ციფრული სტრატეგიები ონლაინ  ბიზნესებისთვის
12 დეკემბერი 2022     1113

ციფრული სტრატეგიები ონლაინ ბიზნესებისთვის

ონლაინ ბიზნესების, როგორც სხვა ბევრი რაიმეს, წარმატება განისაზღვრება პატარ-პატარა დეტალებით, გადაწყვეტილებებით, რომლებიც სახალხოდ ძირითადად არ ჩანს. რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება დაგეხმარებათ ზოგი დაბრკოლობის წინაშე უფრო მომზადებულები იყოთ, გქონდეთ მეტი ვარიანტი, გამოსავალი სიტუაციიდან.

სხვა სფეროებთან შედარებით, ონლაინ ბიზნესში ეს განსაკუთრებით გამოკვეთილია. თუ მომხმარებელი რამდენიმე წამში, ან მაქსიმუმ ერთ-ორ წუთში ვერ იპოვის თქვენს საიტზე იმას რასაც ეძებს, მაშინ უბრალოდ შემდეგ საიტზე გადავა და ამით დამთავრდება ყველაფერი.

თქვენი hero სექციის (ე.ი საიტის იმ ნაწილის რომელიც მომხმარებელს შესვლისთანავე ხვდება; ძირითადად მთავარი გვერდის საწყისი, პატარა მონაკვეთი) მიღმა, ბუნებრივია, დიდი შრომა დევს თუმცა ეს ვიზიტორებს დიდად არ აინტერესებთ. შესაბამისად, ან მეტწილად ჭრის თქვენი მიდგომა ან არა.

ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც არ ტოვებს მალევე თქვენს ვებსაიტს, შეიძლება ვერ ახერხებდეს იმის მოძებნას ან მიღებას რაც სურს. თქვენ გუნდს ასეთ სიტუაციებზე წინასწარ მომზადებული პასუხი უნდა ქონდეს შეთავაზებული მათთვის.


სხვადასხვა რესურსები

თითქმის ყველა ორგანიზაციამ უკვე იცის Google analytics-ის შესახებ, Hotjar-იც უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს ორი პლატფორმა გაძლევთ საშუალებას გაარკვიოთ სად და როგორ აწყდებიან პრობლემებს მომხმარებლები. ხანდახან არაა საკმარისი მონაცემები რომ ზუსტად გაარკვიოთ რაშია პრობლემა, თუმცა თუ ზოგადი სურათი აღქმული გაქვთ ყოველთვის შეგეძლებათ სხვადასხვა პოტენციური ვარიანტების განხილვა და მათზე მყისიერ რეაგირება.


დეკორატიული ლეპტოპი


ამ ბლოგთან ერთად გირჩევთ, როგორც მინიმუმ, თვალი გადაავლოთ ჩვენს ბლოგებს გამოყენებადობის გატესტვასა და ვებ-ხელმისაწვდომობის ხელსაწყოებზე. ეს ორი დაგეხმარებათ დამატებითი რესურსებით.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ზუსტად ისეთ მიდგომებზე რომლებიც გვაძლევენ საშუალებას რომ ჰოლისტური გადმოსახედიდან მივუდგეთ კონკრეტულ პრობლემებს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ შევქმენით რამდენიმე პლატფორმა, იმისათვის რომ გაგვეუმჯობესებინა ამ კუთხით ჩვენი საქმიანობა.

ერთი მხრივ, ჩვენ გთავაზობთ mySEO-ს, რომელიც ავტომატიზირებული პლატფორმაა და გთავაზობთ უამრავ სხვადასხვა ანგარიშის, რეპორტს იმაზე თუ რამდენად გამართულია თქვენი ვებსაიტი SEO-ს გადმოსახედიდან.

მეორე მხრივ, Linkers არის პლატფორმა რომელიც მრავალ სხადასხვა ფუნქციას ასრულებს, ესენია: ლინკების შემოკლება, ინფრომაციის მიღება იმ მომხმარებლებზე რომლებიც გარკვეულ ლინკს ხმარობენ, სწორედ ამ მომხმარებლებზე პოსტების დარეკლამება, პაროლიანი და დროებითი ლინკები, ა.შ. უფრო დეტალურად ამ საკითხზე ჩვენი ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ.

და ბოლოს, Server1-ის ჰოსტინგი გთავაზობთ ორ ისეთ ცვლადს რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში: სისწრაფე და დაცულობა.


ტონი და ბრენდინგი

იმის მიხედვით თუ რა ტიპის სტრატეგიები გაქვთ შედგენილი, რა სახის ხელსაწყოებს და რესურსებს იყენებთ თქვენი კავშირები თქვენს მომხმარებლებთანაც უნდა იცვლდებოდეს. მაგალითად, თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ ხელმისაწვდომობა უნდა იყოს თქვენი ორგანიზაციის მთავარი ასპექტი მაშინ რეკომენდირებულია ხშირი კონტაქტი ინდივიდუალურ მომხმარებლებთან. მათ აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილება ისევე როგორც უკეთესი თვალი იმისათვის რომ პრობლემური ელემენტები დაინახონ როგორც დიზაინში, ისევე ნავიგაციაში და ზოგადად ფუნქციონალური მხარეში.


დეკორაცია


თუკი, გადაწყვეტთ რომ დიზაინზე კონცენტრირდეთ, როგორც ჯგუფი, მაშინ არ იქნება ურიგო კითხვარების წარმოება. ასევე ხშირად მოგიწევთ ტრენდების გადახედვა იმისათვის რომ თქვენი საიტი ვიზუალურად არ დაძველდეს.

აქედან გამომდინარე, ეს საკითხი საკმაოდ კონტექსტუალურია, მაგრამ თუ გარკვეული იქნებით თქვენს ინტერესებსა და მიზნებში ასეთი რამეების გადაწყვეტა, სწორი კითხვების წამოჭრა და სერვისის ერთიანად შეკვრა შედარებით გაიოლდება.


სტრატეგიის ეფექტურობა

საკმაოდ ხშირად ვხვდებით სიტუაციებს სადაც ორგანიზაციის წევრებს უჭირთ გარკვევა თუ რომელი სტრატეგიაა ეფექტური. უკიდურეს შემთხვევებში კი მხოლოდ კონვერსიებით ინტერესედებიან. მაგრამ ეს უკანასკენელი ტიპის მიდგომა დამაბნეველი და არაეფექტური ხდება დროთა განვმალობაში.

ან ორგანიზაცია ვერ ხვდება რატომ მერყეობს კონვერსიები და რატომ არის ის გაყინული ერთ ეტაპზე, ან კონვერსიები იმატებს თუმცა ორგანიზაციის ღირებულებები და პოზიტიური გავლენა მომხმარებლებზე პრაქტიკულად იძირება ნეგატიურთან შედარებით.


ფონი


ამისდა გათვალისწინებით, ჯობს სტრატეგიებს შეხედოთ როგორც მომხმარებლის ისევე თქვენი გუნდის გადმოსახედიდან. შემდეგი კითხვები შესაძლოა დაგეხმაროთ უკეთ გაერკვეთ რომელი სტრატეგიები არის მეტად ღირებული:

- რა მიზეზები აქვთ თქვენ მომხმარებლებს რომ სწორედ თქვენთან გააგრძელონ ურთიერთობა და არა თქვენს კონკურენტებთან?
- როგორ აღიბეჭდება თქვენს გუნდზე ეს სპეციფიური სტრატეგია? აქვს თუ არა რომელიმე თანამშრომელს სეროზული პრობლემები მასთან? თუ კი რასთან დაკავშირებით?
- იმ შემთხვევაში თუ გარკვეული ასპექტი პრობლემური გახდა თქვენი სტრატეგიის მომავლისთვის როგორ გეგმავთ მის აღმოფხვრას? ამოირჩიეთ რომელიმე სპეციფიური საკითხი, რომელსაც შედარებით პრობლემურად თვლით.
- რამდენად ადეკვატურია ეს პერიოდი ამ კონკრეტული სტრატეგიისთვის? რამდენად მზადაა თქვენი გუნდი მისთვის?

ეს და მსგავსი კითხვები დაგეხმარებათ გაკრვეული ასპექტების უკეთ გააზრებაში. თუ გსურთ ამ პროცესის უფრო გამარტივება შეგიძლიათ პირამიდის მოდელი გამოიყენოთ.

პირამიდის მოდელი ითვალისწინებს კონკრეტული ელემენტებიდან აბსტრაქტულ ცნებებზე გასვლას ან პირიქით. ჯობს ორივე მიმართულების მსჯელობები გამოიყენოთ რათა, ერთი მხრივ, უკეთ გაანალიზოთ პრობლემები, მეორე მხრივ კი ზოგადად ორგანიზაციაში დამკვიდრებული იყოს ასეთი ტიპის აზროვნება.

იკა

იკა