რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-ხელმისაწვდომობა?

რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-ხელმისაწვდომობა?
14 თებერვალი 2023     1545

რამდენად მნიშვნელოვანია ვებ-ხელმისაწვდომობა?

ინტერნეტი საშუალო ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია. მისი წყალობით შესაძლებელია როგორც ინფორმაციის მიღება, ან მეგობრებთან და ოჯახთან დაკავშირება, ისევე ბიზნესის წარმართვა. თუმცა, ყველას ამ ხელსაწყოს გამოყენება არ შეუძლია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიხედვით 1 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს რამე უნარი შეზღუდული, საკმაოდ ბევრს ზოგადად უჭირს ინტერნეტის გამოყენება ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო. ზუსტად ამიტომაა ეს ცნება მნიშვნელოვანი, ამ ბლოგშიც სწორედ ასეთ მიზეზებზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

იმ ხალხისთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია მორალი საკუთარ საქმეში, ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა მარტივად აღსაქმელია. თუ თქვენ ამ ასპექტზე იზრუნებთ, უფრო ადვილად შეეძლებათ ქვედუუნარო ადამიანებს თქვენი ვებ-საიტების და ვებ-გვერდების გამოყენება.


რა არის ვებ-ხელმისაწვდომობა?

ვებ-ხელმისაწვდომობა, როგორც ცნება, დაკავშირებულია ვებ-საიტების და აპლიკაციების ისე დამზადებასა და მოწყობასთან, რომ სხვადასხვა ტიპის (მაგ: ვიზუალური, აუდიო, მოტორული ან კოგნიტური) ქმედუუნარო ინდივიდებმა მოახერხონ მისი წარმატებით გამოყენება. წარმოდგენა, რომ შეგექმნათ ეს ითვალისწინებს ისეთ რამეებს, როგორებიცაა ალტ-ტექსტები, სუბტიტრები ვიდეოებისათვის და კლავიატურით ნავიგაციას (მათთვის ვინც მაუსს ვერ იყენებს).



დეკორაცია



ხელმისაწვდომობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ყოველ ადამიანს, რამდენადაც შესაძლებელია, ქონდეს სხვადასხვა საშუალებები, რომ უპრობლემოდ მიიღონ სერვისები და ინფორმაცია ინტერნეტში. რასაკვირველია, დღესდღეობით ინტერნეტის ნავიგაცია მათთვის საკმაოდ რთულია, თუმცა თუ საკმარისად ბევრი ადამიანი გადადგამს ნაბიჯებს ამის გამოსასწორებლად შესაძლებელი გახდება ინტერნეტის უფრო სასიამოვნო ადგილად გადაქცევა.


სამომავლო პერსპექტივები

ADA-ს მიხედვით, ყოველი ბიზნესი, რომელსაც 15-ზე მეტი თანამშრომელი ყავს, პასუხისმგებელია საკუთარ სერვისებზე თანაბარი წვდომის მიწოდებაზე, რაც ვებ-საიტებსაც ეხება. ამის უგულებელყოფა სასამართლო გარჩევებით მთავრდება, ისევე როგორც რეპუტაციის გაფუჭებით. თუმცა თანაბარი წვდომის მიწოდების მოვალეობა მხოლოდ ლეგალურ ჩარჩოებში არ უნდა განვიხილოთ რადგან ამისი მორალური ობლიგაციაც არსებობს.

საქართველოში მსგავსი კანონები ჯერ-ჯერობით არ გვაქვს. თუმცა, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ციფრული სამყარო, ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების არ დაკმაყოფილება შესაძლოა ონლაინ-ბიზნესებისთვის ძალიან საზარალო აღმოჩნდეს. ამას რომ თავი დავანებოთ, მოსახლეობის ასაკის მატებასთან ერთად მატულობს ქმედუუნარო ხალხის რაოდენობაც.



დეკორატიული, ლეპტოპის სურათი, ხელმისაწვდომი კლავიატურა



წინასწარ ზრუნვა ზემოთხსენებულ ასპექტებზე მოგცემთ საშუალებას რომ მუდმივად სთავაზობდეთ თქვენ მომხმარებლებს საჭირო სერვისებს. თუ თქვენი ორგანიზაცია მარკეტზე სტაბილურად გააგრძელებს არსებობას, მაშინ მას ერთგული მომხმარებლებიც ეყოლება. რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი სამიზნო აუდიტორიის მრავალი სეგმენტი საშუალო ასაკით საგრძნობლად მოიმატებს და შესაბამისად ქმედუუნარო ინდივიდებიც აუდიტორიის უფრო და უფრო დიდ პროცენტულ ნაწილს შეადგენენ.

გარდა ამისა, ქმედუუნარო მომხმარებლები ეძებენ საიტებს, რომლებიც მათ ინტერესებს ითვალისწინებენ, შესაბამისად მათი მიზიდვაც და შენარჩუნებაც უფრო მარტივია.


მარკეტის წვდომა

თქვენი ვებ-საიტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ითვალისწინებს მარკეტის წვდომის გაუმჯობესებას. ქმედუუნარო ხალხი უფრო და უფრო რელევანტური სეგმენტები ხდებიან სუფთა ინსტრუმენტალური გადმოსახედიდან. თუ მორალური მიზეზები არ არის საკმარისი, გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ფუნქციების დანერგვით იზიდავთ საკმაოდ ბევრ ახალ მომხმარებელს. ხელმისაწვდომი ვებსაიტები და სერვისები კი უფრო ადვილად ხდება პოპულარული რადგან მათ მეტი სიხშირით აზიარებენ, რეკომენდაციას უწევენ, რაც ბუნებრივია ტრაფიკს ზრდის.

კომპანიებს, რომლებსაც ხელმისაწვდომი ვებსაიტები აქვთ, ახასიათებთ გაუმჯობესებული პროდუქტიულობაც. ასეთ ვებ-საიტზებზე ქმედუუნარო თანამშრომლები იყენებენ დამხმარე ტექნოლოგიებს, რაც ეხმარებათ მათ უფრო ეფექტურად იპოვონ საჭირო ინფორმაცია და არ დაეყრდნონ მექანიკურ ხელსაწყოებს პრობლემების მოსაგვარებლად.

ხელმისაწვდომი ვებსაიტი გაძლვეთ თქვენი ღირებულებების გამოხატვის საშუალებას, რაც ბრენდის იმიჯზე და რეპუტაციაზე მოქმედებს.


გაუმჯობესებული UX

ხელმისაწვდომობა არ ეხება მხოლოდ ქმედუუნარო ინდივიდებს, მასზე კონცენტრირება ზოგადად გააუმჯობესებს თქვენი ვებსაიტის UX-ს.

მაგალითად შეგვიძლია ალტ-ტექსტები ავიღოთ, რომლებიც გამოსადეგია თუ რომელიმე მომხმარებელს ნელი ინტერნეტი აქვს. ან ვიდეოების ტიტრები, თუ იმ მომენტში ვერ ურთავენ ხმას მათ.



Google



უკეთესი ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში (SEO)

ვებ-ხელმისაწვდომობას შეუძლია ასევე დაგეხმაროთ SEO-ს კუთხით. Google-ს ნაირი საძიებო სისტემები ვებ-ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვან ფაქტორად აღიქვამენ როდესაც რანკავენ თქვენს ვებ-საიტს.

თუ თქვენ ვებ-საიტს უფრო ხელმისაწვდომს გახდით ეს პირდაპირ იმოქმედებს თქვენს SEO მაჩვენებლებზე, რაც დაგეხმარებათ უფრო მასშტაბური აუდიტორიის მიზიდვაშ. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ Google დროის განვმალობაში უფრო და უფრო დიდ როლს აძლევს ხელმისაწვდომობას თქვენი საიტის პოპულარიზაციაში.

დიდი ალბათობით, ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი უფრო საყურადღებო როლს ითამაშებს ახლო მომავალში. კომპანიები, რომლებიც მალევე მოეგებიან გონს და შეუერთდებიან ტრენდდს არამარტო ინსტრუმენტალური უპირატესობით დაიკვეხნიან, არამედ ბრენდინგის კუთხითაც უკეთესად გამოჩნდებიან.

იკა

იკა