შეცდომები მარკეტინგში II

შეცდომები მარკეტინგში II
25 მარტი 2023     1181

შეცდომები მარკეტინგში II

ხშირ შემთხვევებში თქვენი ვებსაიტი თქვენი პოტენციური მომხმარებლების შთაბეჭდილების პირველი წყაროა, შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ მან თქვენი ბრენდი რაც შეიძლება სწორად წარმოადგინოს.

ჩვენ უკვე გავარჩიეთ ზოგადი პრობლემები რომლებიც შეიძლება შეგექმნათ, ისევე როგორც შეცდომები რომლებიც შეიძლება დაუშვათ. ამ კონკრეტულ ბლოგში ვკონცენტრირდებით იდეებზე, რომლებიც იმედია დაგეხმარებათ უკეთესი ალტერნატივების პოვნაში.

თუ გაინტერესებს როგორ გამოიყენოთ სხვადასხვა კავშირები თქვენს ვებსაიტზე (მაგ., ლინკები), ან რჩევები იმაზე თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი სოც მედიის პროფილები, წინა ბლოგი შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს.


დიზაინის როლი

საიტები რომლების დიზაინიც არეული, დისორგანიზირებული ან ქაოტურია გამოირჩევიან ნავიგაციური პრობლემებით. რაც განსაკუთრებით მნიშვენლოვანია მარკეტინგის კუთხით, რადგან მომხმარებლები ხშირად პირდაპირ ტოვებენ საიტს და აღარ გრჩებათ საშუალება მათ უკეთ გააცნოთ თქვენი პროდუქტები ან სერვისები. ამისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენეთ სადა და ინტუიტიური დიზაინი, ინფორმაციის გასაგები იერარქიით,.

კონკრეტულად ნავიგაციას რაც შეეხება, ეცადეთ მომხმარებელი მიმართოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციისკენ, სერვისებისკენ ან პროდუქტებისკენ. თუ თქვენ ვებ-გვერდებს არ აქვთ გამოკვეთილი CTA-ები (ღილაკები, რომლებიც ქმედებისკენ უბიძგებს მომხმარებელს) მაშინ ვიზიტორმა შეიძლება საერთოდ ვერ გააკვიოს რა უნდა ქნას. ამიტომ შეეცადეთ ისინი ცენტრალურები გახადოთ ვებ-გვერდზე, ენაც და კონტენტიც ამაზე მოარგეთ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი კომპანია მხოლოდ, ან მეტწილად, დიზაინზე კონცენტრირდება და აიგნორებს სხვა ასპექტებს. რასაკვირველია დიზაინი მნიშნელოვანი კომპონენტია, თუმცა ზოგადად კონტენტის და სერვისის ხარისხი ყოველთვის უფრო პრიორიტეტულია. ისევე როგორც სამიზნო აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინება.


დიზაინი და მარკეტინგი


აქედან გამომდინარე, საჭიროა რომ ზოგადად მთლიანი ვებ-დიზაინის პროცესის გარკვეული წარმოდგენა მაინც გქონდეთ, თეორიის და პრაქტიკის ჩათვლით. რაც ითვალისწინებს მოთხოვნილებების გათვალისწინებას, დიზაინის კონცეფციის შექმნას, ტესტირებას და debugging-ს, ისევე როგორც პროექტის შემდგომ მხარდაჭერას. აუცილებელია მრავალმხრივ ხარისხიანი იყოს თქვენი მომსახურება იმისათვის, რომ კონკურენტებისგან გამოირჩეოდეთ.

ასევე, კარგი იდეაა თქვენი პორტფოლიოს შექმნა, ან ზოგადად პროექტების გალერიის, მათი დეტალურად განხილვა ბლოგებში ან სხვა ტიპის პოსტებში.


სამიზნო აუდიტორიის გამოკვლევა

საკმაოდ ბევრ პრობლემას ვაწყდებით როდესაც საქმე გვაქვს სამიზნო აუდიტორიის დეფინიციასთან. რაც იწვევს ზედმეტად აბსტრაქტულ ან არამიზანმიმართულ კამპანიებს, რაც რა თქმა უნდა რესურსებზე და შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება.

შეეცადეთ სამიზნო მარკეტის გამოკვლევით შესაძლო მომხმარებლების შაბლონური პერსონები შექმნათ, რომლებიც დაახლოებით ასახავენ თქვენი აუდიტორიის სეგმენტების ინტერესებს. გაარკვიეთ მათი დემოგრაფიული მონაცემები, რა არ მოსწონთ ზოგადად, რისი საშუალება აქვთ, ისევე როგორც რომელ პლატფორმებს იყენებენ, ა.შ. ასეთი ტიპის ინფორმაცია დაგეხმარებათ უფრო კონკრეტულები იყოთ თქვენს სტრატეგიებში და მიდგომებში.



სამიზნო აუდიტორია მარკეტინგში



ღირებულების სიგნალი

ინგლისურ ენაში არსებობს ტერმინი value proposition, რომელიც აღნიშნავს იმ ცვლადებს, რომლებიც გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტებისგან და რომლებიც მომხმარებლებს მიზეზს აძლევენ თქვენ აგირჩიოთ. ამ კუთხით ისინი ერთგვარ ღირებულებით სიგნალს წარმოადგენენ. არაა გასაკვირი რომ კომპანიების დიდი ნაწილი ან არ, ან ვერ ახერხებს ასეთი ცვლადის გამოყოფას, რაც ბუნებრივია ბრენდინგზე მოქმედებს.

დააკვირდით რომელი სერვისით შეიძლება გამოირჩეოდეს თქვენი კომპანია სხვებისგან. ეს შეიძლება იყოს განათლების დონე, მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება, პუნქტუალურობა და სისწრაფე პროექტების შესრულებისას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი/საშვალება. ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გაამახვილოთ ამ კონკრეტულ ცვლადზე სადაც შესაბამისია ამის გაკეთება.


სეო-ს მაჩვენებლები

სეო ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრაფიკის მოზიდვასა და ახალი ლიდების გამომუშავებაში. თუმცა, აქაც ხშირია ამ საკითხის დაიგნორება და შესაბამისად საიტის უარესად დარანკვა.

პირველი ნაბიჯები სეოს კუთხით შეიძლება იყოს საკვანძო სიტყვების/ფრაზების მოძიება, მეტა-tag-ების სწორად გამოყენება, ვებსაიტის სტრუქტურულად გამართვა (მაგალითად ნავიგაციის კუთხით), backlink-ები რეპუტაციული საიტებიდან, ა.შ.


სეო და მარკეტინგი


თუ ამ საკითხში საერთოდ არ ხართ ჩახედული შეგიძლიათ mySEO-თი დაიწყოთ, პლატფორმით რომელიც ყოველთვიურად ავტომატურ რეპორტებს გიგზავნით თქვენს სეო-ს მაჩვენებლებზე.


შედეგების ანალიზი

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ გამოგრჩეთ თქვენი პროექტების და კამპანიების შეცდომების და წარმატებული სვლების შეჯამება. ამისთვის ჯობს რამდენიმე ანალიტიკური ხელსაწყო გამოიყენოთ, რათა გაარკვიოთ რომელი ელემენტებია უფრო შედეგის მომტანი.

გადახედეთ ვებ-გვერდებს, მათ პრობლემურ ასპექტებს (mySEO-ს საშუალებით მაგალითად), ტრაფიკს და მომხმარებელთა ქმედებებს.

იკა

იკა