კონვერსიები და ფსიქოლოგიური ფაქტორები

კონვერსიები და ფსიქოლოგიური ფაქტორები
16 იანვარი 2023     1141

კონვერსიები და ფსიქოლოგიური ფაქტორები

გრაფიკული დიზაინი არის სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების კვლევა. რა ფაქტორებთან გვაქვს შეხება ამა თუ იმ გადაწყვეტილებისას და როგორ იღებენ მათ ხალხი. დიზაინერებს აქვს სხვადასხვა საშუალებები რომ განაპირობონ საკუთარი მომხმარებლების აზრები ამა თუ იმ საკითხზე. ხელსაწყოების გამოყენება იმისათის რომ დასახული იდეების ვიზუალურად კომუნიკაცია გამარტივდეს სწორედ მათი მთავარი როლია.

უშუალოდ დიზაინის პროცესში მრავალ ალტერნატივას შორის არჩევანი იმაზე უნდა შეჩერდეს რომელიც პასუხობს ორგანიზაციისთვის გამოკვეთილ სხვადასხვა გამოწვევებს. ზუსტად ისევე როგორც მარკეტინგის დროს, საჭიროა სამიზნო აუდიტორიის ზუსტად არჩევა, მათი მახასიათებლების გააზრება იმისათვის რომ თქვენი სათქმელი უფრო ცხადი იყოს.

აუდიტორიის ფსიქოლოგიის უკეთ გასაგებად რამდენიმე ხერხის გამოყენებაა შესაძლებელი, მათ შორის მათი დემოგრაფიული მონაცემების, ასაკის, სქესის, კულტურის, განათლების დონის, ა.შ. ამგვარი ინფორმაცია, ძირითად შემთხვევებში, დაგეხმარებათ გარკვეული ფუნდამენტი გქონდეთ ამა თუ იმ სეგმენტის ინტერესების, ღირებულებების და პრეფერენციები გასარკვევად.



დეკორაცია


საწყისი ფაქტორები

ნებისმიერი კონვერსია მარტივდება იოლი და ინტუიტიური ნავიგაციით. გონივრული სტრუქტურირება, სუფთა ტიპოგრაფია, მაღალი ხარისხის დიზაინი და სურათები ნავიგაციის პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდიან. თუმცა აქ კიდევ უამრავი სხვადასხვა ფაქტორი თამაშობს. ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება და ხშირი გამოყენებადობის ტესტები კარგი გზაა რომ ამ საკითხში წინ გადადგათ საყურადღებო ნაბიჯები - ამასობაში ხალხიც დააინტერესოთ.

მაგალითად, CTA-ები (call to action; ღილაკები რომლებიც მომხმარებლებს უბიძგებენ რაიმე ვარიანტის არჩევას), მათი რაოდენობა, განლაგება, ერთმანეთთან კავშირები, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია როდესაც ნავიგაციურ სქემას სახავთ.

დამატებით, აუცილებელია წარმოდგენა გქონდეთ იმაზე თუ როგორ რეაგირებს ვიზიტორი თქვენი მიერ მიწოდებულ ვიზუალურ ინფორმაციაზე. კოგნიტური ფსიქოლოგიის მრავალი კვლევა გვაძლევს იმის საბაბს რომ ჩავთვალოთ ვიზუალური ინფორმაციის გადამუშავება იერარქიულ პროცესად.

ანუ, სტანდარტულად, ადამიანი ვიზუალური ელემენტების აღქმისას წინა პლანზე აყენებს დიზაინის (მისთვის) უმნიშვნელოვანესს ელემენტებს. ამის გათვალისწინებით, დიზაინერებს შეუძლიათ ფერების, ფორმების და სხვა ვიზუალური დეტალების გამოყენება რათა უფრო სწორხაზოვნად მიმართონ ვიზიტორის ყურადღება ამა თუ იმ ცვლადზე.


დეკორატიული


იმის გათვალისწინებით, რომ user-ების ნახევარზე მეტი მობილურით შემოდის თქვენ საიტზე, რეკომენდირებული ხდება საიტის ოპტიმიზაცია სხვადასხვა მობილურ ხელსაწყოებზე. რაც ბუნებრივია, ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც თქვენს ნავიგაციაზე უნდა აისახოს.

ვებსაიტის სტრუქტურა უნდა ასახავდეს როგორც მომხმარებლის ასევე თქვენი ორგანიზაციის ინტერესებსაც იმისათვის რომ ციფრული კომუნიკაცია წარმატებულად შედგეს. ბუნებრივია მომხმარებლის მხარე პრიორიტიზირებულია თუმცა ის ხერხები რომლებსაც მათთან დასაკავშირებლად იყენებთ მეტყველებს თქვენს ორგანიზაციაზე.

ასევე შეგიძლიათ პროექტები, რეკომენდაციები და მრავალი ტიპის მსგავსი ინფორმაცია განათავსოთ იმისათვის რომ ნდობა შემატოთ თქვენს ურთიერთობებს მომხმარებლებთან ან თუნდაც იმიტომ რომ საწყისი ნაბიჯების გადადგმაში წაეშველოთ მათ.

არაა ურიგო ლოიალურ ან ახალ ვიზიტორებს შესთავაზოთ დამატებითი რესურსები, აქციები, ფასდასკლებები. განსაკუთრებით თუ ისინი დროით განსაზღვრულია რადგან ეს ეხმარება კონვერსიების დაჩქარებას. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან პირდაპირობა, მათი სხვადასხვა გზებით მოტყუება არამარტო ეთიკურად გაუმართლებელი არამედ არაეფექტურიცაა თუ თქვენი ორგანიზაცია მხოლოდ იმისთვის არაა განკუთვნილი რომ მოგება იპოვოს.





დასკვნა

რომ შევაჯამოთ, გრაფიკული დიზაინი გადამწყეტ როლს თამაშობს მომხმარებლის ვებსაიტთან ინტერაქციის ხასიათში. როდესაც გასაგები ხდება სხვადასხვა ფაქტორი რომლებსაც გავლენა აქვთ მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე, მარტივდება ნავიგაციაც და მატულობს კონვერსიებიც.

რეკომენდირებულია ხშირი ტესტირება, უკუკავშირის მიღება რომ გავარკვიოთ ასრულებს თუ არა ვებსაიტი დაკისრებულ ფუნქციას - ეს კი გასაგები მხოლოდ სამიზნო აუდიტორიის ხარჯზე ხდება. ვებსაიტის ანალიტიკური მახასიათებლების გამოკვლევაც მნიშვნელოვანი ხელსაწყოა თქვენი ონლაინ ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.

როგორც ყოველთვის, აქაც ყველაფერს წყვეტს ის თუ რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ აუდიტორიას და როგორი ღირებულებები გაქვთ. ძირითადად ხალხი ზედმეტ ყურადღებას უთმობს კონვერსიებს და ავიწყდებათ რომ მათი ბიზნესი ონლაინ ეკოსისტემის ნაწილია. რაც იმას ნიშნავს რომ მათ ვალდებულება აქვთ, თუნდაც ოდნავ, გააუმჯობესონ საკუთარი ონლაინ გარემო.

იკა

იკა