პროექტები, შეცდომები და რისკ ფაქტორები

პროექტები, შეცდომები და რისკ ფაქტორები
03 თებერვალი 2023     1036

პროექტები, შეცდომები და რისკ ფაქტორები

ვებ-დიზაინის პროექტები მრავალი მიზეზის გამო შეიძლება აღმოჩნდეს წარუმეტებელი. ზუსტად რთულია გარკვევა რომელი ცვლადი რა შედეგს იწვევს. თუმცა შეგიძლიათ მეტა-მიდგომები გამოიყენოთ რომელიც უფრო სპეციფიურ პრობლემებს ადვილად გადაგაჭრევინებთ. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ უფრო შეკავშირებული გუნდები მეტად ადვილად უმკლავდებიან პრობლემებს

ისეთ პროექტებიც სადაც თითქოს ყველაფერი გათვლილია ხშირად კრახით სრულდება. მეტწილად ეს გამოწვეულია იმით, რომ პროექტ მენეჯერები არასწორ ელემენტებზე ამახვილებენ არასწორად ყურადღებას. პრობლემების მიზეზების რაოდენობრივად აღწერა იშვიათად არის წარმატებული.

მიზეზთაშორის მეტად გავლენიანებია: დამკვეთის ბიზნესის და მიზნების არასწორად გაგება, კომუნიკაციის ნაკლებობა მხარეებს შორის, რესურსების გაფლანგვა ან არამიზანმიმართულად გამოყენება. ამ ბლოგში განვიხილავთ შესაძლო გამომწვევ ფაქტორებს და იმას თუ როგორ ავარიდოთ მათ თავი. ასევე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მიზეზები ძირითადად ღირებულებებზე ორიენტირებულია.


პროეტის სქემები, დეკორაცია


პროექტის აღწერილობა

პროექტის აღწერილობა ერთი მხრივ განსაზღვრულია კონტრაქტში. ყოველი მხარე მასზე თანახმა უნდა იყოს და გაუგებარობებს უნდა ერიდოთ. ამ კონკრეტულ ასპექტს ხაზი უნდა გავუსვათ, საწყის ეტაპზე საყურადღებოა საკუთარი მოვალეობების და მოლოდინების უკეთ გაგება.

ასევე უნდა გქონდეთ თქვენი დამკვეთის ბიზნეს მიზნების ზოგადი აღქმა. თუ საერთოდ გაუგებარია ეს ასპექტი, სამომავლოდ ბევრ საკითხს გაართულებს. თუ, ვთქვათ, ვებსაიტია პროდუქტი რომელსაც სთავაზობთ, მაშინ უნდა გაარკვიოთ ზუსტად რა მიზნისთვის სჭირდებათ იგი.

ხშირ შემთხვევაში პროექტები წარუმატებელია რადგან მისი სირთულე ადეკვატურად არ არის შეფასებული. მუდმივად ვაწყდებით შემთხვევებს სადაც ორგანიზაცია არ ელის პროექტის გართულებას, არ აქვთ სარეზერვო გეგმები. რაც ბუნებრივია იწვევს გამოტოვებულ დედლაინებს და თანხის გადახარჯვას.

თუ ორგანიზაციაში გაქვთ ისეთი კულტურა რომლის ნაწილიცაა სხვებისთვის ყურადღებით მოსმენა, ასეთ პრობლემებს მეტწილად აარიდებთ თავს. თუმცა მოსმენა მხოლოდ არ კმარა, საჭიროა შესაბამისი კითხვების დასმაც. მოერიდეთ ზოგადი შაბლონებით მუშაობას, ეს ჩვევაში იზრდება და ხშირად იწვევს გაუგებრობებს. ერთი მარტივი რჩევა ამ საკითხზე არის ნათქვამის თქვენი სიტყებით მოსაუბრისთვის გამეორება.


დრო. დეკორატიული


რესურსები და მათი გამოყენება

რესურსებში უბრალოდ ვგულისხმობთ თქვენი თანამშრომლების უნარებს და სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომლებიც პროექტის განვმალობაში საჭირო ხდება. დამატებით, დრო, თანხა და ტექნოლოგიაც რელევანტური ფაქტორებია.

რესურსების დაახლოებით აღქმა საყურადღებოა, რადგან წინასწარ შესაძლებელი ხდება განსაზღვრა იმის თუ რამდენად მზადაა გუნდი ამა თუ იმ პროექტისთვის.

მოლოდინები პროექტის დასაწყისშივე უნდა იყოს განხილული ისე, რომ საბოლოოდ მათ პრაქტიკული ხასიათი ქონდეთ. რეკომენდირებულია სადმე ჩაწერილი გქონდეთ მოლოდინების ზოგადი მონახაზი.

თუ თქვენი მოლოდინები რადიკალურად შეუსაბამოა პროექტის მახასიათებლებთან, ეს არამარტო იმოქმედებს პროდუქტზე, არამედ გუნდის შეკავშირებულობაზეც და ბრენდინგზე.

ზოგი ზედმეტად კონცენტრირდება მხოლოდ და მხოლოდ პროექტზე, ვეღარ ხედავს რომ პროექტი უფრო დიდი ორგანიზაციის ნაწილია. მნიშვნელოვანია იმის აღქმა, რომ წარმატებული პროექტების თუ ორგანიზაციების ფუნდამენტი ის ხალხია რომლებიც საქმეს აკეთებენ, მათი ღირებულებები, რამდენად მონდომებით უდგებიან საკვლევ მასალას, რამდენ დროს და ყურადღებას უთმობენ სხვების იდეები გათვალისწინებას, ა.შ.


დეკორაცია


კომუნიკაციის ნაკლებობა

პრაქტიკულად ნებისმერი ვებ-დიზაინის პროექტისთვის საჭიროა ეფექტური კომუნიკაცია. რაც ითვალისწინებს ნათელ და რეგულარულ კომუნიკაციას დამკვეთსა და ჯგუფს შორის, ისევე როგორც პროგრესის update-ებს და უკუკავშირის შესაძლებლობებს.

თუ კომუნიკაციის იწვევს გაუგებრობებს დამკვეთსა და ჯგუფს შორის, ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. პირველ რიგში, გაუგებრობების გამო, ამ გაუგებრობებმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს, შეყოვნდეს პროექტი, ბოლოს კი პერსონალური ურთიერთობა დაიძაბოს, რაც ძალიან მოქმედებს საბოლოო პროდუქტზე. დამკვეთი შესაძლებელია უკმაყოფილო გახდეს პროექტის მიმართულებით, ან თვლიდეს რომ გუნდი არ ითვალისწინებს მის მოლოდინებს.

ამის თავი რომ აარიდოთ, საჭიროა ყველა ასე თუ ისე ერკვეოდეს პროექტის დეტალებში, რეგულარული იყოს ეფექტური კომუნიკაცია. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს ხშირ საუბრებს, იმეილებს ან ჩატებს, პროექტის სტატუსის განახლებებს, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა პროექტ მენეჯმენტის აპლიკაციების ფუნქციების გამოყენებაც.


დასკვნა

როგორ პრაქტიკულად ყველა სხვა ონლაინ-ბიზნესის ასპექტში, შეცდომებისთვის გვერდის ავლა პროექტის დროს, ძირიდად დამოკიდებულია გუნდის იდენტობაზე.

ეს შეიძლება ბუნდოვნად ჟღერს ერთი შეხედვით, თუმცა ნაგულისხმები ისაა რომ ხალხი საკუთარი იდეების და აზრების მიხედვით მოქმედებს. ეს აზრები და იდეები განაპირობებენ მათ ღირებულებებს, ეთიკურ პრინციპებს, ურთიერთობრივ მიდრეკილებებს, ა.შ.

საბოლოოდ, ორი სიტყვით, ენერგიის და დროის დახარჯვა თქვენ თანამშრომლებზე და არა რაღაც ციფრებზე რომლებიც პრაქტიკულად სრულიად არბიტრარულია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისეთი გუნდის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც წარმატებით და კონსისტენტურად ასრულებს საქმეს.

იკა

იკა