კრიპტო სამყარო წლის ბოლოს

კრიპტო სამყარო წლის ბოლოს
20 დეკემბერი 2022     1218

კრიპტო სამყარო წლის ბოლოს

ბოლო თვეების განვმალობაში კრიპტოსამყაროში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. ერთ მხრივ, რეგრესით უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მომხმარებლები ცდილობენ თვალი ადევნონ პოტენციურ პლატფორმებს, ზოგადად ინოვაციებს რომლებიც დაეხმარება მათ მსგავსი რისკებისთვის თავის არიდებაში.

მეორე მხრივ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ითხოვენ უფრო სკრუპულოზურ მიდგომას კრიპტო კომპანიების მიმართ სწორედ ამ რისკების გამო. ბანკები კი ნაწილობრივ ინტერესით უყურებენ კრიპტოსამყაროს შესაძლებლობებს, ნაწილობრივ კი ცდილობენ ძალაუფლების სადავეები ჩაიგდონ ისე რომ დეცენტრალიზირებული კონკურენცია დაასუსტონ და კრიპტო უფრო უსაფრთხო გახადონ (პირველ რიგში საკუთარი ინტერესების კუთხით და შემდგომ ხალხის).


მორიგი მოთხოვნები

ამ ყველაფერს ხახი გაესვა 8 დეკემბერს როდესაც სენატორმა უორენმა და სმითმა მოითხოვეს FED-ის აქტოვებების ანგარიშული აღრიცხვა. როგორც მათ განაცხადეს, FTX-ის კატასტროფამ აჩვენა რომ კრიპტო სერვისები შესაძლოა უფრო მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული საბანკო სივრცეში ვიდრე რეგულატორებს გონიათ.


ბიტკოინის ფონი


საბანკო სისტემის პოტენციური საფრთხეები ყოველთვის წინა პლანზეა ამერიკის ეკონომიკურ განხილვებში. ბუნევრივია, ეს გამოწვეული როგორც 2007 წლის ნაირი კრახებით ასევე შედარებით მცირემასშტაბიანი პრობლემებით. შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ სენატორები ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგნენ.

FTX-ის ჩაძირვამ შესაძლოა კრიპტოსამყაროსთვის მომავალში არაერთი რამ გაართულოს, ზუსტად ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბანკები უბრალოდ ზედმეტად გავლენიანები არიან რომ ჩაიძირონ (ანუ ასეთ შემთხვევებში სახელმწიფო მათ ეხმარება; ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი ძალიან დიდ შეცდომებს არ უშვებენ) კრიპტოსამყაროს მომავალი სწორედ მათი ინტერესების მიხედვით იქნება განპირობებული.

რადგან FTX-ის ამბავი ჯერ-ჯერობით საკმაოდ ახალია (ანუ სრული გამოძიება ამ საკითხს არ ქონია) მისი შედეგები ჩვენთვის გარკვეულ წილად უცნობია. თუნდაც, ის ფაქტი რომ Bankman-Fried-ს, FTX-ის ყოფილ CEO-ს შესაძლოა კონგრესის წინაშე მოუწიოს ჩვენების მიცემა საკმაოდ საყურადღებოა. როგორც მან განაცხადა, ის მზადაა ეს ნაბიჯი გადადგას. თუმცა, იგი 12 დეკემბერს დააკავეს ბაჰამის კუნძულებზე აშშ-ს წარმომადგენლებმა და ამიტომ ეს გარკვეული პერიოდით შეუძლებელი იქნება. მისი დაპატიმრება, რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშო ქმედებად აღიქმება სხვადასხვა კრიპტო წრეებში.

Bankman-Fried-ის ისტორიამ პოლიტიკური ხასიათი მალევე მიიღო. ის, პირველ რიგში, ითვლებოდა რომ დემოკრატიული პარტიის დონორი იყო თუმცა, როგორც მან განაცხადა, GOP-ის იმავე რაოდენობის თანხას ურიცხავდა, ისე რომ ყველა დონაცია dark იყო.

დამატებით, SEC-მა მოუწოდა კომპანიებს რომ პირდაპირ შეატყობინონ ინვესტორებს პოტენციური რისკების შესახებ, რომლებიც კრიპტოვალუტის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, არ იქნება გასაკვირი თუ SEC ელოდება უფრო სერიოზულ პრობლემებს რომლებიც ამ ბოლო თვეების ამბებმა შეიძლება გამოიწვიოს.


კრიპტო სასამართლო



სამომავლო პერსპექტივები

რასაკვირველია, ამგვარი სიახლეები უარყოფითად მოქმედებს კრიპტო ინვერსტორებზე. სწორედ ამიტომ, Binance-ის ჟაომ მოუწოდა კრიპტოსამყაროს რაიმე საერთო ფონდის შექმნისკენ. ერთი შეხედვით, ეს არც თუ ისე ურიგო იდეაა და საკმაოდ წააგავს იმ მიდგომას რომელიც ბანკების მიმართ აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებს. კრიპტო ორგანიზაციებს არ აქვთ მსგავსი ტიპის სადაზღვეო სისტემა ამიტომ რადიკალურ პრობლემებს იშვიათად ლახავენ. არ იქნება გასაკვირი თუ რამდენიმე მძლავრი ორგანიზაცია დასთანხმდება ჟაოს მოლაპარაკებებზე.

თუმცა, უშუალოდ ინვესტიციების განაწილება, რომც სხვადასხვა მხარეები შეთანხმდნენ, ბევრად მეტ დროს მოითხოვს. ამიტომაც, მან გადაწყვიტა პირველი ნაბიჯები თვითონვე გადაედგა და საკუთარი ფონდის შექმნის შესახებ გამოაქვეყნა tweet-ი. როგორც ის ამბობს ეს ფონდი ორიენტირებული იქნება მყარ პროექტებზე, რომებსაც ლიკვიდურობასთან ექმნებათ პრობლემები. თუმცა, მას არ აღუნიშნავს რამხელა მასშტაბიანი იქნება ეს პროექტი, რამდენ ხანში უნდა ველოდეთ მის დაწყებას ან რა პრინციპით განაწილდება ინვესტიციები.

კრიპტო სამყარო საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ამ ამბებამდე მარკ ცუკერბერგის meta layoff-ების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. Meta-ს მხარდაჭერა საკმაოდ მნიშნელოვანი ასპექტი იყო და ოპტიმიზმის გარკვეულ მიზეზს წარმოადგენდა. თუმცა, ეს რამდენიმე სიახლე, პლიუს Bitcoin-ის და სხვა coin-ების ფასის მზარდად დაცემა შესაძლოა დიდი დარტყმა აღმოჩნდეს.



კრიპტოვალუტა და სახელმწიფო



შეჯამება

დეკემბერი საკმაოდ საინტერესო თვე ჩანს კრიპტოსთვის, არსებობს როგორც დამატებითი საფრთხეები ასევე გაერთიანების საფუძველიც. ჟაოსგან ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, ის საკმაოდ ახლოს თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებდან და ცდილობს მისი ორგანიზაციების ინტეგრირებას ორთოდოქსულ ფინანსურ სამყაროში. შესაძლოა ამ წინადახედულობამ სხვადასხვა ორგანიზაციებს მისცეს საშუალება გაზრდის და განვითარების.

თუმცა, ძველი ოცნება რომ კრიპტო სივრცეები იქნებოდნენ აბსოლუტურად დეენტრალიზირებული და გაუწევდნენ ბანკებს წინააღმდეგობას დღესდღეობით ბევრად უფრო გულუბრყვილოდ ჩანს ვიდრე თავიდან ჩანდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამის რეალური ალბათობა არც არასდროს არსებულა თუმცა მოთხოვნის და ინტერესის ზრდასთან ერთად ბევრს გაუჩნდა ამის იმედი.

დღესდღეობით, წინსვლის და პროგრესის გზა სწორედ ბანკებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობა ჩანს. ის wild west, რომელიც ბევრს წარმოედგინა, ზედმეტად დიდ რისკებთან ასოცირდება როგორც მომხმარებლების ასევე სახელმწიფო პირების მხრიდან. შესაბამისად, შემდეგი წლის ცენტრალური თემები, დიდი ალბათობით, სწორედ ამ საკითხის გარშემო იტრიალებს.

იკა

იკა