ვებ-დიზაინის ეთიკური კომპონენტები

ვებ-დიზაინის ეთიკური კომპონენტები
20 აპრილი 2023     1161

ვებ-დიზაინის ეთიკური კომპონენტები

ეთიკური განზომილება უფრო და უფრო რელევანტური ხდება ნებისმიერ სფეროში, მათ შორის ვებ-დიზაინში. ვებ-დიზაინერობა არ გამოიხატება მხოლოდ ლამაზი პიქსელების შექმნით.

თქვენ გაქვთ საშუალება შეცვალოთ ადამიანების ინტერაქციები ინტერნეტთან, ისევე როგორც ის ინფორმაცია რომელზეც მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, მცირე წვლილის შეტანა თქვენც შეგიძლიათ, უკეთესობისკენაც და უარესობისკენაც. ზუსტად ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ეთიკურ საკითხებზე გაამახვილოთ ყურადღება. გთავაზობთ ოთხ სხვადასხვა კომპონენტს:


მომხმარებლის უსაფრთხოების პრიორიტიზაცია

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ინფორმაციას მუდმივად იპარავენ და ონლაინ უსაფრთხოების საკითხები მუდამ რელევანტურია, მომხმარებლის უსაფრთხოება ყოველთვის ტოპ პრიორიტეტი უნდა იყოს. არაა საკმარისი რაიმე კანონების დაკმაყოფილებას დასჯერდეთ, საჭიროა დამატებითი ნაბიჯები გადადგათ იმისათვის რომ თქვენი მომხმარებელის ინფორმაცია ფრთხილად იყოს შენახული.

გამჭვირვალობა გადამწყვეტია. აუცილებელია პირდაპირები იყოთ ინფორმაციის შეგროვების და გამოყენების პრაქტიკასთან მიმართებაში, მომხმარებლებსაც საშუალება უნდა მისცეთ რომ თავი აარიდონ ამ პრაქტიკებს, თუ ამის სურვილი აქვთ. ერთი მარტივი გზა ამის გასაკეთებლად არის დეტალური კონფიდენციალურობის პოლიტიკის შედგენა, სადაც თქვენი პრაქტიკა მარტივი ენითაა აღწერილი. ასევე მნიშნელოვანია რომ გადაამაწმოთ third-party ხელსაწყოების და სერვისების უსაფრთხოების დონეები.


დეკორაცია


მავნებელი მიდგომები

დავიწყოთ dark pattern-ებით. Dark pattern-ები UX დიზაინის ხრიკებია, რომლებიც მანიპულირებენ მოხმარებლებზე და უბიძგებენ მათ გარკვეული არჩევანის მიღებისკენ, ხშირად ისე რომ ისინი ვერც იაზრებენ ამას. მაგალითად ყალბი ტაიმერები, გამოწერაზე ან სერვისებზე უარის თქმის დამაბნეველი პროცედურები, ღილაკების არაზუსტი აღწერები. ერთი მარტივი მიზეზი რის გამოც მათ უნდა ერიდოთ არის ის, რომ მომხმარებლები ნდობას მომენტალურად აღარ დაკარგავენ.

გაუადვილეთ მომხმარებლებს ინფორმაციის პოვნის პროცესი, მოერიდეთ pop-up-ებს და სხვა ინტრუზიულ ელემენტებს, რომლებიც UX-ზე უარყოფითად მოქმედებენ. შეგიძლიათ ტესტირება გამოიყენოთ რომ უკუკავშირი მიიღოთ ვებსაიტის დიზაინზე და გამოყენებადობაზე.


ხელმისაწვდომობა ყველასთვის

ვებსაიტის ხელმისაწვდომობა აუცილებელად გასათვალისწინებელია ეთიკური დიზიანისთვის, ე.ი., თქვენი ვებსაიტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის, უნარების მიუხედავად, რაც შეიძლება ნიშნავდეს ვიზუალურ, სმენით, მობილურობის შეზღუდვებს. გამოიყენეთ სემანტიკური HTML, დაურთეთ სურათებს ალტ-ტექსტი, დაუმატეთ ვიდეოებს სუბტიტრები, ა.შ. ჩვენ ამ საკითხზე საკმაოდ ბევრი გვაქვს დაწერილი, ამიტომ აქ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდებით.


გრაფიკული გამოსახულება


იფიქრეთ ხელმისაწვდომობის უფრო მეტად გაუმჯობესებაზეც, მაგალითად კლავიატურის ნავიგაციის შეთავაზებაზე და მაღალი კონტრასტის ფუნქციაზე. ჩაატარეთ ხშირი ხელმისაწვდომობის ტესტები და მათ მიხედვით განსაზღვრეთ სამომავლო ნაბიჯები. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელმისაწყვდომობა მომგებიანია ყველა მომხმარებლისთვის და არა მხოლოდ ქმედუუნარო სეგმენტებისათვის.

მოერიდეთ სპამს. გამაღიზიანებელი, ინტრუზიული და არაეთიკურია. ასევე ცუდად მოქმედებს რეპუტაციასა და სეოზე. არავის უნდა არასაჭირო იმეილების, pop-up-ების ან შეტყობინებების მიღება. თუ გსურთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, გააკეთეთ ეს მათი თანხმობით, ისევე როგორც მათი პრეფერენციების პატივისცემით.

გამჭვირვალობა ვებ-დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. რაც ითვალისწინებს გულახდილობას და პირდაპირობას, როდესაც საქმე ეხება თქვენი ორგანიზაციის იდენტობას, საქმიანობას და მიზნებს. ასევე საჭიროა ისეთი ინფორმაციის გამოაშკარავება, რომელმაც შეიძლება იმოქმედოს მომხმარებლების გადაწყვეტილებებზე, მაგ: თქვენი დაფინანსება, აფილიაცია, ინტერესების კონფლიქტი. გამჭვირვალობა დაგეხმარებათ უფრო ახლო, ნდობით აღჭურვილი პროფესიოული ურთიერთობები გქონდეთ თქვენს მომხმარებლებთან, მათ კი ინფორმირებული არჩევანის საშუალება ეძლევათ.


ინკლურზიური დიზაინი

ინკლუზიურობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. თქვენი საიტი უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ტიპის მომხმარებელზე, მათი რასის, გენდერის ან კულტურული მახასიათებლების მიუხედავად. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს მრავალფეროვანი გამოსახულებების გამოყენებას, სტერეოტიპებისთვის თავის არიდებას, ინკლუზიური ენის გამოყენებას. ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოგცემთ საშუალებას უფრო კეთილმოსურნე დამოკიდებულებით შეხვდეთ ნებისმიერ ვიზიტორს - რაც ცუდ იდეად ნამდვილად არ ჩანს.


დეკორატიული


თუმცა, ინკლუზიურობა უბრალოდ მრავალფეროვანი გამოსახულებების გამოყენება და ინკლუზიური ენა არაა. შეხედეთ ვებსაიტს როგორც მთლიან პროდუქტს და შეეცადეთ გაარკვიოთ როგორ შეიძლება გამოასწოროთ რაიმე რელევანტური პრობლემები. მაგალითად, შეგიძლიათ საიტზე ენების დართვა, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ინგლისურად ან ქართულად არ კითხულობენ, ან თუნდაც რესურსების შეთავაზება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებმაც ახლა შემოაბიჯეს ინდუსტრიაში.


დაკვნა

მაგრამ ამითი არ დაკმაყოფილდეთ. ეთიკური დიზაინი ერთჯერადი რამ არაა. ეს გრძელვადიანი პროცესია რომელიც ითვალისწინებს ახალი ინფორმაციის, ტესტინგის და გაუმჯობესების მუდმივ მონაკვეთებს. საჭიროა უახლესი ტრენდების, სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა. ისევე როგორც მომხმარებლების და მათი უკუკავშირის მოსმენა და ვებსაიტის მახასიათებლების და ეფექტის შეფასება.

რაც ითვალისწინებს მომხმარებლების ინტერესების მუდამ დაცვას. თუ გვსურს რომ ბიზნეს სფერო ოდესმე გაცდეს გაუცხოებულ ურთიერთობებს, რომლებიც ეყრდნობა იმას, თუ ვინ რამდენს იშოვის, მაშინ საჭიროა რადიკალურად შეცვალოთ ჩვენი მიდგომები ხალხის მიმართ, თუნდაც ისეთ მედიუმში როგორიც ვებ-დიზაინია.

იკა

იკა