იმეილ ეტიკეტი ვებ-დიზაინ ორგანიზაციებისთვის

იმეილ ეტიკეტი ვებ-დიზაინ ორგანიზაციებისთვის
05 ივნისი 2023     1087

იმეილ ეტიკეტი ვებ-დიზაინ ორგანიზაციებისთვის

ვებ-დიზაინის სფეროში, წარმატებული ურთიერთობები დამოკიდებულია ეფექტური კომუნიკაციის ფუნდამენტზე, ისევე როგორც კოლაბორაციის, გაგების და თანხვედრის პრიორეტიზირებით.

იმეილი, რომელიც კომუნიკაციის გავრცელებული საშუალებაა, საჭიროებს მკვეთრ და პროფესიონალურ გაცვლებს. ამ ბლოგში, განვიხილავთ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ ისევე, როგორც შეცდომებს, რომლებსაც უნდა ერიდოთ. ამ მითითებების გათვალისწინებით, იმედია გექნებათ იმეილ-კომუნიკაციის უნარების დახვეწის საშუალება და მომხმარებლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების დამატებითი შესაძლებლობები.


სცადეთ

იყოთ მკაფიო:
როდესაც მეილს წერთ ვინმეს, ეცადეთ მკაფიოდ და ლაკონურად გამოთქვათ სათქმელი. გამოიყენეთ მარტივი და პირდაპირი ლექსიკა თქვენი იდეების გადმოსაცემად. ერიდეთ არასაჭირო ჟარგონს ან ტექნიკურ ტერმინებს, რომლებმაც შეიძლება მიმღები დააბნიოს. შეგიძლიათ შესავალში აღუწეროთ რაზე ისაუბრებთ და შემდეგ ზუსტად მიყვეთ ამ სქემას.


იმეილის screenshot


პროფესიული ტონის გამოყენება:
პროფესიული ტონის დაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ფორმალური ენა და ერიდეთ სლენგს ან ზედმეტ ფამილიარულობას. მიმართეთ მიმღებს შესაბამისად და გამოიყენეთ სათანადო მისალმების და დამშვიდობების ეტიკეტი. შეგიძლიათ მიდგომა ოდნავ შეცვალოთ თუ დიდი ხანია რაც მომხმარებელს იცნობთ. ასეთ შემთხვევებში, პირიქით ზედმეტი ფორმალურობაა უფრო სახიფათო.


პერსონალიზაცია:
იმეილების პერსონალიზაცია საკმაოდ საყურადღებოა, თუ გსურთ უფრო მჭიდრო ურთიერთობების დაჭერა თქვენს მომხმარებლებთან. მიმართეთ მათ სახელით, აღნიშნეთ წინა დისკუსიები და გაამახვილეთ ყურადღება პროექტის სპეციფიურ დეტალებზე. დაუმოწმეთ, რომ ისევ მუშაობთ იმ x პრობლემაზე, რომ გესმით მათი გადმოსახედი, დამატებით კი დაუსვით კითხვები იმაზე, თუ როგორ უდგებიან სხვადასხვა საკითხებს.


გადამოწმება:
სანამ გაგზავნას დააჭერთ, ერთი წუთი გამოყავით იმეილის გადასამოწმებლად. დააკვირდით ორთოგრაფიულ და ზოგადად გრამატიკულ შეცდომებს იმასაც, თუ რამდენად კარგად იკითხება იმეილი და გადაამოწმეთ, რომ ყოველი რელევანტური დეტალი დართული გაქვთ. გამართული იმეილი ასახავს თქვენ ყურადღებიანობას.


Gmail სურათი


ვიზუალური ელემენტების და მაგალითების გამოყენება:
ამ ორის გამოყენება ბევრად უფრო მარტივ გასაგებს ხდის თქვენს სათქმელს. თუ რაიმე დიზაინის კონცეფტს ეხებით ან ცლილების შეტანა გსურთ, მაშინ დაურთეთ screenshot-ები, wireframe-ები, ან mockup-ები რომ ვიზუალური რეფერენტი ქონდეთ. დამატებით, რელევანტური ვებსაიტის ლინკიც შეგიძლიათ დაურთოთ ან სხვა ტიპის დიზაინ ინსპირაციები გაუგზავნოთ, რომ უკეთ გააგებინოთ თქვენი გადმოსახედი.


ერიდეთ

ზედმეტ ინფორმაციას:
არაა საჭირო ერთ იმეილში ყოველი დეტალი ჩაატიოთ, თუ საქმის სპეციფიკა ამას არ მოითხოვს. დაანაწევრეთ კომპლექსური ნაწილები და ცალ-ცალკე იმეილებად გააგზავნეთ თუ საჭიროა. ეს მათ უფრო ადვილად დასახარისხებელს გახდის. სხვებს კი იმაზე მეტი დრო არ დაეკარგებათ, ვიდრე საჭიროა.


ბუნდოვან ენას:
საკმაოდ მარტივად ჟღერს, თუმცა პრაქტიკულად როგორაა ეს შესაძლებელი? ნუ, როგორც მინიმუმ, მოქმედებითი გვარი შეგიძლიათ გამოიყენოთ - წყობას ეხმარება. გამოიყენეთ სიტყვები, რომლებსაც ერთი ან დომინანტური მნიშვნელობები აქვთ. ერიდეთ სიტყვებს, რომლებსაც დამატებითი კონოტაციები აქვს. თუ რაიმე რთული ასახსნელია ერთ-ორ წინადადებაში, ახალი აბზაცი დაიწყეთ და რამდენჯერმე სცადეთ ერთი და იმავე რამის ახსნა. ზუსტად აღწერეთ რას ელით მიმღებისგან, ეს იქნება პასუხი, ქმედება, გადაწყვეტილება, თუ სხვა მსგავსი რამ.


დეკორაცია


შეყოვნებას:
წრაფი რეაგირება ძალიან მნიშნელოვანი პროდუქტიული კომუნიკაციისთვის. ერიდეთ პასუხების დაგვიანებას იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხშირად გაღიზიანებით მთავრდება, ან საქმე გვაქვს სხვა ტიპის დაბრკოლებებთან. თუნდაც სრული პასუხი არ გქონდეთ, აღნიშნეთ, რომ იმეილი მიღებულია და დაახლოებით განსაზღვრეთ მოსალოდნელი პასუხის დრო.


სათაურის უგულებელყოფას:
პირველი შთაბეჭდილება სწორედ მათზეა დამოკიდებული. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ზედმეტად ჩვეულებრივ სახელს გამოიყენებთ, შესაძლებელია თქვენი იმეილი შემთხვევით დააიგნორონ, ან სპამად ჩათვალონ. გამოიყენეთ ისეთი სათაურები, რომლებიც აკურატულად აღწერს იმეილის მიზანს ან მთავარ აზრს, რაც იმთავითვე დაეხმარება მიმღებს მის პრიორიტიზირებაში.


დასკვნა

ეფექტური იმეილ-კომუნიკაცია საკმაოდ საყურადღებო სტრატეგიული უპირატესობაა, როდესაც საქმე ვებ-დიზაინ კონკურენციას ეხება. იმეილები რასაკვირველია ყველაფერს არ წყვეტენ, თუმცა პატარ-პატარა, მაგრამ მტკიცე, ნაბიჯებით მაინც შესაძლებელია საკმაოდ შორს გასვლა. სწორ დროს, სწორ მომხმარებელთან კავშირმა შესაძლოა საკმაოდ ბევრი დამატებითი შესაძლებლობები შეგიქმნათ.

იკა

იკა