კონტენტ სტრატეგიები და ხშირი შეცდომები
07 თებერვალი 2023     787

კონტენტ სტრატეგიები და ხშირი შეცდომები

კონტენტი და დიზაინი, როგორც წესი, ბრენდინგის ორი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომლებიც განაპირობებენ თუ რამდენად დაინტერესდება ხალხი თქვენი პროექტებით, ნამუშევრებით და იდეებით.

რაც დრო გადის და ვითარდება ციფრული სამყარო, მით უფრო ცხადი ხდება ბიზნესთა უმრავლესობისთვის რომ ძლიერი ბრენდის ქონა ბევრ რაიმეს წყვეტს. რასაკვირველია ამაში უამრავი ფაქტორი თამაშობს როლს, თუმცა მაღალი ხარისხის კონტენტი ყოველთვის დიდი პლიუსია თუ სამიზნო აუდიტორიასთან უფრო მჭიდრო კავშირი გსურთ.

სამწუხაროდ დღეს პრაქტიკულად ყოველი კომპანია ყველაფერს აკეთებს ყურადღების მისაზიდად, რაც იმას ნიშნავს რომ რთულია გამოირჩეტ რაიმეთი ონლაინ სივრცეებში. განსაკუთრებით, როდესაც გსურთ რომ მომხმარებლებთან სტაბილური, გრძელვადიანი ურთიერთობები გქონდეთ. სწორედ მსგავს პრობლემებზე საპასუხოდ საჭირო ხდება გონივრული კონტენტ სტრატეგიები და ამასთანავე, რა თქმა უნდა, გავრცელებული შეცდომებისთვის თავის არიდება.



დეკორაცია


წინასწარი მზადება

როგორც ყოველთვის, საკუთარი სამიზნო აუდიტორიის უკეთ გაცნობა პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ისეთი კონტენტ სტრატეგიის შესაქმნელად, რომელიც ისევ მათთვის უნდა იყოს დამაინტრიგებელი. პირველ რიგში, გადახედეთ ისეთ ფაქტორებს როგორებიცაა დემოგრაფიული მაჩვენებლები, ზოგადი ინტერესები, არასასიამოვნო ელემენტები და მიზნები. ეს საწყისი ეტაპისთვის საკმარისი უნდა იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

თუ თქვენი ბიზნესი მსხვილმასშტაბიანია, მაშინ დაგჭირდებათ სწორედ ასეთ დეტალებზე კონცენტრირება, რაც რაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება თქვენი აუდიტორიის მახასიათებლების შესასწავლად. თუ შედარებით პატარა ბიზნესი გაქვთ, მაშინ საყურადღებო ხდება ასეთი მონაცემების მიღმა სხვა ტიპის ინფორმაციის ძიება იმისათვის რომ ძლიერი კავშირები გქონდეთ თქვენს მომხმარებლებთან.

ასევე, წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი მიზანი ამა თუ იმ კონტენტთან მიმართებაში. იმის მიხედვით თუ რისი მიღწევა გინდათ სხვადასხვა ელემენტებს შესაძლოა დაეთმოთ სხვადასხვა დონის ყურადღება, იერარქიული განაწილება შეიცვალოს, ა.შ. მაგალითად, შესაძლოა ბრენდი გინდოდეთ უფრო ცნობილი გახდეს, ან ტრაფიკმა მოიმატოს, ლიდები იპვოთ ან გააუმჯობესოთ მომხმარებლების აქტივობა.



დეკორატიული


გარე კავშირები

ის თუ სად განათავსებთ კონტენტს უფრო და უფრო საყურადღებო ხდება. ხალხის დიდი ნაწილი მხოლოდ 10-მდე აპლიკაციას იყენებს, შესაბამისად კონცენტრირდით ძირითადად მხოლოდ მათზე. თუმცა, ყოველ ამ აპლიკაციას საკუთარი სპეციფიკა აქვს.

მაღალხარისხიანი კონტენტის შექმნა დიდი წინგადაგმული ნაბიჯია მომხმარებლებთან კავშირების დასამყარებლად, თუმცა მისი სწორად რეპრეზენტაცია არანაკლებ საჭიროა ბიზნესის პოპულარიზაციისთვის.

გადაწყვეტილებები ფონტზე, მასალაზე, ფერების სქემაზე და სურათების ტიპზე მნიშვნელოვნად მოქმედებენ თქვენი კონტენტის ეფექტურობაზე. როდესაც თქვენი კონტენტის დიზაინს აკეთებთ მიაქციეთ ყურადღება ისეთ პოტენციურ ასპექტებს, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლების ყურადღება მიიქციონ.

ერთი მარტივი გზა რომ მიიქციოთ ყურადღება არის Guest პოსტები. ისინი ითვალისწინებენ ბლოგ პოსტების დაწერას სხვა კომპანიისთვის თქვენს ინდუსტრიაში. ეს დაგეხმარებათ ახალი აუდიტორიის სეგმენტების მოზიდვაში და ბრენდის სანდოობის გაუმჯობესებაში. როდესაც ასეთი კომპანიის არჩევას დაიწყებთ გაითვალისწინეთ რომ მათი ვებსაიტები რელევანტური უნდა იყოს თქვენი აუდიტორიისთვის და თავის მხრივ მომხმარებლების დიდი და აქტიური ბაზა უნდა ჰყავდეს. შეეცადეთ რაიმე დამაინტრიგებელი შესთავაზოთ მათ აუდიტორიას, თუნდაც არგუმენტებით, დიზაინით ან სახალისო ასპექტებით.



ოფისის ფონი


ფორმალური მხარე

რადგან დაუმუშავებელი კონტენტი პრიორიტეტულია, ეს არ ნიშნავს იმას რომ კონტენტის დიზაინი უნდა დააიგნოროთ. ძირითადად, პირიქითაა თუმცა ჩვენი ორგანიზაცია ჩვეულებრივ მატერიალზე კონცენტრირდება და არა ფორმაზე. ასეა თუ ისე, ცუდმა დიზაინმა შეიძლება გაუგებარი გახადოს კონტენტი, სათქმელი გააფუჭოს ან დააზიანოს თქვენი რეპუტაცია. როდესაც კონტენტს ქმნით გაამახვილეთ ყურადღება კონტრასტზე, ფერების სქემაზე და იმ სურათების ტიპზე, რომელსაც გამოიყენებთ. დიზაინმა უნდა გამოკვეთოს თქვენი სათქმელი და არა პირიქით.

ეცადეთ ზედმეტი მასალა არ გამოიყენოთ, მინიმალიზმი ძირითადად ამართლებს. მრავალმა ელემენტმა შესაძლოა ზედმეტად დატვირთოს კონტენტი, რთული გახადოს მისი კითხვა და გაგება თქვენი აუდიტორიისთვის. ფორმა უნდა იყოს მარტივი, დალაგებული და ფრაგმენტირებული იმისათვის რომ მის აღქმას ხელი შეუწყოთ.

სურათებიც, სწორედ ამ კუთხით, საკმაოდ გამოსადეგია. თუმცა, მნიშვნელოვანია მათი ისე განაწილება რომ მომხმარელები თან კითხვისგან დაასვენოთ თან უადგილოდ არ შეაწყვეტინოთ კითხვა. თუ ინფოგრაფიკებს ან ვიდეოებს გამოიყენებთ, მაშინ გააგებინეთ მომხმარებელს თუ ზუსტად რაზეა ისინი.

და ბოლოს, ინტერნეტ ტრაფიკის უდიდესი ნაწილი მობილური მოწყობილობებიდან მოდის, შესაბამისად თქვენი კონტენტი მათაც უნდა ერგებოდეს.


დასკვნა

რომ შევეჯამოთ, ძლიერი კონტენტ სტრატეგიის შექმნა, ისევე როგორც კონტენტ დიზაინში მნიშვნელოვანი შეცდომების არ დაშვება დიდ როლს თამაშობს თქვენი ბრენდის ონლაინ სივრცეებში პოპულარიზაციაში.

სამიზნო აუდიტორიის მახასიათებლების უკეთ გარკვევა, წინასწარ ორგანიზაციის მიზნების მკვეთრად განსაზღვრა, კონტენტის სხვადასხვა ელემენტების დაგეგვმა და დიზაინისთვის დამატებითი ყურადღების დათმობა რეკომენდირებული საშუალებებია ეფექტური და საინტერესო კონტენტის შესაქმნელად.

არ დაგავიწყდეთ, რომ მომხმარებლები ელიან თქვენგან სიმარტივეს, მიაქციეთ ყურადღება მათ რეაქციებს და შექმენით ისეთი კულტურა ორგანიზაციაში, რომელიც კრიტიკას და უკუკავშირს მარტივად იღებს.

იკა

იკა