ვიზუალური იერარქიის სხვადასხვა ასპექტები

ვიზუალური იერარქიის სხვადასხვა ასპექტები
20 ივნისი 2023     1243

ვიზუალური იერარქიის სხვადასხვა ასპექტები

ვიზუალური იერარქია ეწოდება ელემენტების განაწილებას ვებ გვერდზე იმ მიზნით, რომ მომხმარებლები კონკრეტული ერთეულებისკენ მიმართოთ. აღსანიშნავია, რომ რომელ ნაწილზე და რატომ დაკლიკავენ ისინი, ეს უკვე მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გააკეთებთ ელემენტების კატეგორიზაციას.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორაა შესაძლებელი ვიზუალური იერარქიის ეფექტურად გამოყენება? რა ტიპის შეცდომები შეიძლება დავუშვათ? ამ ბლოგში ამ ორ კითხვას განვიხილავთ და ამავდროულად მოგცემთ რჩევებს თქვენს საიტზე ვიზუალური იერარქიის გაუმჯობესებაზე.


რა არის ვიზუალური იერარქია და რატომაა ის მნიშვნლოვანი?

ვიზუალური იერარქია მიუთითებს იმ რიგითობაზე, რომლითაც ადამიანი აღიქვავს ინფორმაციას რომელიმე გვედზე. აქ ერთი მარტივი იდეაა, ზოგი ელემენტი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს ვიდრე დანარჩენები და ჩვენც გვედის ყოველი სიტყვის წაკითხვის მაგიერ, უბრალოდ ზოგადად ვსკანავთ მას.


ლეპტოპის სურათი


ვიზუალური იერარქიის საშუალებით შესაძლებელი ხდება თქვენი სათქმელი უფრო ეფექტურად და მარჯვედ გადმოცემა. ის ასევე ხელსაყრელია:

- ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და ქმედებებისთვის ხაზგასმისთვის
- კონტენტის გააზრებულ და გასაგებ სექციებად დასაყოფად
- კოგნიტური დატვირთვის შესამცირებლად
- ვებსაიტზე სასიამოვნო ვიზუალის შესაქმნელად


როგორ შეიძლება ვიზუალური იერარქიის შექმნა?

საკმაოდ ბევრი ფაქტორია, რომლებსაც მასზე გავლენა აქვთ, მაგალითად, ზომა, ფერი, კონტრასტი, განლაგება, სიახლოვე, white space-ი, ტიპოგრაფია და გამოსახულებები. გთავაზობთ ზოგად მითითებებს მათი გამოყენების შესახებ:

- ყურადღება გაამახვილეთ სკანირებადობაზე: კიდევ ერთხელ, პრაქტიკულად არავინ არ კითხულობს ყოველ სიტყვას ვებსაიტზე. უბრალოდ სკანავენ მას იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ჭირდებათ. ამიტომაც, თქვენც შესაბამისად უნდა ფოკუსირდეთ ჰედერებით, საბჰედერებით, bullet-ებით, სიებით და მოკლე აბზაცებით კონტენტი უფრო ადვილად დასასკანი გახადოთ. ხო კიდევ, გამოიყენეთ მკაფიო და დესკრიფციული იარლიყები ნავიგაციის სხვადასხვა ელემენტებისა და ღილაკებისთვის.

- სკალირება: ობიექტის ზომა მეტწილად განაპირობებს იმ ყურადღებას, რასაც მას დაუთმობენ. უფრო დიდი ელემენტები პატარებზე მეტად იქცევენ ყურადღებას. ამიტომაც, გააკეთეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტების, მაგალითად ლოგოების, ჰედლაინების, CTA-ების და სურათების სკალირება მათ გამოსაკვეთათ. სკალირება კონტრასტის შესაქმნელადაც საკმაოდ ხელსაყრელი საშუალებაა.


დეკორაცია


- ფერები: ფერებს შეუძლიათ ემოციების, განწყობების და მნიშვნელობების გადმოცემა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტებს შორის კონტრასტისა და ჰარმონიის წარმოსაჩენად მათი გამოყენება. შეგიძლიათ მათი მანიპულაცია იმისათვის, რომ მეტად გამორჩეული ასპექტები წინა პლანზე წამოწიოთ. თუმცა, ზოგადად ფერები გამოიყენეთ შესახამებლად, ბალანსირებული და თანმიმდევრული ვიზუალის ჩამოსაყალიბებლად.

- რელევანტურობა: ელემენტის რელევანტურობაში ვგულისხმობთ იმას, თუ რამდენად დაკავშირებულია ეს ელემენტი თქვენს განზრახვასთან ან გვერდის მიზანთან. ზედმეტი ელემენტები, რომლებმაც შეიძლება გაუფანტონ მომხმარებლებს ყურადღება ჯობს საერთოდ წაშალოთ. მაგ: ერიდეთ რეკლამებს, pop-up-ებს, ბანერებს, ა.შ.

- White space: White space ეწოდება ელემენტებს შორის ცარიელ სივრცეს. მაგრამ თეთრი არაა მაინც და მაინც; ტიპურად იმ ფერისაა რაც თქვენი ფონი. White space ხელსაყრელია დიზაინის მოსაწესრიგებლად და გასასუფთავებლად ისევე, როგორც ელემენტების დასაჯგუფებლად ან დანაწევრებისთვის.


ხშირი შეცდომები ვიზუალურ იერარქიაში

გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

- ზედმეტად ბევრი ელემენტი: თუ ყველაფერი თქვენს გვერდზე დიდია, ანათებს ან სხვა მხრივ უნიკალურია პირიქით, ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსება და არაფერი გამოირჩევა. ვიზიტორები უბრალოდ დაიბნევიან ზედმეტი ქაოტურობის გამო. ამიტომ გამოყავით მხოლოდ რამდენიმე ელემენტი და სივრცეც მხოლოდ მათ დაუთმეთ.

- კონტრასტის ნაკლებობა: თუ ყველაფერი ერთმანეთს ზომით, ფერით ან ფორმით გავს აქაც იგივე პრობლემას დააწყდებით. შესაბამისად, შეეცადეთ სხვადასხვა ტიპის კონტრასტული მიმართებები ჩაიჭიროთ.


დეკორატიული


- ფერების არათანმიმდევრული ან არაშესაბამისი გამოყენება: თუ ისეთ ფერებს აარჩევთ, რომლებიც არ ეხამება ერთმანეთს, ვებ-გვერდზე ბევრი რამ აირევა. ერთი ზედმეტი ფერიც კი საკმარისია, რომ არასაჭირო ყურადღება მიიქციოს. ამგვარი შეცდომები მთავარ გვერდზე განსაკუთრებით პრობლემურია.

- არასწორი განლაგება ან სიახლოვე: ზედმეტად შორს ან გაუაზრებლად ელემენტების განაწილება ისეთ შთაბეჭდილებას დატოვებს თითქოს დიზაინი არაა ორგანიზირებული ან გაუაზრებლადაა გაკეთებული. სხვადასხვა საშუალებებით დააკავშირეთ ერთმანეთს ელემენტები და შესაბამისადაც დააჯგუფეთ.


დასკვნა

ვიზუალური იერარქია ვებ-დიზაინში საკმაოდ მნიშვნელოვანი რამაა, UX-ზე და კონვერსიებზე მისი გავლენის გამო. იმედია ეს რჩევები დაგეხმარებათ ისე მიმართოთ აუდიტორიის ყურადღება, რომ გაგიადვილდეთ საკუთარი სათქმელის ეფექტურად გადმოცემა.

იკა

იკა