სიახლეები

ბრენდინგი: ტონი & თანმიმდევრულობა
28 დეკემბერი 2022     219

ბრენდინგი: ტონი & თანმიმდევრულობა

ჩვენ წინა ბლოგში ვახსენეთ ეს ორი ელემენენტი და მოკლედ მიმოვიხილეთ თუ რატომ მიგვაჩნია ისინი მნიშნელოვნად. ამ ბლოგში შედარებით უფრო დეტალურად განვიხილავთ ტონის და თანმიმდევრულობის ეფექტებს, ისევე როგორც მოწესრიგებული ბრენდინგის გავლენას.

ვებსაიტებთან მიმართებაში განსაკუთრებული უნიკალურობის გამოჩენა საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაშიც თუ ამას ორგანიზაცია ახერხებს, ძირითადად სამიზნო აუდიტორიის სეგმენტებს (ან გარკვეულ ნაწილს) კარგავენ. აქედან გამომდინარე, ნაკლებად ჩნდება შესაბამისი მოტივაცია და მეტი ყურადღება ეთმობა დამკვიდრებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.

იმის მიუხედავად თუ რომელ მიდგომას ამჯობინებთ, მიმოხილული ასპექტები თქვენთვის მაინც რელევანტური იქნება. ზემოთნახსენები ელემენტები საყურადღებო როლს თამაშობენ თქვენი ვებსაიტის დახვეწაში და დამატებითი მომხმარებლების დაინტერესებაში.

ტონის და თანმიმდევრულობის გონივრულად შეჯერება დაგეხმარებათ გამოკვეთოთ თქვენი ორგანიზაციის სახე და დასრულებული პროექტის ხასიათს მისცემს მას. რაც, ბუნებრივია, მომხმარებლისთვის გამოხატული იქნება უფრო შეკავშირებული გამოცდილებით.



დეკორატიული



ბრენდინგი და მისი რეპრეზენტაცია

ბრენდინგი მოიცავს თქვენი ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა კომპონენტს, რომელსაც მომხმარებელი აღიქვამს. კონტენტი, დიზაინი, ხელმისაწვდომობა, ფუნქციონალი, ტონი, ა.შ. ამ ყველაფრის შეკრულობა და დეტალების თანმიმდევრულობა უფრო დამამახსოვრებელს და გასაგებს ხდის თქვენს ორგანიზაციას.

ჩვენთვის SEO საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ის განსაზღვრავს მოხვდება თუ არა საერთოდ ესა თუ ის ადამიანი თქვენს ვებსაიტზე. თუმცა, თუ მან ვერ გაარკვია რისი გარკვევაც უნდოდა, ან რას საქმიანობთ, ვერ გაიაზრა რა ტიპის კომპანია ხართ, წარმატება SEO-ს ფრონტზე წყალში იყრება. სწორედ ამის გათვალისწინებით ხდება ცხადი რატომაა ბრენდინგი მნიშნელოვანი.

განსაკუთრებით თუ თქვენ გრაფიკული დიზაინის ან ზოგადად მსგავს სფეროში ხართ, რადგან აქ ცენტრალურს როლს თამაშობს ზუსტად ის რომ მომხმარებელს ახსოვხართ, იცის თქვენზე რამდენიმე რამ მაინც და გარკვეული მყარი შთაბეჭილება აქვს შექმნილი.

მაგალითად, თუ თქვენ ორიენტირებული ხართ გრაფიკული დიზაინის ტრენდებზე ეს რასაკვირველია უნდა აისახოს თქვენს საიტზე. ზედმეტად ფორმალური ტონი, მოძველებული დიზაინ-ელემენტები, და მკაცრად ინფორმაციაზე ორიენტირებული კონტენტი აშკარად უცნაურ კონტრასტს ქმნის.

აქვე უნდა დავამატოთ, რომ ხშირი რედიზაინები არც თუ ისე კარგი იდეაა. ბევრი კომპანია კარგავს მომხმარებლების დიდ ნაწილს, რეპუტაციას და განვითარების საშუალებებს ამგვარ სიტუაციებში, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ფუნდამენტალურ რედიზაინს. ჯობს ცვლილებების უფრო პერიოდულად და ეტაპურად ინტეგრირება, ასე სხვებს აძლევთ საშუალებას შეეჩვიონ შედარებით უმნიშვნელო განსხვავებას და თქვენ სპეციფიურ დეტალებზე გაქვთ უკუკავშირის მიღების შესაძლებლობა.



ლეპტოპი



სხვადასხვა ფაქტორები

ტონი და თანმიმდევრულობა ძალიან აბსტრაქტულად არ უნდა აღვიქვათ. ავიღოთ ელემენტარული მაგალითი, მომხმარებელი თუ თქვენს ვებსაიტზე ან ბლოგების საკითხავად შემოდის ან თუნდაც რაიმე ტიპის კონვერსიებთან გვაქვს საქმე, დიდი ალბათობით, დაიბნევა თუ თქვენ მუდმივად შეცვლით მიდგომებს და აურევთ პრეზენტაციის კომპონენტებს. ეს გაართულებს ნავიგაციას და შესაძლოა მან საერთოდ დატოვოს თქვენი ვებსაიტი.

თქვენს ვებსაიტზე განთავსებული ელემენტებით და კონტენტით ვიზიტორს ასწავლით გარკვეული პატერნების დამახსოვრებას და ამოცნობას. თუ ეს ასპექტი მოწესრიგებული გაქვთ, რომც რაიმე პრობლემა გაუჩნდეს ვიზიტორს მისი გადაჭრა უფრო ადვილი იქნება რადგან ნავიგაცია გამარტივდება დამახსოვრებული პატერნების გამო.

სხვადასხვა ტიპის მომხმარებელი სხვადასხვა ტონის მიმართ იქნება უფრო მიმღები. შედარებით ასაკოვანი ჯგუფები თუ წარმოადგენენ თქვენს მიზანს მაშინ უფრო პროფესიონალური მიდგომა, ძირითად შემთხვევებში, უკეთესია. ხოლო ახალგაზრდებთან უმჯობესია უფრო ლაღი და მხიარული ტონი.


თანმიმდევრულობის გავლენა

თანმიმდევრულობა მხოლოდ ნავიგაციაში და ბრენდინგში არ გამოიხატება თქვენი კონტენტიც თანმიმდევრული უნდა იყოს. ეს გამოიხატება როგორც მის ხარისხში ასევე პოსტების რაოდენობაში. თუ თქვენ ცდილობთ რომ ძალიან აქტიურები იყოთ ბუნებრივია კონტენტის ხარისხი იკლებს, თუმცა ეს მაინც და მაინც მინუსი არაა.

ზოგ მომხმარებელს არ უნდა 1 თვე ელოდოს რომ სტატია წაიკითხოს და ურჩევნია ხშირად შეამოწმოს სიახლეები. ჯობს ამ საკითხში წინასწარ გარკვეულები იყოთ სანამ კონტენტ სტრატეგიის სხვა დეტალებზე გადახვალთ. მაგალითად თუნდაც ხარისხზე.

ამ ბინზესში ნდობის დაკარგვა ძალიან სარისკო რამაა, ამიტომ ყველანაირად ერიდეთ ცრუ ინფორმაციის ან გადაუწმებელი მონაცემების გამოყენებას. ერთმა მსგავსმა ნაბიჯმა შესაძლოა არაერთი მომხმარებელი დაგიკარგოთ.

თუ თქვენ ხშირად დებთ ბლოგ პოსტებს, მაშინ ადრე თუ გვიან ერთსა და იმავე თემებზე მოგიწევთ წერა. ეს საკმაოდ ხელსაყრელი ვითარებაა თუ თქვენ მოახერხებთ გაიღრმაოთ ცოდნა ამა თუ იმ საკითხზე. ეს აძლევს ერთგულ მომხმარებელს მიზეზს რომ თქვენი კონტენტის ნახვა განაგრძოს, რადგან ელის რომ მზარდად პროგრესირებადი იქნება ხარისხი.



ფონი


დამატებითი საშუალებები

იმისათვის რომ გაიგოთ თუ რამდენად უნიკალური ან ორიგინალურია თქვენი მიდგომა შეგიძლიათ თქვენი კონტენტის ნაწილები ამოჭრათ და შეადაროთ კონკურენტისას. ან თუნდაც სხვა ადამიანს თხოვოთ იგივეს გაკეთება. ეს, როგორც წესი, უკეთესი იდეაა რადგან უცხო თვალი, დიდი ალბათობით, მეტად მიახლოებულია ვიზიტორის გადმოსახედს ვიდრე თქვენი.

ამასთანავე, შეგიძლიათ ხშირი ტესტები ჩაატაროთ თქვენს კონტენტზე (დიზაინზეც თუ მას პერიოდულად ცვლით). თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ რომ პრიორიტეტულია გამოყენებადობის ტესტირება და მხოლოდ ამის შემდეგ ჯობს ტონზე და თანმიმდევრულობაზე ფიქრი.

ასევე, ბლოგის კუთხით, თუ ვთქვათ, თქვენთვის ეთიკა მნიშნელოვანი კომპონენტია მაშინ მომხმარებლები, რა თქმა უნდა, ელოდებიან თქვენგან ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, პოსტებს ამ თემაზე, დაკვირვებულად ინფორმაციის გადმოცემას, ა.შ.

ორგანიზაციის ღირებულებები ჰაერიდან არ ჩნდება, შესაძლოა კონკრეტულად თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს ესა თუ ის საკითხი, თუმცა თქვენი თანამშრომლები არ იზიარებდნენ თქვენს აზრს. ამიტომაც, ჯობს მათთან ერთად განიხილოთ თქვენი სტრატეგიები და თუ საქმე მიდგება ამაზე - კომპრომისზეც წახვიდეთ.

როდესაც გარკვეული ტიპის კონსესუსი შეიქმნება ზოგად გადმოსახედზე, მაშინ უმჯობესია გარკვეული ტიპის დოკუმენტი, ჩარტი ან მსგავსი ვიზუალური რეფერენსი გქონდეთ რომ თანამშრომლებს ზეპირად არ უწევდეთ ამ საკვანძო საკითხების გახსენება.

იერარქიულად განლაგებაც არაა ურიგო, ადრე თუ გვიან მოგიწევთ გარკვეულ ღირებულებებს შორის არჩევანის გაკეთება. ამგვარად, უკეთესია წინასწარ განსაზღვროთ თქვენი პასუხი და არასაჭირო დრო არ დაუთმოთ პოტენციურ დილემებს.

ორი სიტყვით, ტონი და თანმიმდევრობა მნიშნელოვანი ნაწილია სრული პროდუქტის, რომელიც თქვენს მომხმარებლებს უნდა მიაწოდოთ. შესაბამისად, ონლაინ ბინზესისთვის მნიშნელოვანია წინასწარ გათვლა თუ როგორი ტიპის სტრატეგია იქნება ზედგამოჭრილი მათი მიზნებისთვის, ისევე როგორც მომხმარებლებთან სასურველი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

იკა

იკა