შეცდომები ბრენდინგში

შეცდომები ბრენდინგში
16 მაისი 2023     1074

შეცდომები ბრენდინგში

მარტივია ბევრი დრო დავუთმოთ ლოგოს დამზადებას, ფერების პალიტრის შერჩევას ან ვებსაიტის დიზაინს. თუმცა, ამგვარი ელემენტებზე კონცენტრაციით გვერდს ვერ ავუვლით იმ გავრცელებულ პრობლემებს, რომლებსაც კომპანიები უშვებენ ბრენდინგთან მიმართებაში. ამ პოსტში მიმოვიხილავთ რამდენიმე მათგანს იმისათვის, რომ თქვენთვის უფრო მარტივი გავხადოთ მათი შემჩნევა.

ბრენდინგში ორიენტირება საკმაოდ რთულია, რადგან უამრავ სხვადასხვა ცვლადთან გვაქვს ერთდროულად შეხება. სფერო, როგორც ასეთი, მეტწილად გამოუკვლეველია. ხალხი უმეტესწილად უბრალოდ გარკვეულ რისკებზე მიდის და მათი შედგების მიხედვით ცდილობს გაარკვიოს რა არის უკეთესი. ნებისმიერი, ვინც რაიმე მკაცრ წესებს გთავაზობთ უბრალოდ შარლატანია.

ამიტომაც, ჩვენ უფრო უსაფრთხო ვარიანტებს განვიხილავთ და რამდენიმე მიზეზს მოგცემთ რის გამოც უნდა ერიდოთ ამა თუ იმ პრობლემას. ახლა კი უშუალოდ შეცდომებზე:


შეცდომა #1 ბრენდის საზღვრების დადგენა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვათ საზღვრების არასწორად განსაზღვრაა. თუ თქვენთვითონ არ გესმით რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი, ბუნებრივია თქვენს აუდიტორიას ეფექტურად ვერ შეატყობინებთ მის შესახებ. თქვენი ბრენდი უნდა ასახავდეს კომპანიის ღირებულებებს, მახასიათებლებს და მიზნებს. პირველ რიგში, გამოყავით დრო იმისათვის, რომ უკეთ გაერკვეთ ამ საკითხში, შემდეგ კი შეეცადეთ მარკეტინგული სტრატეგიის ყველა დანარჩენი ასპექტი, ლოგოთი დაწყებული და სოც-მედიის პოსტებით დამთავრებული, მას მიუსადაგოთ.


დეკორაცია


ტრენდები მუდმივად იცვლება, ზუსტად ამიტომ თქვენი ბრენდი ასეთი დროებითი ტენდენციების მიღმა უნდა იყოს. ტრენდებზე ზედმეტად ფოკუსირება ბრენდს მოძველებულს ხდის. ამის მაგივრად, ყურადღება გაამახვილეთ იმ იდეებზე და ღირებულებებზე, რომლებსაც კარგი მიზეზების გამო თვლით მომხიბლავად.


შეცდომა #2: არათანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდიგში. თქვენი ბრენდი ერთნაირ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს სხვადასხვა მედიუმებში, მათ შორის ვებსაიტზე, სოც-მედიის აპლიკაციებზე, ა.შ.თქვენი ლოგო, ფერების პალიტრა და ტონი თანმიმდევრულად უნდა იყოს რეპრეზენტირებული ყოველ მათგანზე. რაც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ ბრენდის პოპულარიზაციაში და აუდიტორიის ნდობის მოპოვებაში.

ბევრი შანსი არ გექნებათ, რომ უცხო ადამიანებს თავი დაამახსოვროთ, თუნდაც ქვეცნობიერულ დონეზე. ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობები თქვენი ბრენდის მთლიანობის ნაწილებად დაშლით.


შეცდომა #3: სამიზნო აუდიტორია

თქვენი ბრენდი პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს თქვენს სამიზნო აუდიტორიას. თუ არ გესმის თქვენი აუდიტორიის, შეუძლებელია ისეთი ბრენდი შექმნათ, რომელიც რეზონანს იძლევა. წინასწარ განსაზღვრეთ სამიზნო აუდიტორიის საჭიროებები, სურვილები, მათთვის არასასიამოვნო დეტალები. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად მათ მიმართოთ და არა რაიმე წარმოსახვით აუდიტორიას თქვენს გონებაში. ხალხს სპეციფიური საჭიროებები და სურვილები აქვთ, უნდათ აარიდონ კონკრეტულ რამეებს თავი, ა.შ.


დეკორაციული


ასევე გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია ყველა კმაყოფილი დატოვოთ. თუ ზედმეტად ვრცელ აუდიტორიაზე მოინდომებთ გასვლას, შესაძლოა თქვენმა ბრენდმა საერთოდ არსი დაკარგოს. ფოკუსირდით სპეციფიური სამიზნო აუდიტორიის სპეციფიურ სეგმენტებზე. თქვენი აუდიტორია ერთი ცალკეული მონოლითი არაა, ამიტომ უნდა ისწავლოთ სხვადასხვა სეგმენტებზე წვდომა. რაც იმთავითვე დაგეხმარებათ ბრენდის მიმართ ლოიალურობის გაზრდაში და პროფესიული ნდობის საფუძვლის ჩაყრაში.


შეცდომა #4 დაბალი ხარისხის დიზაინი

თქვენი ბრენდი ბიზნესის სახეა, შესაბამისად, როგორც წესი, პროფესიონალური დიზაინი შერჩევა არაა ურიგო იდეა. ბიზნესი შესაძლოა არაპროფესიონალურად და არასანდოდ ჩანდეს თუ მას დაბალი ხარისხის ლოგო ან ვებსაიტი აქვს. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ შიგთავსი უფრო მნიშნელოვანია ვიდრე გარეგნობა... და აბსოლუტურად მართლებიც იქნებით. თუმცა, თავდაპირველად ხალხის დაინტერესება ზუსტად ამ გარეგან ფაქტორებზე უფროა დამოკიდებული. ამისდა მიუხედავად, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის აუდიტორია გეყოლებათ, შესაძლოა ისინი მხოლოდ თქვენი კონტენტის გამო დარჩნენ დაინტერესებულები.

ასევე, შეეცადეთ სიყალბეს ერიდოთ. ყურადღება გაამახვილეთ არსებულ ღირებულებებზე და მახასიათებლებზე. კომპანიების მცდელობები, რომ საკუთარი თავი განსხვავებულად წარმოაჩინონ საკმაოდ აშკარაა. რაც იმთავითვე უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს, კომპანიას ნაკლებად სანდოს ხდის და რაც მთავარია, კონტრ-პროდუქტიულია.


შეცდომა #5 ბრენდის რეპუტაციის უგულებელყოფა

ამ ციფრულ სამყაროში, ბრენდის რეპუტაცია საკმაოდ გავლენიანია. ამის გათვალისწინებით, პერიოდულად დააკვირდით ხოლმე თქვენი ბრენდის ონლაინ მდგომარეობას და უპასუხეთ ნეგატიურ უკუკავშირს ან შეფასებებს. რა თქმა უნდა, თქვენს აუდიტორიას გაგებით და სიმპათიით უნდა მოეპყროთ - ამაზე ბევრის წერა არცაა საჭირო.


ჩანახატი


გამოყავით კონკრეტული კრიტიკები და გადადგით სპეციფიური ნაბიჯები იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი სუსტი მხარეები. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო ღირებული კონტენტის შეთავაზებას, მომხმარებლებისთვის უფრო ადეკვატური პასუხების გაცემას, ან პრობლემების უფრო სწრაფად და პროფესიონალურად გადაჭრას. თუ და როცა დაუშვებთ შეცდომებს, იმ შემთხვევაში თუ მოახერხებთ მათ გამოსწორებას, შეატყობინეთ თქვენს აუდიტორიას ამის შესახებ. უბრალოდ ამას თვითკმაყოფილად ნუ იზამთ.


შეცდომა #6 სტაგნაცია

თქვენი ბრენდი დროის განვმალობაში უნდა განვითარდეს რათა რელევანტური დარჩეს და ასახავდეს ცვლილებებს თქვენს ბიზნესში. არ შეუშინდეთ განახლებებს, რომლებიც მოყვება ბიზნესის ზრდას.

თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ეს განვითარება ხდებოდეს ფუნდამენტალური ღირებულებების და მიზნების საფუძველზე. რებრენდინგი საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი პროექტია, ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ ყველაფერი, გქონდეთ დეტალური გეგმა სანამ სერიოზულ ცვლილებებზე გადახვალთ.

შეხედეთ ამ ყველაფერს როგორც ექსტერიერის დეკორაციას, რომლის დროსაც ინტერიერი იმავე რჩება.

იკა

იკა