული ვებსაიტები ბევრად უფრო დამამახსოვრებელია, განსაკუთრებით თუ თქვენი მთავარი გვერდი გამოირჩევა კონკურენტებისგან.


დეკორაცია


დამახსოვრებასთან ერთად გეძლევათ შანსი რომ რაიმე შთაბეჭდილება დატოვოთ მომხმარებლებზე თქვენი უნიკალური მახასიათებლები. ძირითადად, ამ მხრივ კონცენტრაცია კომპანიებს გადართული აქვთ მხოლოდ და მხოლოდ დიზაინზე თუმცა თქვენი კონტენტი, განსაკუთრებით ბლოგები საკმაოდ კარგი გზაა რომ დაანახოთ ვიზიტორებს რითი განსხვავდებით სხვა უამრავი ორგანიზაციისგან.

თუ ინსპირაციას ეძებთ ამ კუთხით ვებ ხელმისაწვდომობა საკმაოდ ხელსაყრელია. ონლაინ ბიზნესების უმეტესობამ არც იცის ნორმალურად ეს რას ითვალისწინებს, უშუალოდ მისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, დღეს საქართველოში ნამდვილად არის საშუალებები რომ თქვენი ხელმისაწვდომობით გამოირჩეთ და ამასთან ერთად გქონდეთ წვდომა აუდიტორიის იმ სეგმენტებზე რომლებსაც ძალიან ესიამოვნებათ თქვენ მიერ შემოთავაზებული მსგავსი ფუნქციები.


ნდობა

ეს ალბათ ყველაზე ფუნდამენტალური კომპონენტია წარმატებული ბიზნესის, იმ შემთხვევაში თუ ნდობა მყარე იდეებს ეფუძნება. მომხმარებლის ნდობის მოპოვება მარტივი რამ არაა, განსაკუთრებით როდესაც კორპორაციათა უმეტესობა მუდმივად მოგებაზე ფიქრობს და ადამიანების ინტერესებს მხოლოდ ამისთვის ითვალისწინებს.

ნდობის მოპოვების რამდენიმე ძირითადი საშუალება გაქვთ. პირველ რიგში, საჭიროა სხვადასხვა მედიუმების გამოყენება რომ კონკრეტულ ინდივიდებთან კავშირზე იყოთ. ეს აყალიბებს უფრო კომუნიკაციურ ურთიერთობას, აძლიერებს ბრენდინგს და მომავალში გიქმენით შესაძლებლობებს რომ networking-ის მეშვეობით დამატებითი აუდიტორიის წევრებიც შეიძინოთ.


გამარტივება

როგორც წესი, საიტის მფლობელები ეჩვევიან საკუთარ საიტს და ვეღარ ამჩნევენ მისი ნავიგაციის და ზოგად პოტენციალური მომხმარების პრობლემებს. ამრიგად, მნიშვნელოვანი ხდება ხშირი ტესტირება და ზოგადად საიტის სხვადასხვა ელემენტების გადახედვა, იმის შემოწმება თუ რამდენად მარტივადაა ყველაფერი მოცემული.


ლეპტოპი


ზემოთნახსენები ხელმისაწვდომობის მიზანიც სწორედ ნავიგაციის გამარტივებაა. არააქვს მნიშვნელობა თქვენი მომხმარებელი 30 წამით ცდილობს საიტზე შემოსვლას თუ 45 წუთით, რაც უფრო გაიოებული იქნება ვებ გვერდის და მისი კომპონენტების მოხმარება მით უფრო ნაკლებია რისკი მომხმარებლის გაღიზიანების ან დაბნევის.

დიზაინი, ფუნქციონალი, მარკეტინგი, ურთიერთობა ყველაფერი უნდა იყოს დაუბრლკოლებელი და იოლი. ონლაინ ბიზნესი, ორი სიტყვით, არის საშუალება რომლითაც ხალხს სთავაზობთ რაიმე სერვისს ან პროდუქტს - მათ კი მათი მიღება რაც შეიძლება სწრაფად, იაფად, ხარისხიანად და იოლად უნდათ.


სიახლეები

ეს შეიძლება ითვალისწინებდეს ახალ პროექტს, იდეებს ან ხედვებს ისევე როგორც აქციებს, გათამაშებებს, ა.შ. მთავარია, პერიოდულად მაინც პოზიტიურად შეახსენოთ სხვებს თავი, მისცეთ მათ შესაძლებლობები რომ თვალი ადევნონ თქვენს პროგრესს და დაანახოთ ის დეტალები რომლებსაც თქვენ საინტერესოდ თვლით.

შეგიძლიათ წინასწარ დაგეგმოთ და ისე გადაანაწილოთ დიდი სიახლეები წლის განვმალობაში რომ არ გქონდეთ რამდენიმეთვიანი ჩავარდნები ამ კონკრეტულ საკითხში.


შეჯამება

მოკლედ, ეს რამდენიმე ასპექტი მიმოვიხილეთ იმიტომ რომ ყურადღება გაგვემახვილებინა ონლაინ ბიზნესების სხვადასხვა ელემენტების შეკავშირებულობის როლზე. ერთ მტკიცე ჯაჭვად გადაქცევა თქვენი სამუშაო პროცესების, ისევე როგორც სერვისების, დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ სამომავლო გამოწვევებისთვის.

იკა

იკა