გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა II

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა II
12 აგვისტო 2023     1232

გრაფიკული დიზაინის შრომითი პროცესის დახვეწა II

თუ გრაფიკული დიზაინერი ხართ, მაშინ გეცოდინებათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია უპრობლემო და ეფექტური შრომითი პროცესის ქონა. შრომითი პროცესის მონახაზი დაგეხმარებათ დროის მოგებაში, პრობლემებისთვის თავის არიდებაში და მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაში. გასარკვევი ისღაა როგორ უნდა შევიმუშავოთ მსგავსი სქემები. ჩვენი ეს ბლოგიც (ისევე როგორც წინა) ზუსტად ამ თემას ეხება.


რა არის გრაფიკული დიზაინის flow?

გრაფიკული დიზაინის flow ერთგვარი მეტა-სკეჩია, რომელიც ითვალისწინებს წარმატებული პროექტისთვის საჭირო ნაბიჯებს და პროცესებს. მაგალითად:

- დაგეგმვა და გამოკვლევა: ამ სტადიაზე, უნდა გაარკვიოთ მასშტაბი, მიზნები და ზოგადად პროექტის საჭიროებები. შეგიძლიათ სხვადასხვა წყაროებიდან დამატებითი ინფორმაცია ან ინსპირაციაც მოიშველიოთ, მაგ: მომხმარებლებისგან, კონკურენტებისგან, სამიზნო აუდიტორიისგან, ა.შ.


სკეჩები


- სკეჩინგი და ბრეინსტორმინგი: ამ ეტაპზე, ცდილობთ სხვადასხვა იდეები და კონცეპტები მოიაზროთ პროექტისთის. შეგიძლიათ პურცლის სკეჩები, ციფრული mockup-ები, mind map-ები და mood board-ები გამოიყენოთ

- დიზაინი და დახვეწა: ამ სტადიაზე იდეების უშუალოდ დიზაინად გარდაქმნა ხდება. შეგიძლიათ სხვადასხვა software-ები და ხელსაწყოები გამოიყენოთ რომ გრაფიკული ელემენტები, ტიპოგრაფიული ელემენტები, ფერები და განლაგება შეცვალოთ. ან მიიღოთ უკუკავშირი და ცვალოთ სტრუქტურა ამის მიხედვით.

- პრეზენტაცია და ფინიში. აქ უკვე აჩვენებთ მომხმარებლებს საბოლოო ნამუშევარს და იმედია კმაყოფილი რჩებიან ისინიც. ფაილებსაც გაამზადებთ და დააექსპორტებთ საჭირო ფორმატში.


რატომ არის შრომითი პროცესი მნიშვნელოვანი?

შრომითი პროცესის დახვეწას უამრავი სხვადასხვა უპირატესობა აქვს:

- ორგანიზირებულობა და დროის მენეჯმენტი: როდესაც რთულ დავალებებ პატარ-პატარებად ყოფთ უფრო ადვილი აღსაქმელი ხდება მათი სირთული, ის თუ რამდენ დროს წაგართმევთ, სტრესიც ნაკლებია.


დეკორაციული


- უკეთესი კომუნიკაცია: როდესაც თქვენი flow ორგანიზირებულია გეძლევათ საშუალება უფრო კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს მომხმარებლებს იმაზე თუ რა სტადიაზეა პროექტი.

- კრეატიულობა და პროდუქტიულობა: თითო ასპექტზე ფოკუსირება იმის მაგივრად რომ მუდმივად რამდენიმეზე ერთად გიწევდეთ ფიქრი გეხმარება უკეთესად ფოკუსირებაში, რაც პოზიტიურად მოქმედებს ამ ორ ფაქტორზე.

- ხარისხი და თანმიმდევრულობა: დროთა განვმალობაში მიხვდებით flow-ს რომელი ნაწილებია ნაკლებად პრაქტიკული, რაც დაგეხმარებათ მომავალში უფრო მომზადებულები შეხვდეთ პროექტებს და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს.

- ნაკლები სტრესი და მეტი კმაყოფილება: განსაზღვრული მოვალეობები და roadmap დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს თანამშრომლებსაც რომ არ დაიბნეთ, ან ზედმეტად გაუგებარი არ ჩანდას ის თუ რა უნდა გააკეთოთ, ან რაზე უნდა იზრუნოთ ამა თუ იმ სტადიაზე.


როგორ შევიმუშავოთ flow?

რეკომენდირებულია კონტესქტუალური ინფორმაციის გაანალიზება სანამ რაიმე მკაცრი სახის სკეჩს შეიმუშავებთ. შემდეგ ფაქტორებს შესაძლოა დიდი გავლენა ქონდეთ მასზე:

  • პროექტის ტიპი და სირთულე
  • მომხმარებლის ინტერესები და მოლოდინები
  • ხელსაწყოები და რესურსები
  • თქვენი სტილი და ჩვევები




ლეპტოპის სურათი


თუმცა შეგიძლიათ ზოგადი ნაბიჯები გადადგათ რათა გააუმჯობესოთ თქვენი flow:

1. გაანალიზეთ ის სკეჩი რომელსაც უკვე ხმარობთ: სანამ რაიმე ახალზე გადახვალთ საჭიროა გაიაზროთ თუ როგორ უდგებით ახლა საკითხს. შემდეგი კითხვები შეიძლება გამოგადგეთ

- რა ნაბიჯებს მივყვები ძირითადად როდესაც პროექტზე ვმუშაობ?

- დაახლოებით რამდენ დროს ვხარჯავ თითო ნაბიჯზე?

- რომელ პრობლემებს და სირთულეებს ვაწყდები ხშირად?

- რას ვთვლი ჩემი შრომითი პროცესის სუსტ და ძლიერ ნაწილებად?


2. ეცადეთ გასაუმჯობესებელი ელემენტები დაინახოთ. თქვენი ანალიზის მიხედვით მიაქციეთ მსგავს დეტალებს ყურადღება

- საკითხები რომლებსაც ხშირად ახლავს შრომითი პროცესის გართულება

- ზედმეტი და არასაჭირო ელემენტები რომლებიც გაკარგვინებთ დროს ან რესურსებს

- გაუთვალისწინებელი არეალები ან არათანმიმდევრულობა შრომის ხარისხთან ან მომხმარებლის კმაყოფილებასთან მიმართებაში


3. ცვლილებების შეტანა. ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ სცადოთ ხელახალი flow-ს აგება. ანუ:

- გაამარტივოთ გარკვეული ნაბიჯები ან პროცესები

- ავტომაცია ან outsourcing დაიხმაროთ

- ახალი ხელსაწყოები ან ტექნიკები გამოიყენოთ

- უფრო მკვეთრი მიზნები და მოლოდინები დაისახოთ თითოეული ნაბიჯისთვის

- შექმნათ შაბლონები ან სიები


უკვე ფინალური შეფასებისას შეგიძლიათ დამატებით, მთლიანი სურათის კვალობაზე, შეცვალოთ სხვა დეტალებიც. ასევე არ იქნება სხვებისგან უკუკავშირის მიღება.

ამ ეტაპისთვის სულ ეს ესაა. ბუნებრივია დრო და რესურსებია სასურველი, რომ საბოლოოდ ისეთი შრომითი პროცესი მიიღოთ რომელიც თქვენს საჭიროებებზე მორგებულია, თუმცა ბენეფიტების გამო ძირითადად ღირს ეს ყველაფერი. დროის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია მომხმარებლებთან, ა.შ. ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტები, სანამ ისეთ flow-ს მიიღებთ რომელიც გაკმაყოფილებთ.

იკა

იკა