წესების დარღვევა ვებ-დიზაინში

წესების დარღვევა ვებ-დიზაინში
04 ივლისი 2023     921

წესების დარღვევა ვებ-დიზაინში

ვებ-დიზაინი, ისევე როგორც ყველა სხვა სფერო, ითვალისწინებს გარკვეული წესების და გაიდლაინების დაცვას. ამ კონკრეტულ სფეროში, წესები უნდა დაგვეხმაროს აუდიტორიისთვის თანმიმდევრული და მომხმარებელზე-ცენტრირებული გამოცდილების შეთავაზებაში. თუმცა, ხანდახან გარკვეული წესების დარღვევა შესაძლოა გამოსადეგიც აღმოჩნდეს, თუ კარგი მიზეზები და მკაფიო მიზნები გაქვთ. ამ ბლოგში, განვიხილავთ სამ არეალს სადაც შეიძლება ვებ-დიზაინის წესების დარღვევა: ფერებში, წერაში და მარკეტინგში.


ფერების წესები

ფერებთან დაკავშირებული წესების გარჩევა განსაკუთრებით ხელსაყრელია რადგან ადვილია იმისთვის ხაზგასმა, თუ როგორ შეიძლება წესების დარღვევა. ფერს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ვებ-დიზაინში, რადგან მას შეუძლიათ ხასიათის, ემოციის და მნიშვნელობის გამოხატვა. ისევე, როგორც ქმედებისკენ ბიძგება ან აუდიტორიის შთაბეჭდილებებზე გავლენის მოხდენა. მაგალითად, წითელი ძირითადად ასოცირდება აგრესიასთან, მხიარულებასთან ან სიჩქარესთან, ხოლო ლურჯი სიმშვიდესთან, სანდოობასთან და პროფესიონალიზმთან. ზუსტად ამიტომაა, რომ დიზაინერები გარკვეული წესებს იცავენ, სიტყვაზე კომპლემენტარული ფერების შერჩევას კონტრასტისთვის, ან ზედმეტი ფერის აღრევას, ან თუნდაც ბრენდის იდენტობასთან გარკვეული პალიტრის შეხამებას.

თუმცა, მეტწილად შეგიძლიათ ეს წესები უგულებელყოთ, თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი ამ კუთხით შედარებით გამორჩეული იყოს. მაგალითად, შეგიძლიათ ფერები მათთვის დამახასიათებელი კონტექსტებიდან ამოგლიჯოთ. როგორც წესი, წითელი აგრესიულად ითვლება, თუმცა როდესაც ჯვართან ერთადაა შეზავებული, სულ სხვა კონოტაცია აქვს. ზოგადად ფერების სატურაციით, სიმკვეთრით და ფილტრებით მანიპულაცია შესაძლებელია ვებსაიტის ტონის შესაცვლელად. ან შეგიძლიათ ნაკლებად პოპულარული ფერების შეხამება და ამით მიქცევა ყურადღების.


ლეპტოპზე წერა


ამავდროულად, როდესაც გარკვეულ წესს არღვევთ საჭიროა თქვენი განსაზღვრა ნათელი იყოს და ეყრდნობოდეს იმის გაგებას, თუ როგორ აღიქმება ესა თუ ის ფერი ტრადიციულად. მომხმარებლების უმეტესობას ჩამოყალიბებული მოლოდინები აქვს ფერების იმპლიციტურ მნიშვნელობებზე. შესაბამისად, როდესაც ამ მოლოდინებს არ აკმაყოფილებთ, მათ გარკვეულ წილად თხოვთ თანხმობას ახალი ტიპის პატერნის მიღებაზე. ამისთვის საჭიროა, რომ ეს "მოთხოვნა" იყოს დამაჯერებელი, ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეეფერება ერთმანეთს სხვადასხვა ფერადი ელემენტები ისევე, როგორც როგორ შეესაბამება ისინი ვებსაიტის ზოგად მესიჯს.


წერის წესები

წერის წესების დარღვევა პრაქტიკულად წალკეული ჟანრია ლიტერატურაში. ამიტომ, დიდად ორიგინალურს ან დამაინტრიგებელს ვერაფერს შემოგთავაზებთ ამ კუთხით. ამ თემაზე მთელი წიგნები იწერება. თუმცა, არის გარკვეული წესები, რომლებიც შესამჩნევია კონკრეტულად ვებ-დიზაინერებთან მიმართებაში.

ძირითადად ეს წესები რამდენიმე მითითებით შემოიფარგლება. მაგალითად მოკლე წინადადებების გამოყენებით. თუმცა ნარატივისთვის ან ისტორიის გამოკვეთისათვის შესაძლოა გრძელი წინადადებები უფრო ხელსაყრელიც იყოს. ან ცნობიერების ნაკადის ტიპი იმისათვის, რომ რაიმე პროცესზე გააკეთოთ აქცენტი.


დეკორაცია


რასაკვირველია, ზოგი წესი არ უნდა უგულებელყოთ პრაქტიკულად არასდროს. თითქმის ყოველთვის ჯობს თქვენი ნაწერი იყოს მკაფიო, რელევანტური და მარტივი გასაგები აუდიტორიისთვის. თქვენი მთავარი სათქმელი ყოველთვის ცენტრალური უნდა იყოს.


მარკეტინგ წესები

მარკეტინგ წესები, როგორც წესი, უფრო პრობლემურებია ვიდრე წინა ორის. ეს განპირობებულია იმით, რომ კომპანიები ყველაფერს ცდილობენ იმისათვის, რომ მომხმარებლებმა მათ ლინკებზე დაკლიკონ.

შესაბამისად, მარკეტინგული ნორმების დარღვევა პირიქით, როგორც წესი, სარგებლიანია. მეტი გულახდილობა, გამჭვირვალობა და პირდაპირობა უკეთესი არჩევანია. თან თუ ზედმეტად სერიოზულად არ უყურებთ თქვენ ბრენდს, ირონიულად, შედარებით სერიოზული ხალხი პირიქით უფრო დაინტერესდება თქვენი კონტენტით.


კომპასის სურათი


თან, მარკეტინგში ნორმების მიყოლით საკმაოდ რთულია რაიმეს მიღწევა, ყოველი ბიზნესი ერთმანეთს გავს. ამიტომაც, სავარაუდოდ მოგიწევთ სტატუს კვოს უარყოფა. თუმცა, სტატუს კვოს უარყოფაც ხშირად მწარე კრახით მთავრდება. ეს მეტწილად გამოწვეულია იმით, რომ კონფორმიზმის მაგივრად ორგანიზაციები კონცენტრირდებიან ორგინალურობაზე, რაც დიდად უკეთესი მიზანი არაა. ორივეს ჯობს ზემოთხსენებულ ღირებულებებზე და სხვა მსგავს მახასიათებლებზე გაამახვილოთ ყურადღება. ხშირად, ბრენდები ყველაზე ცუდ შთაბეჭდილებას მაშინ ტოვებენ, როდესაც ყველანაირად ცდილობენ, რომ უნიკალურები გამოჩნდნენ.

დამატებით, გარკვეული სეგმენტები საერთოდ დააიგნორებენ თქვენ ყოველ ნაბიჯს თუ სტანდარტულ მარკეტინგულ პრაქტიკებს გამოიყენებთ. იმისათვის, რომ მათ ყურამდე მიაღწიოთ საჭიროა კონტექსტუალურად გაანალიზოთ თქვენი პოსტები მუდმივი რეფერირებით მათ ინტერესებზე და მოლოდინებზე.

იკა

იკა