ორგანიზაციის კულტურა და სახე

ორგანიზაციის კულტურა და სახე
10 თებერვალი 2023     1415

ორგანიზაციის კულტურა და სახე

სამუშაო გარემოს კულტურა ნებისმიერი ორგანიზაციის არსებითი ნაწილია და გავლენა აქვს თანამშრომლების განწყობაზე, პროდუქტიულობაზე და კმაყოფილებაზე. დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიის ვებსაიტი ერთგვარი ანარეკლია მისი ბრენდის, ღირებულებების და კულტურის. ამიტომაც, ვებ დიზაინს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პოზიტიური და ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებაში.

პოზიტიური ორგანიზაციული კულტურა კი თავისთავად აუმჯობესებს კეთილდღეობის განცდას, ამარტივებს თანამშრომელთა შენარჩუნებას და ზოგადად უფრო სასიამოვნოს ხდის სამუშაო გარემოს. დამატებით, კი გექნებათ საშუალებები ახალი ტალანტი მიიზიდოთ, რადგან სამუშაო გარემოს კულტურა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია კომპანიის დატოვების, რაც უფრო ეთიკური და მხარდამჭერი სამუშაო კულტურის შექმნას პრიორიტეტულს ხდის.


საშუალებები და მიზნები

უკეთესი კულტურის შესაქმნელად არაერთი ხელსაწყო არსებობს, ვებ დიზაინი მათ შორის კი შეგიძლიათ სახესხვაობის, თანასწორობის და ინკლუზიურობის მეტად დასამკვიდრებლად გამოიყენოთ. ამის კეთება ისეთი ელემენტარული რამეებითაც შეგიძლიათ დაიწყოთ როგორებიც სურათები და ენაა, რომლებსაც იყენებთ. ბუნებრივია, აქ ჩვენ ამ ჩამოთვლილი ცნებების პოლიტიკურ ხასიათზე არ გვაქვს საუბარი - ეს რა თქმა უნდა ვებ-დიზაინის მიღმაა.



ოფისის სურათი



ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გზა, რომლითაც სამუშაო გარემოს გაუმჯობესება შეგიძლიათ როგორც დიზაინერს, არის ხელმისაწვდომობაზე კონცენტრირება. ეს ითვალისწინებს ისეთი ვებსაიტების დიზიანს რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი თანამშრომლისა თუ მომხმარებლისთვის, მათი უნარების მიუხედავათ. ამაში მოიაზრება ისეთი ფუნქციების გამოყენება, როგორებიცაა ალტ-ტექსტები, სუბტიტრები, ხელმისაწვდომი ნავიგაცია. ასეთი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ორგანიზაციის სხვადასხვა ასპექტს.

ჩვენ ამ საკითხზე არაერთი ბლოგი გვაქვს შემოთავაზებული, მათ შორის ხელსაწყოებზეც რომლებიც დაგეხმარებათ ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. ხელმისაწვდომობა ჯერ-ჯერობით არაა დამკვიდრებული ცნება და საშუალო ონლაინ-ბიზნესი მას არც ითვალისწინებს, თუკი თქვენ ამ საკითხს დროს დაუთმობთ საგრძნობი უპირატესობა გექნებათ კონკურენტებთან შედარებით.


უკუკავშირი და შიდა კავშირები

დამატებით ვებ დიზაინის კუთხით შეგიძლიათ საკუთარი გუნდი უფრო აქტიური გახადოთ. მიეცით მათ საშუალება რომ საკუთარი აზრები და იდეები გამოხატონ თქვენს ვებსაიტზე განთავსებული სხვადასხვა გამოკითხვით ან უკუკავშირის ფორმით. ეს ერთი მხრივ, ეხმარება ინდივიდების შეკავშირებულობას და ამავდროულად აჩვენებს მათ, რომ მათი აზრი დაფასებულია.

რომც მათი პასუხები დიდად საინტერესო ან გამოსადეგი არ იყოს, მაინც მნიშვნელოვანი პლიუსია ამ შესაძლებლობის ქონა. დამატებით კი, ყოველთვის შეგიძლიათ თუნდაც სუსტი კრიტიკა საკუთარი იდეების დასახვეწად გამოიყენოთ, ან თუნდაც იმის გასაგებად რატომ ან როდის აქვთ სხვებს დაუსაბუთებელი იდეები ამა თუ იმ საკითხზე.



გუნდური მუშაობა



ამგვარი ტიპის ორგანიზაციული ურთიერთობის ჩამოყალიბება მოგცემთ საშუალებას, რომ უფრო აკურატულად ასახოთ თქვენი გუნდის ღირებულებები და იდეები. მაგალითად, მინი-კვლევები და ტესტები კარგი საშუალებებია გაარკვიოთ ვებსაიტის დიზაინის ან კონტენტის ხარისხის დონე. ასევე, შესაძლებელია თვითონ კონტენტის შეცვლის საშუალება მისცეთ თანამშრომლებს რათა მათვე პირდაპირ გაუზიარონ თქვენს აუდიტორიას სხვადასხვა იდეები, თუნდაც ბლოგების ან წარმატებული პროექტების სახით.

ამასთანავე მიაქციეთ ყურადღებლობა გამჭვირვალობასაც, განათავსეთ ზუსტი და გასაგები ინფორმაცია კომპანიის პოლიტიკაზე, პროცედურებსა და ბენეფიტებზე. ეს რასაკვირველია წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველაფერი წყალში ჩაიყრება თუ იძულებით ან მოტყუებით შეეცდებით გარკვეული მიზნების მიღწევას. ნდობა ფულზე რთულად საშოვნელი, მაგრამ ხშირად მეტი სარგებელიც მოაქვს.

და ბოლოს, თანამშრომლების პროფილების, მათი წარმატებული პროექტების, მიღწევების თუ დახასიათების საიტზე დართვა კარგი იდეაა, თუ მათ სურთ ეს და თანხმობა გაქვთ. ამით ერთი მხრივ, უფრო ცნობადს და უნიკალურს გახდით კომპანიას, მეორე მხრივ მისცემთ სხვებს საშუალებას რომ საკუთარი ნამუშევრების ექსპონირება მოახერხონ.



დეკორაცია



დასკვნა

ასეა თუ ისე, ყველაფერი დაიყვანება იმ ეთიკურ პრინციპებზე, რომლებსაც თქვენ როგორც ორგანიზაციის მორიგი თანამშრომელი ან მფლობელი ერთგულად იყენებთ. რასაკვირველია, ერთი თანამშრომელი ვერ გადაწყვეტს თუ როგორი იქნება ორგანიზაცია, თუმცა თითქმის ყოველთვის არის საშუალებები რომ სიტუაციის გაუმჯობესება მაინც სცადოთ.

კონკრეტულად, როგორც დიზაინერს, შეგიძლიათ თქვენი დიზაინები გამოიყენოთ გარემოს შესაცვლელად. იმ ელემენტების გამოყენებით, რომლებიც ასახავენ კომპანიის ღირებულებებებს და თანამშრომლებისთვის აზრის გამოხატვის სხვადასხვა საშუალებების მიცემით, შეგიძლიათ თქვენი ბრენდი გაზარდოთ და გააუმჯობესოთ. უკუკავშირი და მუდმივი ანალიზი კი დაგეხმარებათ საკუთარი ორგანიზაციის, თუ პროექტების, ამჟამინდელი მდგომარეობის სპეციფიკაში გასარკვევად.

იკა

იკა