შესავალი ხელმისაწვდომობაში

შესავალი ხელმისაწვდომობაში
26 ივნისი 2023     1010

შესავალი ხელმისაწვდომობაში

პერიოდულად ჩვენ გთავაზობთ ბლოგებს იმაზე, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა ამ თემაზე სათქმელი; ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ონლაინ-ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კომპანიების უმეტესობა დაინტერესებულია მომატებული კონვერსიებით და მოგებებით, რომლებიც მოყვება ვებსაიტის გაუმჯობესებულ ხელმისაწვდომობას. მიუხედავად იმისა, რომ გავარჩევთ ხელმისაწვდომობის სხვადასხვა ასპქეტებს ამ გადმოსახედიდან, მთავარი ისაა, თუ როგორი გავლენა აქვთ მათ ქმედუუნარო ადამიანებზე.

ქმედუუნარო ხალხი, როგორც მოსახლეობის ცალკეული სეგმენტი, ხშირად სრულიად უგულებელყოფილია ბიზნეს გათვლების დროს. შესაბამისად თქვენი წინგადადგმული ნაბიჯები ამ სფეროში, ასახავს იმ მნიშვნელობას რომელიც მათ აქვთ ისევე, როგორც იმას, რომ თქვენთვის, როგორც დიზაინერისთვის, პრინციპული საკითხია ისეთი UX-ის შეთავაზება აუდიტორიისთვის, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.


დეკორაციული სურათი


პირველი ნაბიჯები

ძალიან მარტივად დავიწყოთ: წერის სტილი. მკაფიოდ და ლაკონურად წერა არამარტო ხელმისაწვდომობისათვის, არამედ SEO-სთვისაც საკმაოდ მნიშნელოვანია. ერიდეთ ჟარგონებს და ტექნიკურ ტერმინებს, რომლებმაც შეიძლება დააბნიონ თქვენი მომხმარებლები. რამდენჯერმე გადახედეთ თქვენს ნაწერს, რომ დარწმუნდეთ იმაში, რომ ყოველი წინადადება მარტივი გასაგებია. გამოიყენეთ ჰედერები და წერეთ მოკლე-მოკლე აბზაცებით, შეგიძლიათ bullet-ები და დანომვრაც გამოიყენოთ. Bold და Italics პერიოდულად იხმარეთ, თუმცა მხოლოდ როდესაც რელევანტურია.

რაც უკეთესია სტილი, ტონი და ხმა, ა.შ., მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მომხმარებელი გააგრძელებს კითხვას, რაც მეტი ინტერაქციებით ან უფრო დიდხნიანი ვიზიტებით მთავრდება; ამ ორს კი SEO-ზე იმთავითვე პოზიტიური გავლენა აქვთ. კონცენტრირდით ხარისხზე უფრო მეტად ვიდრე რაოდენობაზე - თუმცა, თუ შეგიძლიათ ორივე გაითვალისწინოთ, მით უკეთესი.

დამატებით, ხელმისაწვდომობა პოზიტიურად მოქმედებს ვებსაიტის ტექნიკურ პარამეტრებზეც, მათ შორის ჩატვირთის სისწრაფეზე და რეაგირებაზე, რაც Google-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ოფისის სურათი


ამ საკითხთან მეტწილად დაკავშირებულია ისიც, რომ მათთვის, ვინც დამხმარე ტექნოლოგიებს იყენებს, მაგალითად ეკრანის reader-ებს, საიტის ნავიგაცია ისედაც ნელი პროცესია; თუ თვითონ საიტიც ნელია პრობლემა ბევრად უფრო გაზვიადებული სახით გვხვდება. იმისათვის, რომ საიტის სისწრაფე გააუმჯობესოთ სურათების ოპტიმიზაციაზე იზრუნეთ, გამოიყენეთ CDN-ი და შეამცირეთ HTTP მოთხოვნები. სისწრაფეზე ბევრი სხვა რამაც მოქმედებს, თუმცა აქ მთავარი იმისთვის ხაზგასმაა, რომ იგი პირდაპირ დაკავშირებულია ხელმისაწვდომობასთან.


საშუალო დონე

ესეც შეიძლება, რომ "პირველ ნაბიჯებში" გავიყვანოთ, მაგრამ მაინც: გამოიყენეთ საიტის რუკა (site map). ვიზიტორებს მარტივად შეუძლიათ სასურველი კონტენტის პოვნა თუ საიტს მაპს შესთავაზებთ, მითუმეტეს თუ ჩახლართული ნავიგაცია გაქვთ. ისინი განსაკუთრებულ როლს თამაშობენ, რადგან მოკლედ აღწერენ და პირდაპირ მიუთითებენ ვებსაიტის მნიშვნელოვან გვერდებზე. თან, საიტის რუკები ეხმარებიან საძიებო სისტემების crawler-ებს, რომ სხვადასხვა კავშირები იპოვონ თქვენს ვებ-გვერდებს შორის.

შემდეგი ალტ ტექსტია. ესეც საკმაოდ მარტივია ნაწილია - უბრალოდ 10-30 წამია საჭირო (იმის მიხედვით, თუ როგორაა სტრუქტურირებული ვებსაიტი). ეკრანის reader-ები ალტ ტექსტს ხმამაღლა კითხულობენ, ამიტომ ისინი აკურატულები უნდა იყოს, შესაბამისად აქ საკვანძო ფრაზების გროვა არ უნდა დაახვედროთ მომხმარებელს. ეს არაეფექტურიცაა SEO-ს მხრივ (სპამად ითვლება) და თან პრობლემურს ხდის თქვენი საიტის ნავიგაციას.


ფოტო-დეკორაცია


ორგანიზაციები უფრო და უფრო ხშირად ეყრდნობიან ვიდეობს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის გადმოსაცემად. თუმცა, ბუნებრივია, რომ ბევრისთვის ვიდეოები საუკეთესო მედიუმები არაა. შესაბამისად, ტრასკრიფტების ან სუბტიტრების გამოყენებით ძალიან ბევრ ადამიანს გაუადვილებთ საიტის მომხმარებას. თან SEO-ზე პოზიტიურად მოქმედებს ეს ორი.

ზოგიც კი მხოლოდ კლავიატურით ცდილობს საიტის ნავიგაციას. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი საიტის ნავიგაცია რთულია კლავიატურით, მაშინ (ა) გაღიზიანდებიან, ან (ბ) საიტს დატოვებენ. რასაკვირველია არცერთი ვარიანტი ხელსაყრელი არაა.


დასკვნა

რასაკვირველია ძალიან ბევრი რამ დარჩა საქმელი. თუმცა, ჩვენ შემდეგი თვეების განვმალობაში უფრო და უფრო მეტ პოსტს დავდებთ ამ საკითხზე.

კონტენტი უფრო და უფრო სიღრმისეული გახდება, ამიტომაც თუ ამ თემით დაინტერესებული ხართ, მოხარულები ვიქნებით თუ დანარჩენ პოსტებსაც გადახედავთ.

იკა

იკა