გუნდურობის პრაქტიკული ასპექტები

გუნდურობის პრაქტიკული ასპექტები
10 აპრილი 2023     1268

გუნდურობის პრაქტიკული ასპექტები

თუ ვებ-დიზაინერი ხართ გეცოდინებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სხვებთან ერთად ეფექტურად მუშაობა. არააქვს მნიშვნელობა მომხმარებლებთან კოლაბორაციას ეხება ეს თუ დეველოპერებთან ან სხვა დიზაინერებთან, საჭიროა ისეთი ტიპის კომუნიკაციის სწავლა, რომელიც გამოირჩევა პატივისცემით და გაძლევთ მაღალხარისხიანი პროდუქციის შეთავაზების საშუალებას.

რასაკვირველია გუნდური მუშაობა ყოველთვის მარტივი არაა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ზოგი წევრი მიჩვეულია მარტო მუშაობას, ან გამოირჩევა მტკიცე კრეატიული ხედვებით. ამის გამო ისინი შეიძლება გაღიზიანდნენ, დაიბნენ ან ჩათვალონ რომ გუნდის სხვა წევრებს მისი არ ესმით.

თუმცა ამგვარი სიტუაციების გამოსწორებას შესაძლებელია. ამ ბლოგში გაგიზიარებთ კონკრეტულ რჩევებს გუნდურობის გაუმჯობესებაზე, იმდენად რომ კოლაბორაცია სასიამოვნო და პროდუქტიული იყოს. შევეხებით შემდეგ თემებს:


მოლოდინები & მიზნები

გუნდურობისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გაურკვევლობაა. თუ არ იცით რისი მიღწევა უნდა თქვენ გუნდს, ან როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, რა არის თქვენი როლი ამ პროცესში, მაშინ თითქმის გარდაუვალია დაბნეულობა, გაურკვევლობა, გადავადებები. ზუსტად ამიტომ რაც შეიძლება მკვეთრად უნდა დაისახოთ მიზნები & მოლოდინები პროექტის დასაწყისში.


გუნდი


შეგიძლიათ საკუთარ, ან გუნდელებს, თავს მსგავსი კითხვები დაუსვათ:

- რა არის პროექტის მიზანი და მასშტაბი?

- როგორ შედეგებს და თაიმლაინებს ველით?

- რა კონკრეტული პასუხისმგებლობები აკისრია თითოეულ გუნდის წევრს?

- ეფექტური კომუნიკაციის და კოორდინაციის რა საშუალებებს გამოიყენებთ?

- როგორ და რითი შეაფასებთ თქვენს პროგრესს ან ხარისხს?


უკუკავშირი

უკუკავშირი ნებისმიერი კრეატიული სამუშაოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი უნარების გაუმჯობესებაში, შეცდომებით სწავლაში, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება გუნდურობის. ძალიან სწრაფად შეიძლება საქმე გართულდეს თუ თქვენ, ან იმ გუნდმა რომელთან ერთადაც მუშაობთ, არ იცით უკუკავშირის მიწოდება ან მიღება. რაც ძირითადად მთავრდება უკუკავშირის ნაკლებობით. რასაც იმთავითვე ჯობს მოერიდოთ.


ჯგუფური მუშაობა


გუნდები, რომლებიც არ იყენებენ კრიტიკას და უკუკავშირს, იშვიათად ხვეწენ საკუთარ მეთოდებს ან პროდუქტებს. ამის გარდა, კარგი უკუკავშირი გვაძლევს საშუალებას უნარების ისე განვითარებას, როგორი განვითარებაც, როგორც წესი, მიუწვდომელია. უხარისხო უკუკავშირი კი, როგორც მინიმუმ, ჯობს აიტანოთ, რადგან მისი მიწოდების საშუალების ქონაც პოზიტიურად მეტყველებს კომპანიის კულტურაზე.

ზუსტად ამიტომაა მნიშვენლოვანი უკუკავშირის კონსტრუქტიულად მიღება და მიწოდება. კონსტრუქტიულია უკუკავშირი თუ თან გულახდილია თან თავაზიანი, თან სპეციფიური და თან არა-პედანტური, თან პოზიტიური და არა მლიქვნელური. ის რომელიც ამახვილებს ყურადღებას ნამუშევარის სუსტ და ძლიერ მხარეებზე და უადგილოდ არ აკრიტიკებს მის ავტორს (თუმცა ტაქტიანად შეიძლება შესთავაზოთ სხვა მეთოდები თუ პიროვნულ პრობლემასთან გვაქვს საქმე). ის რომელიც საკუთარ თავში ითვალისწინებს პოტენციურ გამოსავალს და არა მხოლოდ კრიტიკას.


მოკლედ ავღწერთ რამდენიმე რეკომენდაციას უკუკავშირის მიწოდებასთან:

- დაიწყეთ რაიმე პოზიტიურით. აღნიშნეთ კარგად შესრულებული ნაწილები ან ის რაც თქვენ პირადად მოგეწონათ.

- იყავით სპეციფიურები და ობიექტურები. არ გამოიყენოთ ბუნდოვანი ტერმინები და არც უბრალოდ ინტუიციის კვალობაზე დაიწყოთ კრიტიკა. გამოიყენეთ კონკრეტული მაგალითები და არგუმენტები საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად. როდესაც ადამიანის ნაშრომს აკრიტიკებს, სულ მცირე გააზრებული უნდა გქონდეთ რას ამბობთ.

- გამოიყენეთ სენდვიჩის მეთოდი. ნეგატიური უკუკავშირი ორ პოზიტიურს შორის მოათავსეთ. მაგალითად: "ძალიან მომეწონა ფერების სქემა და დიზაინის ტიპოგრაფია. მაგრამ განლაგება ზედმეტად დატვირთულია და დამაბნეველი. შეგიძლია რამდენიმე ელემენტი მოაცილო ან გადაადგილო. მაგრამ, მთლიანობაში კარგია."

- იყავით თავაზიანები და გამოიჩინეთ სიმპათია. არ მიაყენოთ სხვას ან მათ ნამუშევარს შეურაწყოფა. სარკაზმს, სიუხეშეს მოერიდეთ. რიტორიკულ და პროვოკატიულ კითხვებსაც. შეეცადეთ მათი გადმოსახედიდან დაინახოთ სიტუაცია.

- დასვით კითხვები და ყურადღებით მოისმინეთ პასუხები. უბრალოდ იმის თქმით, რომ რაღაც არასწორად ქნეს ნუ შემოიფარგლებით. კითხეთ რატომ მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, ან რას ფიქრობენ ნამუშევარზე. მოუსმინეთ პასუხს და დააკვირდით როგორ მსჯელობენ. მომავალშიც შეიძლება გამოიყენოთ ამ დაკვირვების შედეგები.



teamwork-ი


ახლა კი უშუალოდ უკუკავშირის მიღებაზე:

- იყავით მიუკერძოებლები და გახსნილები. არ მიიღოთ უკუკავშირი როგორც პირადი კრიტიკა. თემიდან არ გადაუხვიოთ და whataboutism-ს მოერიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ უკუკავშირის მიზანია დაგეხმაროთ განვითარებასა და გაუმჯობესებაში და არა რომ გაგაღიზიანოთ ან შეურაწყოფა მოგაყენოთ, თუნდაც ეს არ ესმოდეს მას ვინც გაწვდით უკუკავშირს. შეეცადეთ ჩასწვდეთ უკუკავშირის ცენტრალურ აზრს.

- მოითხოვეთ სხვას დეტალური განმარტება და მაგალითების მოყვანა. თუ რაიმე გაუგებარია ჯობს პირდაპირ იკითხოთ. არაა საჭირო მკითხაობა.

- მადლობა გადაუხადეთ უკუკავშრისთვის. რომც არ ეთანხმებოდეთ მის არსს კარგი იდეაა სხვას დაანახოთ, რომ აფასებთ გამოყოფილ დროს და ენერგია. რომც ცუდი მოტივები ჰქონდეთ თქვენი ზრდილობიანი პასუხი აჩვენებს, რომ (1) არ გაწუხებთ კრიტიკა, (2) რომ უსაფუძვლოდ თქვენი კრიტიკა უადგილოა როდესაც აგრესიულად არ ხართ სხვის მიმართ განწყობილი.

- იყავით ასერტიული თუ ამის საჭიროება არის. ეს ძირითადად იმ ხალხს ეხება ვინც უარის თქმა არ იცის. თუ თქვენი არგუმენტებია უკეთესია, ძალიან იშვიათია რომ ჯობდეს კაპიტულაცია. თუ ვინმე ცუდად აკრიტიკებს თქვენ ნამუშევარს, ბუნებრივია თავაზიანად უნდა უპასუხოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კრიტიკა კრიტიკისთვის მიიღოთ. ხანდახან კრიტიკა შეიძლება საინტერესოც, გააზრებულიც და დამაინტრიგებელიც იყოს, მაგრამ მაინც უნაყოფო.

იკა

იკა