ჩვენი ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმები

ჩვენი ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმები
08 თებერვალი 2023     1023

ჩვენი ორგანიზაციის სხვადასხვა პლატფორმები

ჩვენი ორგანიზაცია უკვე 9 წელია გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებსა და პროდუქტებს. ამ ბლოგში მოკლედ მიმოვიხილავთ რამდენიმეს, ავღწერთ მათ ფუნქციებს და როლს ჩვენს ამჟამინდელ და სამომავლო პროექტებთან მიმართებაში.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს რომ ყოველი ჩამოთვლილი პროდუქტი თუ სერვისი ორიენტირებულია მომხმარებლისთვის ერთი, მთლიანი, თანმიმდევრული ნაშრომის ან მომსახურების მიწოდებაზე. ანუ, ეს ყოველი პლატფორმა ერთმანეთს ეწყობა და ქმნის ერთობლივ სისტემას.

ამ სისტემის ძირითადი მიზანია ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ონლაინ-ბიზნესის ოპერირების სხვადასხვა ასპექტები. რაც დრო გადის, მით მეტი ფაქტორი ხდება რელევანტური იმისათვის რომ თქვენი ონლაინ-ბიზნესი კონკურენტუნარიანი იყოს, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პროექტებს.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი ხდება მომხმარებლებისთვის ისეთი ხელსაწყოების და საშუალებების მიწოდება, რომლებიც მათ დროსაცა და რესურსებსაც დააზოგინებს.


myGO

myGO-ის მთავარი და ცენტრალური ფუნქციაა მის აუდიტორიას შესთავაზოს მაღალი ხარისხის ვებსაიტები და აპლიკაციები. 100-მდე დასრულებული პროექტი ქვეყანაში წამყვან კომპანიებთან დიდი გამოცდილების მომცემი იყო, რომელიც გვეხმარება ჩვენი სამიზნო აუდიტორიის ინტერესების და სურვილების უკეთ გაგებაში.

ზოგი მომხმარებლისთვის აუცილებელია გარკვეული შემოთავაზებული გეგმის ზედმიწევნით მიყოლა, ზოგს სჭირდება დამატებითი იდეების განხილვა, ანალიზი და შეფასება. ჩვენი გუნდი მზადაა ორივე შემთხვევაში შემოგთავაზოთ პოტენციური ვებ-საიტის საინტერესო სქემები.

ამასთანავე, პროექტის დასრულების შემდეგ, 3 თვიანი მხარდაჭერა აბსოლუტურად უფასოა. ეს ითვალისწინებს სხვადასხვა დეტალების დახვეწას, პრობლემების მოგვარებას, bugfixing-ს, ა.შ.

საიტებისა და ვებ-აპლიკაციების დამზადების გარდა, myGO გთავაზობთ ვებ კონსულტაციას, სხვადასხვა ტიპის პროექტების მენეჯმენტს, ისევე როგორც რეკლამების სერვისებს.



მაიგოუ



Server1

სახელიდან გამომდინარე არ იქნება გასაკვირი რომ ეს კომპანია სერვერებთან დაკავშირებულ მომსახურებების მიწოდებაზეა ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ cloud, vps და გამოყოფილ სერვერებს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიასა და ფინეთში.

ვებ-საიტის სერვერული მხარე გავლენას ახდენს თქვენს SEO მაჩვენებლებზე, ისევე როგორც ზოგადად მის ხელმისაწვდომობაზე, სისწრაფეზე, პირველ შთაბეჭდილებებზე, ინფორმაციის დაცულობაზე. შესაბამისად, მაღალი ხარისხის სერვისის მოპოვება ერთ-ერთი ცენტრალური ფაქტორი ხდება თქვენი ონლაინ-ბიზნესის პოპულარიზაციაში.

Server1 myGO-ს დიდად არ ჩამოუვარდება გამოცდილებით, ეს ორი კომპანია პირველ წყვილს წარმოადგენდნენ. ამიტომაც, თუნდაც პატარ-პატარა პრობლემებისთვის თავის არიდება სწორედ ამ გამოცდილების ხარჯზე გამარტივებულია.

მხოლოდ ₾6.99 შეგიძლიათ დღესვე დაიწყოთ სხვადასხვა სერვერული სერვისების გამოყენება თქვენი კომპანიის განსავითარებლად. მათ შორის: ულიმიტო დომენების, ულიმიტო საბდომენების, ულიმიტო ტრაფიკის, ულიმიტო ელ-ფოსტის, ულიმიტო FTP-ის, ულიმიტო MySQL-ის, ა.შ.



სერვერ1



mySEO

mySEO სპეციალურად იმ აუდიტორიის სეგმენტებისთვის გვაქვს, რომლებსაც სურთ დამატებითი დახმარება საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. რადგან თქვენი საიტის რანჟირება განპირობებულია მრავალი ფაქტორით (როგორც Google პირდაპირ გვატყობინებს) შესაძლოა გსურდეთ თქვენი დროის და ენერგიის სხვა რამეებზე გადართვა.

თქვენი SEO მახასიათებლები პირდაპირ წყვეტს თუ როგორ დაირანკება საიტის სხვადასხვა საძიებო სისტემებში, მათ შორის Google-ში. თუ გსურთ, რომ თქვენი ორგანიზაცია ადვილად მოსაძებნი იყოს SEO-სთვის ბევრი რესურსი უნდა გაიღოთ.

mySEO-ს ალგორითმი ავტომატურად გამოგიგზავნით უამრავი სახის რეპორტებს თქვენს SEO მაჩვენებლებზე და მონაცემებზე. დამატებით, ეს რეპორტები შეიცავს რჩევებსაც, რომლებიც პირდაპირ მიგითითებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე.

10 რეპორტი შეგიძლიათ უფასოდაც მიიღოთ რეგისტრაციის შემდეგ. თუ დაინტერესდებით ამ ალგორითმით, შემდეგ შეგიძლიათ $10-ად საწყისი პაკეტი შეიძინოთ, რომელსაც უამრავი სხვადასხვა ბონუს ფუნქცია ახლავს თან.



მაისეო



Linkers

Linkers არის ლინკების მრავალმხრივ გამოყენებაზე კონცენტრირებული პლატფორმა. რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მიიღოთ იმ მომხმარებლებზე რომლებიც ამა თუ იმ ლინკს ხმარობენ.

რადგან ჩვენი გუნდისთვის ონლაინ-ბიზნესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი აუდიტორიასთან ურთიერთობაა, საყურადღებო ხდება მათი უკეთ გაცნობა, მათი მიზნებისა და მოთხოვნების უკეთ გაგება.

Linkers გაწვდით ისეთი ტიპის ინფორმაციას რომელიც ინვაზიური არ არის, მაგრამ ამავდროულად გაძლევთ საშუალებას ჯგუფებად დაყოთ მომხმარებლები და მათ სწორედ ისეთი კონტენტი შესთავაზოთ რომელიც აინტერესებთ.

ამასთან ერთად, შეგიძლიათ ლინკების შემოკლება, ბრენდირება (ანუ საკუთარ დომენზე მიბმა ყველა ქვედომენის), მათი გამოყენების პაროლით ან დროით შეზღუდვა, პიქსელების გამოყენება და სხვა მრავალი რამ.

პიქსელი ხელსაწყოა, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ მომხმარებლების კატეგორიზაცია ისე, რომ პირდაპირ და კონკრეტულად მათ შესთავაზოთ მეტად რელევანტური აქციები, ფასდაკლებები, რეკლამები ან სხვა მსგავსი ტიპის მატერიალი.



ლინკერსი



Wik

Wik ვებ-ბილდერების პლატფორმაა, ანუ სხვა სიტყვებით, იგი გთავაზობთ განსხვავებული ტიპის მზა საიტებს, რომლებთა სურვილისამებრ შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

დიზაინის მხრივ წარმოდგენილი 7 შაბლონი, რომლებიც სრულიად ადაპტირებულია მობილურ მოწყობილობებზე. კონტენტიც, რომელიც საიტზე გექნებათ განთავსებული ნებისმიერ დროს საჭიროების მიხედვით შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ.

რადგან Wik-ს, ისევე როგორც ზოგადად builder-ებს, კომპანიები ხმარობენ საწყის ეტაპზე, ჩვენ შევეცადეთ ყოველი ეტაპი იოლი, სწრაფი და ინტუიტიური გაგვეხადა. Wik-ის პარტნიორობის შემთხვევაში, საერთოდ არ მოგიწევთ თქვენი საიტის ფუნქციონალურ მხარეზე ზრუნვა, ეს ყველაფერი წინასწარ მოგვარებულია.

ამ შაბლონებს თან მოყვება ბლოგის კატეგორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება თუ mySEO-ს და Linkers-ის სერვისებს ხმარობთ, რადგან ეს ორი პლატფორმა საყურადღებო ინფორმაციას გაწვდით თქვენი SEO მაჩვენებლების განვითარების შესაძლებლობებზე.

ეს პლატფორმა ზედგამოჭრილია მათთვის ვისაც არ აქვს ან შესაძლებლობა ან საჭიროება, რომ myGO-ს სერვისები გამოიყენოს.



ვიკ



ბლოგ პოსტები

ამასთანავე, ავღნიშნავთ რომ myGO-ს, Server1-ს და Wik-ს, თითოეულს საკუთარი ბლოგ სექცია აქვს, სადაც განვიხილავთ უამრავ სხვადასხვა საკითხს; myGO-ს ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენი ბლოგები ინგლისურ ენაზეც ხელმისაწვდომია უცხოელი მომხმარებლებისთვის.

ყოველი ვებსაიტი ძირითადად ორიენტირებულია საკუთარ სპეციფიკაზე. მათ შორის myGO ყველაზე მრავალმხრივი კონტენტით გამოირჩევა, როგორც კომპლექსურობის, ასევე თემატიკის კუთხით.

სერვერზე ძირითადად ორი მეთოდით ვწერთ ბლოგებს: კითხვები და ინტსრუქციები კონკრეტულ პრობლემებზე თუ პროცესებზე და ზოგადი განმარტებები სერვერებთან დაკავშირებულ თემებზე.

Wik შედარებით ახალია და რადგან მისი აუდიტორიაც შედარებით მარტივად გასაგებ კონტენტს ეძებს, Wik-ზე სწორედ ამაზე ვფოკუსირდებით. თუ გსურთ პირველი ნაბიჯები გადადგათ ქართულ ბიზნეს სამყაროში, Wik-ის ბლოგები თქვენთვის საკმაოდ რელევანტური იქნება.

იკა

იკა