ნავიგაციის სხვადასხვა ელემენტები

ნავიგაციის სხვადასხვა ელემენტები
26 იანვარი 2023     1367

ნავიგაციის სხვადასხვა ელემენტები

ნავიგაცია, როგორც მოგეხსენებათ, პროცესია რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა გვერდების ან ელემენტების დათვალიერებას საიტზე. ის UX-ის გადამწყვეტი ნაწილია და დიდი გავლენა აქვს მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე.

გრაფიკული დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია კი ზუსტად ისაა რომ დაეხმაროს ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღებაში როდესაც ისინი საიტზე არიან. ვებსაიტის ფუნქციონალური და ვიზუალური ნაწილი პირდაპირ მოქმედებს სწორედ ამ გადაწყვეტილებებზე. მნიშვნელოვანია გარკვევა თუ როგორ მოქმედებენ გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორები რათა მათზე ზედავლენით ადამიანებს უფრო სასიამოვნო UX შევთავაზოთ.

ჩვენ ხშირად განვიხილავთ ნავიგაციას, რაც გასაკვირი არაა იმიტომ რომ ის ნებისმიერი ონლაინ-ბიზნესის მნიშნელოვანი ფაქტორია. ამჯერად გვსურს ნავიგაციის რამდენიმე კონკრეტულ ელემენტზე ვიმსჯელოთ, უფრო კონკრეტულად კი იერარქიებზე და მათ გამოყენებაზე კონტენტის განაწილებისას.


დეკორაციული



კონტენტის იერარქიზაცია

არ დაგავიწყდეთ რომ ნავიგაცია თავისთავადი მიზანი არაა, ის ხელსაწყოა რომლითაც მომხმარებელს მიუთითებთ იმ ინფორმაციაზე რომლის ნახვაც სურთ, ან ისეთ კონტენტზე რომელიც შეიძლება აინტერესებდეთ. ეს უკანასკნელი სერიოზული ფაქტორი მხოლოდ მაშინ უნდა იყოს როდესაც უკეთ გესმით თქვენი სამიზნო აუდიტორიის სხვადასხვა მახასიათებლები, ისევე როგორც მათი ზოგადი ინტერესები.

იერარქიაში ვგულისხმობთ ელემენტების დიზაინში ისე განაწილებას რომ მეტად მნიშვნელოვანი ასპექტები წინა პლანზეა წამოწეული. ამის გაკეთება შეგიძლიათ ზომების, ფერის და სხვა ვიზუალური ნიშნების მანიპულაციით. მკვეთრი ვიზუალური იერარქიის დანერგვა ეხმარება მომხმარებელს მალევე იპოვოს ის რასაც ეძებს ამა თუ იმ ვებ-გვერდზე.

მაგალითად, ყველას ესმის რომ ბლოგის სახელი გამოყოფილია როგორც heading, რაც გამოხატავს მის პრიორიტეტულობას. CTA-ების გამოყოფასაც მსგავსი ეფექტი აქვს და ამ საკითხისთვის დამატებითი ყურადღების დათმობა მნიშვნელოვნად მოქმედებს ნავიაგციაზე. დამატებით, შეგიძლიათ კონტრასტი, სიახლოვე და მსგავი ცვლადები შეცვალოთ რათა უკეთ გამოკვეთოთ თქვენი იერარქიული სტრუქტურა.



ვებსაიტის ნავიგაცია დეკორატიული სურათი



ზოგადად რეკომდირებულია შაბლონური პატერნების გამოყენება და ამ პატერნების დარღვევა რაიმე ელემენტით რომლითაც გინდათ ვიზიტორის ყურადღების მიქცევა. ეს ყველაზე მარტივი ხერხია იმისათვის რომ დაიწყოთ ვებსაიტის ნაწილების მიზანმიმართულად გამოყოფა.

ასევე შეგიძლიათ რამდენიმე საკითხი ან ვიზუალური დეტალი ჯგუფურად შეკრათ რომ მომხმარებლისთვის ნათელი იყოს კავშირები ელემენტებს შორის. ეს კავშირები კი ისეთ ნავიგაციურ ჯაჭვებს აწყობს რომლებიც შექმნაც მათ გარეშე რთული ან შეუძლებელია.


კონტენტის დალინკვა

თუ ვებსაიტზე სხვა სახის კონტენტიც გაქვთ, ჯობს კონვერსიებზე ზედმეტად არ კონცენტრირდეთ, არ ჩათვალოთ რომ ყველა საიტზე სწორედ ამისთის შემოდის. ზოგს უბრალოდ თქვენი ბლოგები, პროექტები ან მსგავსი მატერიალი შეიძლება აინტერესებდეს. ბუნებრივია, სასიამოვნოა ნავიგაციური გამოცდილება ამ მომხმარებლებსაც უნდა შევთავაზოთ. თუ ეთიკური მიზეზების გამო არა, მაშინ თუნდაც იმისათვის რომ ისევ შემოვიდნენ თქვენს ვებსაიტზე.

ბევრი ბლოგის თქვენ საიტზე დადების ერთი მნიშნელოვანი უპირატესობა ისაა რომ ინფორმაციის დიდი ნაკადის მიწოდება შეგიძლიათ აუდიტორიისთვის უბრალოდ სხვადასხვა გვერდების გადალინკვით. თან ისე რომ ამ საქმეს დიდი დრო არ მიაქვს და ბევრად სასიამოვნოს ხდის ნავიგაციას.


სტოკ ფონი


ზუსტად ამიტომ ჩვენ შევქმენით პლატფორმა Linkers, რომელსაც სხვადასხვა ხელსაწყოები აქვს იმისთვის რომ უკეთესად შეგეძლოთ დალინკვის ფუნქციის გამოყენება. ნებისმიერი ადამიანი რომელიც თქვენ ლინკს გამოიყენებს შეგიძლიათ მოაქციოთ გარკვეულ ჯგუფში და პერსონალიზირებული კონტენტი მიაწოდოთ (მაგ: ბლოგები, რეკლამები, აქციები, ა.შ.)

ეს გაძლევთ საშუალებას მომხმარებლებს ისეთი კონტენტი დაურეკლამოთ რომელიც მართლა აინტერესებთ, რაც ასახულია მათ გადაწყვეტილებებში. Linkers უამრავი სხვა ფუნქციაც აქვს, მათ შორის ინფრომაციის მოგროვების სხვადასხვა გზები, ისევე როგორც ლინკების გენერირების და დაჯგუფების ხერხები.


დასკვნა

რომ შევაჯამოთ, ნავიგაცია და იერარქიული დაყოფა ბევრ რამეს ცვლის როდესაც საქმე ეხება UX-ს და კონვერსიის მაჩვენებლებს. გამოკვეთილი ვიზუალური იერარქიის შექმნით და მომხმარებლების ყურადღების სწორად მიმართვით მარტივდება მათთვის იმ ინფორმაციის მიწოდება რომელიც მეტად მნიშვნელოვანი გგონიათ.

არ დაგავიწყდეთ რომ მარკეტინგული კამპანიები ორიენტირებული უნდა იყოს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. ამ გადმოსახედიდან სტრატეგიებისთვის შეხდევა დაგეხმარებათ აუდიტორიისთის უკეთესი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზებაში.

იკა

იკა