გრაფიკული დიზაინის პრინციპები II

გრაფიკული დიზაინის პრინციპები II
21 მარტი 2023     1193

გრაფიკული დიზაინის პრინციპები II

დიზაინის პრინციპები ფუნდამენტალური ცნებებია, რომლებიც გვეხმარება საინტერესო და ეფექტური დიზაინის შექმნაში.

ჩვენ უკვე რამდენიმე პრინციპი განვიხილეთ წინა ბლოგში, შესაბამისად აქ შევეცდებით მორიგ რამდენიმე ასპექტზე ვისაუბროთ, რომლებიც აქამდე არ განგვიხილია.

ამ ბლოგის მიზანიც მათი მოკლე მიმოხილვა, აღწერა და მცირე ანალიზი იქნება იმისათვის, რომ დამატებითი გადმოსახედების შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.


პრინციპი #5 - ბალანსი

ბალანსი ერთგვარი წონის განაწილებაა თქვენს დიზაინში. ბალანსირებული დიზაინი ჰარმონიული და სტაბილური ჩანს რადგან არ იგრძნობა მასში ასიმეტრია მხარეებს შორის. თუმცა ზოგადად ორი ტიპის ბალანსი არსებობს: სიმეტრიული და ასიმეტრიული.

სიმატრიული ბალანსის მიღწევა შესაძლებელია ელემენტების თანაბრად განაწილებით წარმოსახვითი ცენტრალური ხაზის ორივე მხარეს. ამ ტიპის ბალანსი ხშირადაა გამოყენებული ფორმალურ დიზაინში რადგან ხშირად იგი წესრიგისა და სისუფთავის შთაბეჭდილებას ტოვებს.



ასიმეტრია


ასიმეტრიული დიზაინი კი თანაბარწონიანობის ეფექტს ქმნის იმის მიუხედავად რომ ელემენტები შედარებით არეულადაა გადანაწილებული. ეს მიდგომა უფრო ხშირად დინამიურ და არა-ფორმალურ დიზაინში გამოიყენება რადგან უფრო მიმზიდველია და ელასტიური

ბალანსის მიღწევა შესაძლებელია ყოველი ელემენტის ზომის, ფორმის, ფერის, პოზიციის ფრთხილად გაანალიზებით, შემდეგ კი მათზე მოქმედებით, რათა სტაბილური და ჰარმონიული დიზაინის შექმნა მოახერხოთ.


პრინციპი #6 - კონტრასტი

კონტრასტი არის ელემენტებს ან ცვლადებს შორის განსხვავებების შედეგი. ეს განსხვავება უფრო გამოკვეთლი ხდება ფერის, ფორმის, ზომის, ტექსტურის ან სხვა ვიზუალური ატრიბუტის ხარჯზე. თუნდაც მხოლოდ კონტრასტის მანიპულაციით საკმაოდ საინტერესო შედეგებზე შეგიძლიათ გახვიდეთ.

კონტრასტის შექმნის ერთ-ერთი უმარტივესი გზა შესაბამისი ფერების გამოყენებაა იმისათვის, რომ რომელიმე ელემენტი ან ელემენტები უფრო ცენტრალურად ჩანდეს.


კონტრასტი


თუმცა, ასევე შეგიძლიათ ზომის ან ფორმის გამოყენებაც. მაგალითად დიდი ზომის ტექსტი პატარასთან ახლოს ან გეომეტრიული ფორმების დართვა ორგანულ ფორმებთან რათა კონტრასტი შეიქმნას, ა.შ.

კონტრასტის ეფექტურად გამოყენება ეხმარება მომხმარებლებს უფრო მარტივად აღიქვან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ვიზუალური მონოტონურობაც ნაკლები პრობლემაა დინამიური კომპოზიციების შექმნის გამო.


პრინციპი #7 - განმეორება

განმეორებაში უბრალოდ ვგულიხმობთ ერთი და იგივე ელემენტების გამოყენებას დიზაინის პროცესის დროს. რაც ეხმარება კონსისტენტურობა და მთლიანობა წარმოაჩინოს ვებ-გვერდში პატერნების ჩამოყალიბებით.

ამის გაკეთება შესაძლებელია ფერების, ფორმები, ტექსტურების და სხვა მსგავსი ვიზუალური ატრიბუტების თანმიმდევრულად გამოყენებით. მაგ, ერთი და იგივე ფერების სქემის გამოყენება აყალიბებს გარკვეულ წარმოდგენებს ბრენდის იმიჯის შესახებ.

იგივე მიზნებისთვის შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ ვებსაიტის სხვადასხვა ასპექტის განაწილებაზე ან ფორმატირებაზე. ერთი და იგივე margin-ების, ფონტის ზომის და სტილის გამოყენებით შეგიძლიათ მომხმარებლებს გაუადვლოთ ნავიგაციის პროცესი.

დამატებით, საიტი უფრო მოწესრიგებული და კარგად სტრუქტურირებული ჩანს, როდესაც ის ეყრდნობა ამგვარ პრინციპებს. რაც თავისთავად ისახება ბრენდინგზეც.



განმეორება



პრინციპი #8 - მოძრაობა

შეგიძლიათ ელემენტები ისე გადაანაწილოთ საიტზე რომ მოძრაობის შთაბეჭდილება დატოვონ. რაც, ცხადია, საყურადღებოა რადგან იგი მიმართავს მომხმარებლის თვალს გარკვეული მიმართულებებით და ასე აწვდის ცენტრალურ ინფორმაციას.

დიაგონალური წრფეების, ხვეულების და სხვა დინამიური ფორმების გამოყენება დაგეხმარებათ ასეთი შთაბეჭდილება დატოვოთ. მაგ, ელემენტების დიაგონალურ ხაზზე განაწილებამ შესაძლოა მოძრაობის შთაბეჭდილება დატოვოს.

ასევე შეგიძლიათ პირდაპირ გამოიყენოთ ანიმაცია ან მსგავსი ინტერაქციული ელემენტები, რომლებიც მომხმარებელზე დამოკიდებულიც შესაძლოა იყოს. ამ მიდგომით ზოგადად მთლიანად ვებ-გვერდიც უფრო ცოცხალი ჩანს.

ამგვარი მოძრაობის ლაიტმოტივი ეხმარება განსხვავებულ ელემენტებს წარმოადგინონ მთლიანი ერთეული, რაც თავისთავად მოქმედებს ნავიგაციაზე და UX-ზე.


პრინციპი #9 - მრავალფეროვნება

ასევე მნიშვნელოვანია პერიოდულად ახალ-ახალი რამეების ჩამატებაც. მრავალფეროვნება აღსანიშნავია იმის გამო, რომ ის მონოტონურობას არღვევს და კომპოზიციის დინებას წყვეტს.

აქაც უამრავი ვარიანტი გაქვთ პატერნების დარღევევის გათვალისწინებით. ან თუნდაც ახალ-ახალი პატერნების შემოღებით ან სხვადასხვა ელემენტების გამოტოვებით. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ ცვლილებას თავისი მიზანი უნდა ქონდეს. პატერნის დარღვევა პატერნის დარღვევისთვის ზოგადად არაა რეკომენდირებული

როდესაც არამოსალოდნელ ან უცნაურ ელემენტს იყენებთ პატერნი ირღვევა, ნავიგაციური პროცესი ან წყდება, ან ყოვნდება, შესაბამისად ეს რამდენიმე წამი, თუ წამის მეათედი უნდა გამოიყენოთ. თუნდაც ახალი პატერნის შექმნით რომელიც ყურადღებას ამახვილებს გარკვეულ კონტენტზე.

იკა

იკა