ვებ-დიზაინის გუნდის პროდუქტიულობის გაუმჯობესება

ვებ-დიზაინის გუნდის პროდუქტიულობის გაუმჯობესება
18 აპრილი 2023     1190

ვებ-დიზაინის გუნდის პროდუქტიულობის გაუმჯობესება

ვებ-დიზაინი კრეატიულობასა და კოლაბორაციულობაზე აგებული სფეროა, რომელიც ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს როგორც უნარების, ასევე ყურადღებისა და მონდომების კუთხით. თქვენზე შეიძლება არ იყოს უშუალოდ მიღებული პროდუქტის ხარისხი მაგრამ თქვენი მიდგომა ნამდვილად თქვენზეა.

თუმცა ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით რომ საქმის უკან მდგომი ადამიანები არ გვავიწყდება - როგორ შეიძლება გავზარდოთ გუნდის პროდუქტიულობა ისე რომ არ გადავწვათ მისი წევრები? ამ ბლოგში შემოგთავაზებთ საშუალებებს რომლების საშუალებითაც თქვენი გუნდი პროდუქტიულობასაც და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებენ.


მიეცით სხვებს სივრცე

პროდუქტიულობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეუზღუდავობაა. ხალხი, რომელიც დაკავებულია კრეატიული საქმიანობით, საჭიროებს სივრცეს რომ გამოხატონ საკუთარი იდეები, გამოსცადონ სხვადასხვა პასუხები პრობლემებზე და ჩამოიყალიბონ უნიკალური სტილი. თუ თქვენ მათ ხელს უშლით ამ პროცესებში, უწესებთ ბარიერებს, მაშინ ეს ყველაფერი მოტივაციასა და კრეატიულობაზეც იმოქმედებს, რაც იმთავითვე იწვევს გაღიზიანებას და დაბალი ხარისხის შედეგებს.

პირიქით, მიეცით დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება, ენდეთ თუ წარსულში გამომჟღავნებული აქვთ საქმის ცოდნა. რასაკვირველია ეს არ ითვალისიწნებს იმას, რომ სრუალიად უყურადღებოდ დატოვოთ ისინი. დაუსახეთ მკვეთრი მიზნები, გაიდლაინები და მიეცით რესურსები ისე, რომ ამავდროულად ჰქონდეთ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება, როდესაც მეთოდებს ეხება თემა. ჩარევით ჩაერიეთ თუ რაიმე კონკრეტული პრობლემა გექმნებათ. ამგვარი მიდგომა არამარტო პროდუქტიულობაზე, არამედ უშუალოდ სამუშაო გარემოზეზ პოზიტიურად აისახება.


დეკორაცია


ასევე, აღსანიშნავია, რომ ილინოისის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ პატარ-პატარა შესვნებებს დიდი როლი მიანიჭა კონცენტრაციის გაუმჯობესებაში.


ერიდეთ მკაცრ დედლაინებს

სტრესს მთლიანად შეუძლია დიზაინერის პროდუქტიულობის გაქრობა. მომხმარებლის მხრიდან უამრავ დედლაინთან, საჭიროებებთან და მოლოდინებთან გვაქვს საქმე. რაც ძირითადად საკმაოდ უარყოფითად აისახება დიზაინერებზე, მთავრდება რა მათი გადაღლით, მძიმე შეცდომებით.

გარკვეული დონის სტრესმა შესაძლოა პირიქით გააუმჯობესოს კრეატიულობაც და მუშაობის ხარისხიც, მაგრამ სტრესი, რომელსაც დიზაინერები თვლიან რომ ვერ გაუმკლავდებიან, დამღუპველია პროექტისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დედლაინებს რაც შეიძლება ვერიდოთ, თუარადა შედარებით რელაქსირებული ვარიანტები ავირჩიოთ. ამის კომუნიკაცია მომხმარებლებთან, პროექტის მასშტაბთან მიმართებაში, ბევრ არასაჭირო მოთხოვნას აგარიდებინებთ თავს, მათ მოლოდინებსაც შესაბამისად შეცვლის.


დეკორაცია


კომუნიკაცია, უკუკავშირის მიწოდება და მიღება

ეფექტური კომუნიკაცია ნესბიმიერი წარმატებული გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვებ-დიზაინიც არაა გამონაკლისი ამ კუთხით. ეტაპების, დავალებების და როლების ბუნების გამო, იმის გათვალისწინებით რომ მუდმივი კოორდინაცია ძალიან მნიშნელოვანია ამ ყველაფრისთვის, ეს გასაკვრიც არაა. პირველ რიგში, აუცილებელია გუნდელებს მიაწოდოთ საშუალებები რომლებითაც კომუნიკაცია შესაძლებელია იქნება, მაგ: იმეილის, ჩატის, ვიდეო კონფერენციების ან პროექტ-მენეჯმენტის ხელსაწყოები და software-ები.

ასევე შეეცადეთ რეგულარულად მოაწყოთ meeting-ები და ღია დისკუსიები, მისცეთ სხვებს საშუალება რომ საკუთარი პროგრესი, სირთულეები და იდეები გაგიზიარონ. თუმცა ზედმეტად ხშირი ხასიათი არ უნდა მიიღოს ამ ყველაფერმა. თუ იმეილში შეგიძლიათ სათქმელი შეაჯამოთ, მაშინ ასეც უნდა მოიქცეთ.

დამატებით, კონსტრუქტიული უკუკავშირის მიწოდება, სხვების მონდომების აღნიშვნა, მათთვის რჩევების მიცემა ცენტრალური ნაწილებია გუნდის გაუმჯობესების.

თუმცა, უკუკავშირი ორმხრივი უნდა იყოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი გუნდელების უკუკავშირის ანალიზი, მათი იდეები პატივისცემა, მათი მითითებების გათვალისწინება, პრობლემების გადაჭრაში დახმარება და კონფლიქტ-რეზოლუცია. ეფექტური კომუნიკაციის პრიორიტიზაციით, სწორი მიზნების გამო, შეგიძლიათ დაანახოთ თქვენ გუნდს რომ მათ აქვს მიზეზი საკუთარი საქმით დაინტერესების.



გრაფიკული გამოსახულება



ინფორმაციის მიწოდება

პროექტ-მენეჯმენტის აპლიკაციებით მარტივად შეგიძლიათ თქვენი გუნდის პორდუქტიულობა გააუმჯობესოთ. უამრავი აპლიკაციაა დღეს ხელმისაწვდომი, რომელიც დაგეხმარებათ დაგეგმვაში, დიზაინში, კოდში, ტესტირებაში, პროექტის გაშვებაში. შეგიძლიათ შრომითი პროცესის დახვეწა, დავალებების ავტომაცია, კოლაბორაცია გუნდელებთან და მომხმარებლებთან, თქვენი მაჩვენებელებისთვის თვალყურის დევნება.

ზოგადად, გარკვეული აპლიკაციები ძალიან გამოსადეგია დროის დაზოგვასა და შრომის ხარისხის თუ კონსისტენტურობის გაუმჯობესებაში. ზედმეტად ბევრია რომ აქ ჩამოთვლა დავიწყოთ, მაგრამ, როგორც წესი, მარტივად შეგიძლიათ აპლიკაციის წინასწარ შეფასება ონლაინ ფორუმების დახმარებით. უბრალოდ დრო უნდა დაუთმოთ ამ საკითხს.


დაეხმარეთ გუნდს სწავლაში

ონლაინ რესურსები და შიდა-ტრენინგ ინიციატივები საკმარისი არაა. საჭიროა გარეთ გახედვაც და ზოგადად იმის გარკვევა თუ რა ხდება თქვენს ინდუსტრიაში. რაც ითვალისწინებს თქვენი გუნდის event-ებზე, კონფერენციებზე და შეხვედრებზე გაგზავნას, სადაც ექნებათ საშუალება ექსპერტებისგან ახალ-ახალი რაღაცეები ისწავლონ, networking-ს დაუთმონ დრო და გაუზიარონ სხვებს საკუთარი გამოცდილებები. ასეთი გამოცდილებები არამარტო განათლებას უწყობენ ხელს, არამედ მოტივაციური დატვირთვაც აქვთ.

და არ დაგავიწყდეთ რომ თქვენი გუნდისთვის მაგალითი ხართ. თუ მათ აჩვენებთ რომ თავდადებული ხართ ამ საკითხში, ეს დიდი ალბათობით მათზეც აისახება - ოღონდ ამ ყველაფერს კორპორატიულ და დაძალებით ხასიათს ნუ მისცემთ. გამოამჟღავნეთ როგორ ცდილობთ რომ თქვენი ორგანიზაცია ერთი ნაბიჯით წინ დატოვოთ, გაუზიარეთ სხვებს თქვენი მიგნებები და იდეები, საინტერესო კვლევებიც, მათი ძირითადი აზრით.

აჩვენეთ რომ თქვენს გუნდის წევრებს ინდივიდუალურად აფასებთ, ითვალისწინებს ეს დახმარებას, თუ გაგებას როდესაც რაღაცას ვერ ითვისებენ. სწავლა გადამდებია, თუკი შექმნით გარემოს სადაც დაფასებულია იგი, თქვენი გუნდის სიტუაციაც მნიშვენლოვნად გაუმჯობესდება.

იკა

იკა