ბანკები & კრიპტოვალუტის რეგულაციები

ბანკები & კრიპტოვალუტის რეგულაციები
10 იანვარი 2023     1152

ბანკები & კრიპტოვალუტის რეგულაციები

რაც დრო გადის მით უფრო ხშირი ხდება კრიპტო სივრცეების და სერვისების რეგულაციებზე საუბარი. მეტწილად, ეს გამოწვეულია ბანკების და სახელმწიფო სააგენტოების ფინანსური ინტერესების დაცვით. ზოგიერთი კრიპტო ინვესტორის სურვილმა და მოთხოვნამ რომ კრიპტო იყოს ბანკების ალტერნატივა სასურველისგან საპირისპირო შედეგი გამოიღო.

პირველ რიგში, ეს წელი საკმაოდ მძიმე იყო პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციისთვის და კოინისთვის, ამასთანავე FTX-ის და Bankman-Fried-ის ამბებმა კიდევ უფრო დაამძიმეს სიტუაცია. როგორც ერთ-ერთ ბლოგში ავღწერეთ, Bankman-Fried ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს, ხოლო აშშ-ში მისი ექსტრადირება დღეს, 23 დეკემბერს, მოხდება.

დამატებით, 15 დეკემბერს ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტის (NYDFS) მითითებები გამოქვეყნდა ონლაინ სივრცეში. ეს მითითებები საკმაოდ საინტერესოა იმ კუთხით რომ გარკვეულ წილად ავლენს კრიპტო სერვისების ინტეგრაციის სურვილს ბანკების მხრიდან და თან ხაზს უსვამს მათ სკრუპულოზურ შეხედულებას ამ ყველაფერზე.


კრიპტოვალუტა დეკორაცია



NYDFS მითითებები

Reuters როგორც იტყობინება, ეს მითითებები ატყობინებს ბანკებს წინასწარი ანგარიშების შესახებ, რომლების წარდგენაც მათ მოუწევთ 3 თვით (ზუსტად 90 დღე) ადრე, თუ სურთ კრიპტო სერვისების გამოყენება. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ბიზნეს გეგმას, რომელიც მოიცავს სამომავლო ფინანსურ აქტივობებს და კონკრეტულად აღწერს თუ როგორ იმოქმედებს ესა თუ ის სერვისი ბანკის კაპიტალზე ან ლიკვიდურობაზე.

Adrienne Harris-ის განცხადებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის მომხმარებლების ინტერესების დაცვა, ისევე როგორც ნიუ-იორკის მიერ რეგულირებადი ბანკების ინტერესების გათვალისწინება (უფრო კონკრეტულად, რომ ისინი დარჩნენ კონკურენტუნარიანები).

ამ უკანასკნელი ფრაზის დაყოლება მიასწავლებს იმაზე რომ სახელმწიფო უწყებები სერიოზულად უყურებენ ძალაუფლების პოტენციურ დისბალანს, რომელიც კრიპტო პლატფორმების და სერვისების ინტეგრაციას შეიძლება მოყვეს.

პოლიტიკურად, ეს რომ უკვე პრობლემატურად ჩანს 8 დეკემბერს სენატორებმა უორენმა და სმითმაც აღნიშნეს.

ეს მითითება უკვე აქტიურია და განაპირობებს მიიღებენ თუ არა ბანკები უფლებას რომ კონკრეტულ კრიპტო-აქტივობებში ჩაერთონ.



ბიტკოინი და ნოუთბუქი



დამატებითი რეგულაციები

FTX-ის კრახმა ბევრი კითხვა დასვა იმის შესახებ შეძლებდა თუ არა რეგულაციების გარკვეული პრაქტიკული ნაკრები მსგავსი პრობლემის კრიპტო სამყაროსთვის თავის არიდებას. ბუნებრივია, ამის ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ძლიერი არგუმენტები რომელიმე მხარეს არ არსებობს.

ასევე აღსანიშნავია, რომ FTX-თან დაკავშირებული ფირმებს სერიოზულად შეელახათ რეპუტაცია, რის გამოც სადაზღვეო კომპანიები უარს ამბობენ ნებისმიერი ტიპის ოფიციალიურ თანამშრომლობაზე ამ კომპანიებთან თუ პლატფორმებთან.

Binance-საც არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი აქვს Nansen-ის მიხედვით, როგორც მათ აღნიშნეს ივნისი შემდეგ ყველაზე დიდი თანხა იქნა გატანილი - 1.9 მილიარდი 24 საათში. თუმცა, ჟაომ მალევე უპასუხა რომ სიტუაცია საშიში არაა და კონტროლს ექვემდებარება.

Binance-მა ასევე განაცხადა რომ მას არანაირი პრობლემები არ აქვს გატანებთან დაკავშირებით და ასეთი სიტუაციებისთვის მზადაა. მაგრამ, FTX-ის სიტუაციის გამო ინვესტორები, რეგულატორები და სახელმწიფო პირები მაინც ეჭვის თვალით უყურებენ სიტუაციას.

რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ცოტა ხნის წინ Binance-მა შეწყვიტა მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი stable კოინის გატანის საშუალების მიცემა. ჟაომ მიზეზად მოიყვანა token swap-ი, ანუ კრიპტო ვალუტების გაცვლა (ძირითადად სხვადასხვა ბლოკჩეინზე).



კრიპტო და უოლ-სტრიტი



შეჯამება

ეს ბოლო თვეები უკან გადადგმული ნაბიჯებია კრიპტო სამყაროსთვის, თუმცა ამავდროულად გარკვეული სამომავლო პერსპექტივები ნარჩუნდება, თუ სახელმწიფო უწყებების რეაქციებით ვიმსჯელებთ.

როგორც ჩანს, ბანკებს სურთ კრიპტო სერვისების გამოყენება ისევე როგორც მათი შეთავაზება მომხმარებლებისთვის. ამისდა მიუხედავად, რეგულატორები და პოლიტიკოსები საკმაოდ ფრთხილ სტრატეგიებს ირჩევენ და ის მცირე ნდობაც, რომელიც გამომუშავებული იყო ეხლა მეტწილად დაკარგულია.

ჟაო და Binance გამოსავალს ხედავენ რეგულაციების მომატებასა და გაძლიერებაში, ისევე როგორც ჩამოთვლილი სენატორები და რეგულატორები.

დოკუმენტი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

იკა

იკა